ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკი სემ ალტმანს და OpenAI-ის სასამართლოში უჩივის

ილონ მასკი სემ ალტმანს და თანადამფუძნებელ გრეგ ბროკმანს OpenAI-ის სადამფუძნებლო ქარტიის პირობების დარღვევისთვს უჩივის. კერძოდ, მასკი მიიჩნევს, რომ ChatGPT-მ, Microsoft-თან $13-მილიარდიანი თანამშრომლობით განუდგა თავის პირვანდელ, არაკომერციულ მისიას და საიდუმლოდ შეინახა უახლესი გენერაციული AI პროდუქტების კოდი. 

კომენტარის დატოვება

ილონ მასკმა 2015 წელს OpenAI-ის შექმნაში მონაწილება მიიღო, თუმცა, ის 2018 წელს დატოვა და თავისი AI კომპანია დააფუძნა, სახელად — xAI.

სწორედ ილონ მასკის წასვლის შემდეგ შექმნა კომპანიამ ChatGPT — ყველაზე ჭკვიანი ჩატ-ბოტი, მასკი კი ხშირად ლაპარაკობს ხელოვნური ინტელექტიდან მომავალ საფრთხეებზე, ხოლო OpenAI-ის მმართველებს ხარბებს უწოდებს. 

ილონ მასკმა ახალი AI კომპანია დააფუძნა სახელწოდებით X.AI
ილონ მასკმა ახალი AI კომპანია დააფუძნა, სახელწოდებით X.AI
თემის მიხედვით
ილონ მასკმა ახალი AI კომპანია დააფუძნა, სახელწოდებით X.AI

საჩივარი მან 29 თებერვალს კალიფორნიის სასამართლოში შეიტანა. მასში ნათქვამია, რომ OpenAI-იმ და მისმა თანამშრომლობამ მაიკფოროფტთან OpenAI-ის დამფუძნებელი ქარტიის პირობა დაარღვია. ილონ მასკი ითხოვს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილოს, ხოლო კომპანიამ, სემ ალტმანმა და მისმა პარტნიორმა, გრეგ ბროკმენმა ის მოგება დათმონ, რომელიც ბიზნესისგან მიიღეს. 

CNN წერს, რომ OpenAI იმის შესამოწმებლად შეიქმნა, ნამდვილად იყო თუ არა კაცობრიობისთვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. კომპანიამ შექმნა სამეთვალყურეო საბჭო, რომლებიც შეამოწმებდნენ ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც OpenAI შექმნიდა. შესაბამისად, ყველა კოდი ღია იქნებოდა. 

თუმცა, სემ ალტმანმა, გრემ ბროკმანმა და მთავარმა მეცნიერმა, ილია სუცკევერმა ჩამოაყალიბეს OpenAI LP, მომგებიანი სუბიექტი, რომელიც უფრო დიდი კომპანიის სტრუქტურაში არსებობს. ამ მომგებიანმა სტრუქტურამ რამდენიმე წელიწადში OpenAI, რომელსაც ფინანსური ღირებულება არ ჰქონდა, $90-მილიარდიან კომპანიად გარდაქმნა. სემ ალტმანი ამ გეგმის შემმუშავებლად და კომპანიის წარმატების გასაღებად ითვლება.

ილონ მასკის სარჩელში ასევე ნახსენებია გასული წლის მენეჯმენტის კრიზისი კომპანიაში, როცა სემ ალტმანი სამეთვალყურეო საბჭომ კომპანიიდან გაათავისუფლა — საბჭოს წევრებმა ხელოვნურ ინტელექტში საფრთხე დაინახეს. რამდენიმე დღის გაურკვევლობის და საქმეში Microsoft-ის ჩართვის შემდეგ სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დააბრუნეს. ინდუსტრიის ექსპერტებმა ეს გადაწყვეტილება იმათ გამარჯვებად შეაფასეს, ვინც AI ტექნოლოგიის კომერციალიზაციას ცდილობდა. 

«საზოგადოებას ჯერაც არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა გამოავლინა სამეთვალყურეო საბჭოს «სათათბირო განხილვის პროცესმა», რამაც თავდაპირველად სემ ალტმანის თანამდებობიდან გათავისისუფლება განაპირობა. თუმცა, ილონ მასკისა და საზოგადოებისთვის ერთი რამ ნათელია» OpenAI-მ «შეუქცევადი» არამომგებიანობის მისია მოგებისკენ სწრაფვაში გაცვალა». — ნათქვამია საჩივარში. 

Microsoft, რომელმაც OpenAI-ში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა და რომელსაც სტარტაპთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს, მოსარჩელედ დასახელებული არ არის. მიუხედავად ამისა, საჩივარში 68-ჯერ არის ნახსენები. სარჩელის დიდი ნაწილი სწორედ OpenAI-ზე Microsoft-ის აშკარა გავლენას და კომპანიაში Microsoft-ის ეკონომიკურ წილს ეხება.

ილონ მასკი Microsoft-ს სასამართლოში ჩივილით ადრეც დაემუქრა, როცა ის Microsoft AI ინსტრუმენტების გასაწვრთნელად ილონ მასკის X-ის კონტენტის მოპარვაში დაადანაშაულა. 

სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
თემის მიხედვით
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
თემის მიხედვით
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
ილონ მასკის ახალი AI კომპანია სამყაროს ნამდვილი ბუნების გაგებას ისახავს მიზნად
ილონ მასკის ახალი AI კომპანია «სამყაროს ნამდვილი ბუნების გაგებას» ისახავს მიზნად
თემის მიხედვით
ილონ მასკის ახალი AI კომპანია «სამყაროს ნამდვილი ბუნების გაგებას» ისახავს მიზნად

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.