ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი

Google-მა დღეს გამოაცხადა, რომ Duet AI ასისტენტს ყველა Workspace აპში ავრცელებს, მათ შორის Gmail, Drive, Slides, Docs და სხვა. კომპანიამ თქვა, რომ Duet-ის ტექნოლოგია ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია და მას უკვე მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს.

კომენტარის დატოვება

Google-მა Duet AI მომხმარებლებს I/O დეველოპერების კონფერენციაზე, ამ წლის დასაწყისში წარუდგინა. თქვენ შეგიძლიათ Duet-ს სთხოვოთ, Google Docs-ის მონახაზი Slide-ად გადააქციოს, ან მონაცემების გამოყენებით ელექტრონულ ცხრილში დიაგრამა შეადგინოს. ყველაფერთან ერთად, Duet კრეატიული ინსტრუმენტია — მას ელფოსტის პასუხის დაწერა, სურათების შექმნა და თქვენი გრამატიკის შემოწმება შეუძლია. ექსპერტები ამბობენ, რომ Duet Clippy-ისa და ChatGPT-ის შემოქმედებითი შესაძლებლობების ნაზავია.

Duet ასევე აპლიკაციების სპეციფიკურ ფუნქციებს ერგება ის Google Meet-ში AI-ზე დაფუძნებულ განათებას, ხმის ავტომატურ შესწორებასა და შეხვედრების ავტომატურ შეჯამებას გთავაზობთ; ჩატში, Duet გრძელ შეტყობინებებს, რომლის წაკითხვის დროც არ გაქვთ, ავტომატურად აჯამებს.

ტექნოლოგიაზე წვდომა იაფი არ იქნება. Google ამისთვის თვეში 30 აშშ დოლარს ითხოვს. ეს იგივე ფასია, რასაც მომხმარებლები Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემის, Copilot-ის გამოყენებისთვის იხდიან.

ხელოვნური ინტელექტის ძირითადი მოდელები სრულყოფილი არ არის. ფსონები მაღალია, როდესაც ბიზნესისთვის კრიტიკულ მონაცემებთან მუშაობთ. მაგალითად, Google-ის Bard ჩათბოტი დღემდე უშვებს შეცდომებს თუ Duet რამეს არასწორად განმარტავს ან გამოიგონებს, პრობლემები შეგექმნებათ. ის ცდილობს, თქვენს მონაცემებსა და ფაილებში დარჩეს, მაგრამ ნებისმიერმა, ვინც Google-ის AI-ს ეყრდნობა, გონივრული იქნება, შედეგი ყოველთვის გადაამოწმოს.

Duet-ის გამოშვებით Google მაიკროსოფტს გამოწვევას უქმნის. ეს ინსტრუმენტები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, მომავლის ძირითადი ინსტრუმენტებია. ორივე კომპანიას სჯერა, AI-ის ჩვენი მუშაობის გზის სამუდამოდ შეცვლის პოტენციალი აქვს.

4 ოქტომბერს Google-ის Pixel ტექნიკის ღონისძიება გაიმართება
4 ოქტომბერს Google-ის Pixel ტექნიკის ღონისძიება გაიმართება
თემის მიხედვით
4 ოქტომბერს Google-ის Pixel ტექნიკის ღონისძიება გაიმართება
ChatGPT-ის კონკურენტი Bard ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულწლოვნებისთვის იქნება
ChatGPT-ის კონკურენტი, Bard ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულწლოვნებისთვის იქნება
თემის მიხედვით
ChatGPT-ის კონკურენტი, Bard ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულწლოვნებისთვის იქნება
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის
თემის მიხედვით
Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის

ასევე წაიკითხეთ
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.