ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
6 აპრილი 2023, 10:30
2023-04-06
Tesla-მ რასობრივი შევიწროების საქმე წააგო და ყოფილ თანამშრომელს $3.2 მლნ-ს გადაუხდის
ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს აფრო-ამერიკელი თანამშრომლისთვის 3.2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს მას შემდეგ, რაც მან კომპანიას სასამართლოში რასობრივი შევიწროების საქმე მოუგო.
ნაფიც მსაჯულთა დადგენილებით, ოუენ დიასს მუშაობა რასისტულ და ტოქსიკურ გარემოში უწევდა.
თუმცა, კომპენსაცია — 137 მილიონი დოლარი, რომელიც Tesla-ს 2021 წლის მონაცემებით უნდა გადაეხადა, 98%-ით შემცირდა. მოსამართლემ 2022 წელს დაადგინა, რომ საწყისი თანხა გადაჭარბებული იყო.
3 აპრილს დადგინდა, რომ Tesla-მ დიაზს 3 მილიონი აშშ დოლარი სადამსჯელო ზიანისთვის, ხოლო 175,000 აშშ დოლარი ემოციური სტრესისთვის უნდა გადაუხადოს.
«ახალი მტკიცებულებების წარდგენის უფლება რომ გვქონდეს, განაჩენი სხვანაირი იქნებოდა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ». — დატვიტა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა.
კერძოდ რა მტკიცებულებებზე საუბრობდა მასკი, უცნობია. თუმცა, ფაქტია, დიასი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ აფრო-ამერიკელი მუშები რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლნი რეგულარულად ხდებოდნენ.
დიზაი ამბობდა, რომ სხვა თანამშრომლები იმ ტერიტორიებს, სადაც აფროამერიკელი პერსონალი მუშაობდა, რასისტული ისტორიული სახელებით მოიხსენიებდნენ, როგორიცაა, მაგალითად, «პლანტაცია».
ის ამტკიცებდა, რომ რასობრივი შეურაცხყოფა ერთ თანამშრომელს დღეში მინიმუმ 50-100-ჯერ ესმოდა.
2021 წელს სან-ფრანცისკოს ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად ზედამხედველების მიმართ საჩივრებისა, Tesla-მ გონივრული და საჭირო ზომები არ მიიღო.
2022 წლის აპრილში, აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ დიაზის ჯილდო 15 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირა და თქვა, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ დადგენილი გადაწყვეტილი კომპენსაცია უკიდურესად მაღალი იყო.
დიასის ადვოკატმა, ბერნარდ ალექსანდრემ გასულ კვირას განაცხადა, რომ დიასის ფსიქიკა და მსოფლმხედველობა ტრანსფორმირდა.
«დიასის მსოფლმხედველობა სამუდამოდ შეიცვალა. ასე ხდება, როდესაც ადამიანს უსაფრთხოებას ართმევენ». — თქვა მან.