ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ

ხელოვნური ინტელექტის საკვანძო ფიგურებსა და ექსპერტებს სურთ, რომ მოსალოდნელი საფრთხეების გამო AI სისტემების წვრთნა შეჩერდეს.

კომენტარის დატოვება
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ

ხელოვნური ინტელექტის საკვანძო ფიგურებსა და ექსპერტებს სურთ, რომ მოსალოდნელი საფრთხეების გამო AI სისტემების წვრთნა შეჩერდეს.

მათ ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც პოტენციური რისკები დეტალურად არის აღწერილი — ექსპერტები თვლიან, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება ისეთი პროცესია, რომლის კონტროლიც არავის შეუძლია. 

წერილით  ხელოვნური ინტელექტის წვრთნების მინიმუმ ექვსი თვით შეჩერებაა მოთხოვნილი.

ხელმომწერთა შორის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორს, ილონ მასკსაც შეხვდებით. განცხადებას ხელი Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა და DeepMind-ის რამდენიმე მკვლევარმაც მოაწერა. 

OpenAI-მ, ChatGPT-ის მხარდამჭერმა კომპანიამ, ახლახან GPT-4 გამოუშვა — უახლესი ტექნოლოგია, რომელმაც დამკვირვებლებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფუნქციებითა და შესაძლებლობებით, რომლებსაც GPT-ის წინა ვერსიებში ვერ შეხვდებოდით.

წერილში, რომლის შემდგენელიც Future of Life Institute-ია, ყურადღება იმ რისკებზეა გამახვილებული. რომლებსაც მომავალში, უფრო მოწინავე და დახვეწილი სისტემების შემთხვევაში შევხვდებით. ხელმომწერებს სურთ, განვითარება დროებით ამჟამინდელ დონეზე შეჩერდეს.

«ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემამ, რომელსაც ადამიანისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, შეიძლება საზოგადოებასა და კაცობრიობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას». — ნათქვამია მასში.

The Future of Life Institute არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აცხადებს, რომ მისი მთავარი მისია ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების ექსტრემალური, ფართომასშტაბიანი რისკებისგან დახსნა და მათი სწორად, სასარგებლოდ გამოყენებაა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ორგანიზაციის გარე მრჩევლად ითვლება.

წერილში ნათქვამია, რომ მოწინავე AI-ის განვითარებას სიფრთხილე და მოთმინება სჭირდება, მაგრამ ამის ნაცვლად, ბოლო თვეების განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები უკონტროლო რბოლაში ჩაერთნენ, რათა ინდუსტრიის ლიდერები გახდნენ და ისეთი სისტემები შექმნან, რომლის კონტროლსაც თავადაც ვერ შეძლებენ. 

ღია წერილში ვკითხულობთ, რომ AI-მ შეიძლება საინფორმაციო არხები დეზინფორმაციით აავსოს და სამუშაო ადგილების ავტომატიზაცია გამოიწვიოს.

წერილი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ბოლო მოხსენების შემდეგ დაიწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ AI-ის განვითარება მილიონობით სამუშაო ადგილის ავტომატიზაციას გამოიწვევს. თუმცა, სხვა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შრომის ბაზარზე  ხელოვნური ინტელექტის გავლენისა და ეფექტის წინასწარი პროგნოზირება ძალიან რთულია.

წერილში სპეკულაციურ კითხვებსაც შევხვდებით: ««უნდა განვავითაროთ არაადამიანური გონება, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება, გადაგვასწროს, გვაჯობოს, და ჩაგვანაცვლოს?».

თავის ბოლო ბლოგ-პოსტში OpenAI-მ იმ რისკების შესახებ ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა AGI-ის დაუფიქრებლად განვითარებამ გამოიწვიოს.

«არასწორად განვითარებულ სუპერინტელექტუალურ AGI-ს შეუძლია, მსოფლიოს მძიმე ზიანი მიაყენოს. სავარაუდოდ, რაღაც მომენტში წვრთნების შენელება მოგვიწევს». — ვკითხულობთ OpenAI-ის ბლოგ-პოსტში.

ილონ მასკი OpenAI-ის თანადამფუძნებელი იყო, თუმცა ორგანიზაციის მმართველობიდან რამდენიმე წლის წინ გადადგა და მათ ამჟამინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული ტვიტიც გამოქვეყნა.

დამოუკიდებელი მართვის ფუნქციები, რომლებიც Tesla-ს მიერ არის შექმნილი, ისევე როგორც მსგავსი სისტემების უმეტესობა, AI ტექნოლოგიას იყენებს.

ექსპერტები ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებს AI სისტემების სწავლების მინიმუმ ექვსი თვით შეჩერებას სთხოვენ. თუ ასე არ მოხდება, ფიქრობენ, რომ საქმეში მთავრობები უნდა ჩაერთნონ და მორატორიუმი დააწესონ.

ასევე საჭირო იქნება ახალი მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტის გაკონტროლებაზე იზრუნებენ.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
კვლევა — გენერაციული AI გავლენას 300 მილიონ სამუშაო ადგილზე მოახდენს
კვლევა — გენერაციული AI გავლენას 300 მილიონ სამუშაო ადგილზე მოახდენს
თემის მიხედვით
კვლევა — გენერაციული AI გავლენას 300 მილიონ სამუშაო ადგილზე მოახდენს
ემუქრებათ თუ არა რომანტიკული ჟანრის მწერლებს საფრთხე თანამედროვე ჩათბოტებისგან
ემუქრებათ თუ არა რომანტიკული ჟანრის მწერლებს საფრთხე თანამედროვე ჩათბოტებისგან
თემის მიხედვით
ემუქრებათ თუ არა რომანტიკული ჟანრის მწერლებს საფრთხე თანამედროვე ჩათბოტებისგან


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.