ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
22 მარტი 2023, 10:00
2023-03-22
ემუქრებათ თუ არა რომანტიკული ჟანრის მწერლებს საფრთხე თანამედროვე ჩათბოტებისგან
რომანტიკული ჟარნის მხატვრული ლიტერატურა გაყიდვების ბუმს აგრძელებს, თუმცა შესაძლოა მალე ავტორები თანამედროვე ჩათბოტებმა ჩაანაცვლონ. ამას ისიც ემატება, რომ ბოლო დროს, ჟანრს შაბლონურობასა და ერთფეროვნებაში ადანაშაულებენ.
ჯულია ქუინი ბრიჯერტონის რომანების ბესტსელერი სერიის ავტორია, რომელიც მე-18 საუკუნის ლონდონში, რვა და-ძმის ისტორიას გვიყვება.
ის ამბობს, რომ რომანების სერიის შთაგონება მისი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟით, ჰერცოგით დაიწყო.
«რა თქმა უნდა, საიმონის პერსონაჟი პირველი იყო, რომელიც შევქმენი». — ამბობს ქუინი, გამოგონილ საიმონ ბასეტზე, რომელიც ჰასტინგის ჰერცოგია.
«გამოვიგონე ეს წამებული პერსონაჟი და ვიფიქრე, კარგი ახლა მას ისეთი ადამიანი უნდა შეუყვარდეს, რომელიც მისგან რადიკალურად განსხვავდება»
ჰერცოგი მამასთან კამათის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში მისთვის «უცნაური» სიყვარული ჩნდება.
«ჰერცოგს ისეთი ოჯახი ჰყავს, რომელზეც ყველა იოცნებებდა. თუმცა, ღარიბი ბრიჯერტონი უყვარდება, რომელიც პატარა სახლში შვიდ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს». — გვიყვება ქუინი.
სწორედ ასეთი აღწერა და მარტივი ადამიანურობა ეხმარება რომანტიკულ რომანებს, რომ გამუდმებით პოპულარული იყოს და ჟანრის წარმატებულ ავტორებს მოგებაც მოუტანოს.
სიეტლში მცხოვრებ ქუინს მხოლოდ შეერთებულ შტატებში 20 მილიონზე მეტი წიგნი აქვს დაბეჭდილი და ბრიჯერტონის სატელევიზიო ადაპტაცია Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა.
მწერლებისთვის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა, ცხადია, ენის დამუშავების მოწინავე ტექნოლოგია, ChatGPT-ია, რომელიც OpenAI-მ გამოუშვა.
ხელოვნური ინტელექტი (AI) ტექსტური მონაცემთა ბაზების გამოყენებით გაწვრთნეს, რაც წიგნებს, ჟურნალებსა და ვიკიპედიის ჩანაწერებს მოიცავს. სისტემაში სულ 300 მილიარდი სიტყვა შევიდა.
ChatGPT-ის გამოშვებამ თავიდანვე აჟიოტაჟი გამოიწვია. ცხადი იყო, რომ მას სტუდენტები თავიანთი ესეების დასაწერად გამოიყენებდნენ. რამდენად წარმატებით გამოსდის ChatGPT-ის დავალების შესრულება, საკამათოა, თუმცა მისი თითქმის ყოველდღიური პროგრესი მსგავსი პროგნოზების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.
ChatGPT-ის თავისუფლად შეიძლება გარკვეულ ჟანრში მხატვრული ნაწარმოებების დაწერა დაევალოს. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, ტექნოლოგია გაუმჯობესებას აგრძელებს.
ქუინი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი რომანტიკული მხატვრული ლიტერატურა წაიკითხა და ეს საშინელება იყო.
«ეს აუტანელი იყო და ამიტომ, რა თქმა უნდა, ვთქვი — ოჰ, ეს ვერასოდეს გახდება კარგი და მისაღები.თუმცა შემდეგ ChatGPT გამოვიდა. ეს ნამდვილად მაწუხებს და მაშინებს». — აღიარებს ქუინი.
მიუხედავად ყველაფრისა, ავტორი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ რომანტიკული ჟანრის ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტის ძალებს აღემატება.
«ვფიქრობ, მხატვრულ ლიტერატურაში ბევრი რამ მწერალზეა დამოკიდებული. არ მგონია, რომ ამის გაკეთება ხელოვნურ ინტელექტსაც შეუძლია». — ამბობს ის.
ეს ინოვაცია რომანტიკული რენესანსის დროს ვითარდება. გასულ წელს, შეერთებულ შტატებში რომანტიკული მხატვრული ლიტერატურის გაყიდვები 52,4%-ით გაიზარდა.
ჯენ პროკოპი, რომელიც რამდენიმე ცნობილი რომანის ავტორია, ჟანრის პოპულარობის ზრდას სოციალური მედიას მიაწერს. მისი თქმით, ეს უკანასკნელი გულშემატკივრებს ერთმანეთის პოვნასა და ამ ჟანრისადმი ენთუზიაზმის გაზიარებაში ეხმარება.
«ახლა TikTok-ის, პოდკასტების, Twitter-ის გაჩენის შემდეგ… რომანტიკის მკითხველები ერთმანეთს მარტივად პოულობენ და მთელი დღე ამ ჟანრზე საუბრობენ». — ამბობს პროკოპი.
ჰელენ ჰოანგი, თანამედროვე რომანტიკული წიგნების ბესტსელერი ავტორი, ამბობს, რომ ახლა ჟანრში ბევრად მეტი მრავალფეროვნებაა, როგორც გამოგონილი პერსონაჟების, ისე მწერლების თვალსაზრისით. იგი ამტკიცებს, რომ უფრო მეტი მკითხველის გაჩენას სწორედ ეს ფაქტორი უწყობს ხელს.
«არ შემიძლია იმის გააზრება, რომ ხელოვნურ ინტელექტს იგივეს შექმნა შეუძლია, რასაც თანამედროვე ავტორები გვთავაზობენ. მათ არ აქვთ ძალა შექმნან ისტორიები, რომლებიც ადამიანების ჭეშმარიტ გამოცდილებაზე გვიყვება». — ამბობს ჰოანგი.
ექსპერტები თვლიან, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება, ავტორების წერის პროცესის გამარტივებისთვის იდეალური იყოს. თუმცა, მათი სრული ჩანაცვლება წარმოუდგენელია.
«ეს უბრალოდ ინსტრუმენტი იქნება, რომელიც მწერლების საქმეს შედარებით გაამარტივებს. ხელოვნური ინტელექტი ავტორებს ვერ ჩაანაცვლებს». — თქვა ბრიტანეთში დაფუძნებული რომანისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ჟან ფულერტონიმ.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.