ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
7 თებერვალი 2023, 17:39
2023-02-07
Gen-1 — AI, რომელსაც არსებული ვიდეოების შეცვლა ტექსტური ბრძანებით შეუძლია
Runaway-მ, გენერაციულმა AI სტარტაპმა, რომელმაც 2022 წელს სტრატეგიული ტექსტური გამოსახულების მოდელი, Stable Diffusion შექმნა, ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gen-1 გამოუშვა, რომელსაც არსებული ვიდეობის შეცვლა ნებისმიერი ტექსტური ბრძანებით შეუძლია.
Runaway-მ, გენერაციულმა AI სტარტაპმა, რომელმაც 2022 წელს სტრატეგიული ტექსტური გამოსახულების მოდელი, Stable Diffusion შექმნა, ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gen-1 გამოუშვა, რომელსაც არსებული ვიდეობის შეცვლა ნებისმიერი ტექსტური ბრძანებით შეუძლია.
Runaway-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ დემო რგოლში კარგად ჩანს, თუ როგორ შეუძლია Gen-1-ს ქუჩაში მყოფი ადამიანების თოჯინებად ან მაგიდაზე დაწყობილი წიგნების ღამის ქალაქის პეიზაჟად გადაქცევა.
Runaway იმედოვნებს, რომ Gen-1-ს ვიდეოსთვის იმავეს გააკეთებს, რაც Stable Diffusion-მა სურათებისთვის გააკეთა.
«ჩვენ გენერაციულ AI-ში დიდი აფეთქება ვნახეთ. მჯერა, რომ 2023 წელი ვიდეოს წელი იქნება». — ამბობს Runway-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი კრისტობალ ვალენზუელა.
2018 წელს დაარსებული Runway უკვე რამდენიმე წელია, ვიდეო რედაქტირების პროგრამულ უზრუნველყოფას გვთავაზობს და მის ინსტუმენტებს Tik-Tok-ერები და YouTube-ერები აქტიურად იყენებენ.
Gen-1 Runaway-სთვის ახალი ეტაპია. ის გარკვეულწილად Google-ის მიერ შექმნილ გენერაციულ AI-ის, Dreamix-ს, წააგავს, რომელსაც ვიდეობის შექმნა, ფაქტობრივად, ნულიდან შეუძლია. მაგრამ თუ Runaway-ის დემო რგოლს ბოლომდე ვენდობით, აშკარაა, რომ Gen-1-ს უმაღლესი ხარისხის ვიდეობის შექმნა შეუძლია. კომპანია ამბობს, რომ ტექნიკურ დეტალებს უახლოეს დღეებში თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნებს.
ვებსაიტზე გამოყენების პატარა ინტრუქციასაც შეხვდებით:
სტილიზაცია — თვენი ვიდეოს ნებისმიერ კადრზე ტექსტურ ბრძანებას ახორციელებთ.
გადააქციეთ მოქმედი პირები ანიმაციურ გმირებად;
გამოყავით სუბიექტები და შეცვალეთ ნებისმიერი ტექსტური ბრძანებით.
Gen-1 ამ დროისთვის ხელმისაწვდომი რამდენიმე მიწვეული სტუმრისთვისაა, თუმცა მასზე წვდომის მოთხოვნა ახლაც შეგიძლიათ.
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა.
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს.
დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია.
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება.
ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი — GPT-4. რას შეიძლება ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?