ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკის ახალი AI კომპანია "სამყაროს ნამდვილი ბუნების გაგებას" ისახავს მიზნად

ილონ მასკმა ახალი AI კომპანია დააფუძნა, რომლის მიზანიც სამყაროს ნამდვილი ბუნების გაგებაა. X.AI Corp (კომპანიის სახელი) ამ წლის დასაწყისში გამოჩნდა. მასკმა აპრილში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნა სურდა, რომელიც სამყაროს ბუნების გაგებს ცდილობს და  უფრო მეტი სიკეთე მოაქვს, ვიდრე ზიანი.

კომენტარის დატოვება

მასკის უახლესი წამოწყების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი არაფერია ცნობილი. Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და Twitter-ის ხელმძღვანელმა დატვიტა: “ «ვაცხადებ @xAI-ს შექმნას — რეალობის გასაგებად». კომპანიის ვებგვერდი აღნიშნავს, რომ გუნდი Twitter Spaces ჩატს პარასკევს, 14 ივლისს უმასპინძლებს.

მასკის წინა კომენტარებიდან, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის შესახებ, ჩანდა, რომ მას ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ისა და Bard-ის შემქმნელი Google-ის კონკურენტი სტარტაპის შექმნა სურდა. მანამ წლის დასაწყისში Twitter-თან დაკავშირებული AI პროექტისთვის ათასობით GPU იყიდა. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა ეს ორი პროექტი ერთმანეთთან კავშირში.

ვებსაიტზე ჩამოთვლილია DeepMind-ის, OpenAI-ის, Google Research-ის, Microsoft Research-ის, Tesla-სა და ტორონტოს უნივერსიტეტის ვეტერანები, რომლებიც პროექტზე მუშაობენ. 

«ჩვენ პროექტისთვის რამდენიმე ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდი გამოვიყენეთ, კერძოდ Adam ოპტიმიზატორი, Batch ნორმალიზაცია, Layer ნორმალიზაცია და საპირისპირო მაგალითების აღმოჩენა». — ნათქვამია xAI ვებსაიტზე. 

«შემდგომში ინოვაციური ტექნიკა და ანალიზები შემოვიღეთ, როგორიცაა Transformer-XL, Autoformalization, Memorizing Transformer, Batch Size Scaling და μTransfer. ჩვენ ვმუშაობდით და ვხელმძღვანელობდით სფეროში რამდენიმე ყველაზე პოპულარულ ტექნოლოგიებზე, მათ შორის AlphaStar, AlphaCode, Inception, Minerva, GPT-3.5 და GPT-4».

მასკის გარდა, გუნდის წევრები არიან იგორ ბაბუშკინი, მანუელ კროსი, იუჰაი (ტონი) ვუ, კრისტიან სეგედი, ჯიმი ბა, ტობი პოლენი, როს ნორდინი, კაილ კოსიჩი, გრეგ იანგი, გუოდონგ ჟანგი და ზიჰანგ დაი.

ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ

თემის მიხედვით
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება

ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო

Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.