ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება

სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბრუნდება. ხუთდღიანი დისკუსიებისა და განხილვის შემდეგ კომპანიის საბჭო ამ დასკვნამდე მივიდა. ალტმანი, გასულ კვირას, მისი დაფუძნებული სტარტაპიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს. 

კომენტარის დატოვება

OpenAI-მ, რომელიც აშშ-ის ყველაზე ღირებული სტარტაპია, განაცხადა, რომ ალტმანთან «პრინციპული შეთანხმებას» მიაღწია. სტარტაპი საბჭოს რეფორმასაც ანხორციელებს — თანამდებობიდან უშვებს რამდენიმე წევრს, რომლებიც გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

AI სტარტაპის ახალი საბჭოს წევრები Salesforce-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ბრეტ ტეილორი, აშშ-ის სახაზინო ყოფილი მდივანი, ლარი სამერსი და Quora-ს დამფუძნებელი, ადამ დ’ანჯელო იქნებიან. OpenAI-ის თქმით, საბჭოს თავმჯდომარე ტეილორი იქნება.

Microsoft, რომელიც OpenAI-ის დაახლოებით 49%-ს ფლობს, სტარტაპის გადაწყვეტილებით გაოგნებული იყო და ალტმანის AI ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნას მაქსიმალურად ჩქარობდა. OpenAI-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, გრეგ ბროკმანმა  და სტარტაპის უამრავმა წევრმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

«მე OpenAI მიყვარს და ყველაფერი, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავაკეთე, ამ გუნდისა და მისიის ერთად შენარჩუნებას ემსახურება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, Microsoft-ში შესვლა ჩემთვისა და გუნდისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. ახალი „ეკიპაჟითა“ და სატიას მხარდაჭერით, OpenAI-ში დაბრუნებასა და Microsoft-თან ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას მოუთმენლად ველი». — თქვა ალტმანმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Microsoft-ის ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ, რომელმაც OpenAI-ის საბჭოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, თქვა, რომ OpenAI-ის საბჭოს დღევანდელი ცვლილებებით კმაყოფილია და მიღებულ გადაწყვეტილებაში დიდი როლიც მიუძღვის.

«გვჯერა, რომ ეს უფრო სტაბილური, კარგად ინფორმირებული და ეფექტური მმართველობის გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სემი, გრეგი და მე შევთანხმდით, რომ კომპანიის მისიის შესრულება მათზე კარგად არავის შეუძლია. ძლიერო პარტნიორობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით». — განაცხადა ნადელამ.

Twitch-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ემეტ შირმა, რომელიც 19 ნოემბერს OpenAI-ის დროებით ლიდერად დაინიშნა თქვა, რომ სტარტაპის ახალი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

«OpenAI-ში შესვლისას არ ვიცოდი, რომელი იქნებოდა სწორი გზა. ეს იყო გზა, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მაქსიმალურ უსაფრთხოებას აძლევდა. მოხარული ვარ, რომ გადაწყვეტის ნაწილი ვიყავი». — დაწერა მან X-ზე.

მოულოდნელად სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
თემის მიხედვით
მოულოდნელად, სემ ალტმანი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა
თემის მიხედვით
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.