სამხრეთ კორეა Tesla-ს რეკლამაში ტყუილის გამო $2.2 მლნ-ით დააჯარიმებს
სამხრეთ კორეა Tesla-ს რეკლამაში ტყუილის ბრალდებით $2.2 მლნ-ით დააჯარიმებს — მარკეტინგულ კამპანიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელება სამხრეთ კორეის რეკლამის კანონის დარღვევაა.
სამხრეთ კორეა Tesla-ს რეკლამაში ტყუილის ბრალდებით $2.2 მლნ-ით დააჯარიმებს — მარკეტინგულ კამპანიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელება სამხრეთ კორეის რეკლამის კანონის დარღვევაა.
როგორც ირკვევა, ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ რეკლამაში მოიტყუა როგორც მოძრაობის დიაპაზონის, ისე სუპერდამტენების შესახებ და გაავრცელა ცრუ და გადაჭარბებული ინფორმაცია.
Tesla-ს მიმართ გამოძიება სამხრეთ კორეაში 2022 წლის თებერვალში დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ რეკლამის ტექსტი შეცვალა.
კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 20015 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ბოლოსთვის Tesla-მ ქვეყანაში 45 812 ერთეული ელექტრო მანქანა გაყიდა. ამით ის გახდა მწვანე ავტომობილის მესამე უმსხვილესი ადგილობრივი ბაზრის 13%-იანი წილით Hyundai Motor Co-სა და Kia Corp-ის შემდეგ.
ამასთან ერთად, 2022 წელს Tesla-მ მომხმარებელს რეკორდული რაოდენობის — 1.3 მილიონი მანქანა მიაწოდა. თუმცა, Wall Street-ის პროგნოზი — 430 000 მანქანა მაინც ვერ დააკმაყოფილა.
Tesla-ს ლოჯისტიკური პრობლემებიც აქვს. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდება წარმოებასთან შედარებით დაახლოებით 34 000-ით ნაკლები იყო. დეფიციტი კომპანიისთვის უჩვეულოა, რადგან ადრე ისინი იმდენივე მანქანის მიწოდებას ახერხებდნენ, რამდენსაც აწარმოებდნენ.
2022 წლის ოქტომბერში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა რომ პრობლემის გადაჭრაზე აქტიურად მუშაობს.
2023 წელს Tesla-სთვის საქმეს Ford და General Motors-იც გაართულებენ. Tesla-ს ძრავის მწარმოებელ ამ 2 გიგანტთან კონკურენცია მოუწევს. ბაზარზე დებიუტანტებიც გამოჩდნენ — აშშ-ში Rivian და Lucid, ჩინეთში — BYD და Nio.
Tesla-ს აქციები გასულ წელს 65%-ით დაეცა. ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი იყო, რადგან ინვესტორები წარმოების შეფერხებით, მოთხოვნის შენელებითა და მასკის ყურადღების Twitter-ზე გადართვით შეშფოთებულნი იყვნენ.
Tesla 2022 წლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას 25 იანვარს გეგმავს.