ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
31 აგვისტო 2023, 13:05
2023-08-31
4 ოქტომბერს Google-ის Pixel ტექნიკის ღონისძიება გაიმართება
ამ კვირაში თითქმის ყველა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მნიშვნელოვანი განცხადებება გააკეთა. მარათონს Google-იც უერთდება და აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს Pixel ტელეფონებისა და Pixel Watch-ის პრეზენტაცია გაიმართება.
პრესის წევრებისთვის გაგზავნილ ელ. ფოსტაში, კომპანია აცხადებს, რომ შემდეგი Made by Google-ის ღონისძიება, ნიუ-იორკში გამართება და დილის 10:00 საათზე დაიწყება.
პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა Google Store-ის ვებსაიტისა და YouTube-ის მეშვეობით.
დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, Google Pixel ტელეფონების ახალ რაუნდს უნდა ველოდოთ — Google Pixel 8 და Pixel 8 Pro, ასევე ახალ Pixel Watch 2-ს.
Pixel 8 და 8 Pro
როგორც წესი, Google თავის ფლაგმანურ სმარტფონებს შემოდგომის სეზონზე უშვებს და ტრადიცია, დიდი ალბათობით, 2023 წელსაც გაგრძელდება. წელს, სავარაუდოდ, კომპანია Pixel 8 სერიებს, Tensor დამუშავების გაუმჯობესებით, ახალი გამოთვლითი ფუნქციებითა და სხვა განახლებებით გამოუშვებს.
Google-ის გამოწერისა და სერვისების ვებ-გვერდზე Pixel 8 Pro-ის შეცდომით განთავსებული ფოტო გამოჩნდა. მოწყობილობას უჩვეულო საფარი, უფრო მომრგვალებული კუთხეები და სამი კამერა აქვს.
ასევე ვარაუდობენ, რომ Google პროგრამული უზრუნველყოფასაც გააუმჯობესებს და მთავარ კონკურენტს Samsung-საც გადაასწრებს.
Pixel Watch 2
გასული წლის Google Pixel Watch კომპანიის პირველი მცდელობა იყო, რომ ნულიდან რაღაც საინტერესო შეექმნა. ბუნებრივია, მას თავისი პრობლემები ჰქონდა, როგორიცაა ბატარეის საშუალო ხანგრძლივობა და ბაგის პროგრამული უზრუნველყოფა — Apple-სა და Samsung-ის საათებთან შედარებით.
იმის გათვალისწინებით, Pixel Watch პირველი იყო, ველით, რომ მომავალი Pixel Watch 2 უფრო დახვეწილი იქნება. ამასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საათს Fitbit-ის ფიტნესისა და ჯანმრთელობის მახასიათებლების უფრო დინამიური ინტეგრაციაც ჰქონდეს.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.