ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google AI-ის მიერ გენერირებული სურათების იდენტიფიცირებისთვის მარკირებას ცდის

Google ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი სურათების ამოსაცნობად და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ციფრულ watermark-ს, ნიშანს ცდის.

კომენტარის დატოვება

Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჯგუფის, DeepMind-ის მიერ შემუშავებული SynthID ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათებს ამოიცნობს. 

ტექნოლოგია სურათებში ცალკეულ პიქსელებში ცვლილებების ჩასმით მუშაობს — watermark ადამიანის თვალისთვის უხილავია, მაგრამ არა კომპიუტერებისთვის.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო რთული ხდება რეალურ სურათებსა და ხელოვნურად წარმოქმნილ სურათებს შორის განსხვავების პოვნა.

AI გამოსახულების გენერატორებიბიდან ყველაზე პოპულარული Midjourney-ია, რომელსაც 14,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

ის ადამიანებს  საშუალებას აძლევს, სურათები წამებში, მარტივი ტექსტური ინსტრუქციების შეყვანით შექმნან, რაც საავტორო უფლებებისა და საკუთრების შესახებ კითხვებს აჩენს.

Google-ს საკუთარი გამოსახულების გენერატორი, სახელწოდებით Imagen აქვს და კომპანიის watermark შემოწმების სისტემა მხოლოდ ამ ხელსაწყოს გამოყენებით შექმნილ სურათებზე ვრცელდება.

Watermark-ები როგორც წესი, ლოგო ან ტექსტია, რომელიც სურათს საკუთრების საჩვენებლად ემატება, ასევე ნაწილობრივ იმისთვის, რომ სურათის კოპირება და ნებართვის გარეშე გამოყენება უფრო რთული იყოს.

Google-ის სისტემა ეფექტურად უხილავ watermarks-ს ქმნის, რომელიც ადამიანებს  საშუალებას აძლევს, მისი პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენონ, რათა მყისიერად გაარკვიონ, არის თუ არა სურათი რეალური.

DeepMind-ის ხელმძღვანელმა, პუშმეტ კოლიმ განაცხადა, რომ სისტემა სურათებს ისე დახვეწილად ცვლის, «რომ შენთვის და ჩემთვის, ადამიანისთვის ის არ იცვლება».

«შეგიძლიათ ფერი, კონტრასტი, მისი ზომაც კი შეცვალოთ… [და DeepMind] მაინც შეძლებს დაინახოს, რომ ის ხელოვნური ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არის შექმნილი». — თქვა მან.

მაგრამ აღნიშნა, რომ ეს სისტემის «ექსპერიმენტული გაშვებაა» და კომპანიას ხალხის აქტიურობა სჭირდება, რათა გაიგონ, რამდენად ძლიერია ინსტრუმენტი.

ივლისში Google ხელოვნური ინტელექტის შვიდი წამყვანი კომპანიადან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ხელი მოაწერა ნებაყოფლობით შეთანხმებას, აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად.

«ვფიქრობ, სტანდარტიზაცია სასარგებლო იქნება დარგისთვის,» — თქვა კოლიმ.

Microsoft და Amazon იმ მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის არიან, რომლებმაც Google-ის მსგავსად, პირობა დადეს, რომ AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს watermark-ს დაადებენ.

DeepMind — Google მუშაობს AI-ზე რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს
DeepMind — Google მუშაობს AI-ზე, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს
თემის მიხედვით
DeepMind — Google მუშაობს AI-ზე, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს
Google-მა Google DeepMind დააანონსა
Google-მა Google DeepMind დააანონსა
თემის მიხედვით
Google-მა Google DeepMind დააანონსა

ასევე წაიკითხეთ
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.