ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკი: Tesla ფასების შემცირების შემდეგ მანქანების რეკორდულ რაოდენობას უშვებს

ელექტრომობილების მწარმოებელმა,Tesla-მ განაცხადა, რომ ფასების შემცირების შემდეგ, რომელიც გაყიდვების გაზრდას ემსახურებოდა, მომხმარებლებს რეკორდული რაოდენობის მანქანები მიაწოდა.

კომენტარის დატოვება

კომპანიამ კონკურენტ მწარმოებლებთან კონკურენციის მიზნით ფასები  აშშ-ის, დიდ ბრიტანეთისა და ჩინეთის ბაზრებზე შეამცირა.

გასულ კვირას, ჩინური ავტომობილების მთავარმა მწარმოებლებმა ივნისში გაყიდვების ზრდა დააფიქსირეს.

ამ წლის დასაწყისში, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თქვა, უფრო მაღალი გაყიდვები, დაბალი მოგებით კომპანიითვის «სწორი არჩევანი» იყო.

2 ივნისს, Tesla-მ განაცხადა, რომ მეორე კვარტალში მომხმარებლებს 466,140 მანქანა მიაწოდა, რაც  წინა წელთან შედარებით 80%-ზე მეტი იყო.

ამავდროულად, კომპანიამ განაცხადა, რომ იმავე პერიოდში ავტომობილების წარმოება თითქმის 480,000-მდე გაზარდა.

«Tesla-მ სტრატეგიული არჩევანი გააკეთა იმისთვის, რომ წამყვანი მწარმოებელი იყოს». — განუცხადა BBC-ს საკონსულტაციო კომპანიის, Automobility-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბილ რუსომ.

საინვესტიციო კომპანიის, Wedbush Securities-ის წარმომადგენელმა, დენ აივზმა BBC-ს განუცხადა, რომ ჩინეთში ფასების შემცირება ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რამაც შედეგი უკვე გამოიღო.

ჩინეთი ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ Tesla-ს მეორე უდიდესი ბაზარია.

გასულ კვირას, პეკინში დაფუძნებულმა Li-Auto-მ განაცხადა, რომ მისმა მიწოდებებმა ივნისში ყველა დროის მაქსიმუმს, 32,575-ს მიაღწია, რაც ზედიზედ მესამე ყოველთვიური რეკორდია.

ამავდროულად, შანხაიში დაფუძნებული Nio-სა და გუანჯოუში დაფუძნებული Xpeng-ის მიწოდება თვის განმავლობაში, 10,707 და 8,620-მდე გაიზარდა.

აპრილში Tesla-მ განაცხადა, რომ თავისი მანქანების ფასების სტაბილიზაციას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფასების განმეორებითმა შემცირებამ მოგება შეაფერხა.

«ჩვენ არ ვიწყებთ „ფასის ომს“, ჩვენ უბრალოდ ფასებს ვამცრებთ, რათა ხელმისაწვდომობა უფრო მასშტაბური გახდეს». — დატვიტა მასკმა.

ილონ მასკი: Tesla შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს
ილონ მასკი: Tesla შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს
თემის მიხედვით
ილონ მასკი: Tesla შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს
Tesla-მ რასობრივი შევიწროების საქმე წააგო და ყოფილ თანამშრომელს $3.2 მლნ-ს გადაუხდის
Tesla-მ რასობრივი შევიწროების საქმე წააგო და ყოფილ თანამშრომელს $3.2 მლნ-ს გადაუხდის
თემის მიხედვით
Tesla-მ რასობრივი შევიწროების საქმე წააგო და ყოფილ თანამშრომელს $3.2 მლნ-ს გადაუხდის
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო მაგრამ ომს აგებს
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ ომს აგებს
თემის მიხედვით
Reuters: Tesla-ს ჩინეთში ელექტრომობილების ფასის ბრძოლაში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ ომს აგებს

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.