ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

OpenAI-მ AI-ის მიერ გენერირებული ტექსტის გამოსავლენი ინსტრუმენტი გამოუშვა

OpenAI-მ ინსტრუმენტი გამოუშვა, რომელიც ადამიანის მიერ დაწერილ და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტექსტს ერთმანეთისგან ანსხვავებს. კლასიფიკატორი განსაკუთრებით ზუსტი არ არის — მისი წარმატების მაჩვენებელი 26%-ს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თუმცა, OpenAI-ში ფიქრობენ, რომ კლასიფიკატორის სხვა მეთოდებთან ერთად გამოყენება სიზუსტესა და ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.

«კლასიფიკატორი მიზნად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტის აღმოჩენას ისახავს, რომელსაც ადამიანები თავის სასიკეთოდ იყენებენ. მას ჯერ კიდევ მთელი რიგი შეზღუდვები აქვს, ამიტომ, აუცილებელია კლასიფიკატორი ტექსტის წყაროს განსაზღვრის სხვა მეთოდებთან ერთად გამოვიყენოთ, ნაცვლად იმისა, რომ პირველადი ინსტრუმენტი იყოს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გაუმჯობესებულ მეთოდებს გაგიზიარებთ». — განაცხადა OpenAI-ის სპიკერმა. 

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გარშემო ვნებათაღელვა იზრდება, ამიტომ კრიტიკოსები ინსტრუმენტების შემქმნელებს პოტენციურად მავნე ზემოქმედების შესამცირებლად სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. აშშ-ის ზოგიერთმა სკოლამ ChatGPT მათ ქსელებსა და მოწყობილობებზე უკვე აკრძალა, იმის შიშით, რომ ჩატბოტი გავლენას სტუდენტების სწავლის ხარისხზე მოახდენს.

OpenAI-ის მიერ შექმინილი კლასიფიკატორი არქიტექტურულად დამაინტრიგებელია. ის, ChatGPT-ის მსგავსად, ხელოვნური ინტელექტის ენის მოდელია, რომელიც დაპროგრამებული ინტერნეტიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი ტექსტის მაგალითებით არის.  მაგრამ ChatGPT-ისგან განსხვავებით, ის გვეხმარება გავიგოთ და  ვიწინასწარმეტყველოთ, რამდენად სავარაუდოა, რომ ტექსტის ნაწილი AI-ს მიერ შეიქმნა.

OpenAI-ის კლასიფიკატორი ნებისმიერ ტექსტზე არ მუშაობს. მას მინიმუმ 1000 სიმბოლო ან დაახლოებით 150-დან 250 სიტყვამდე სჭირდება. ასევე არ შეუძლია პლაგიატის აღმოჩენა. OpenAI-ის თქმით, თუ ტექსტი ინგლისურად არ არის დაწერილი ან ის ბავშვმა შექმნა, კლასიფიკატორი ბევრ შეცდომას უშვებს.

დეტექტორი პასუხებისას თავს იზღვევს. ეს მის თავდაჯერებულობაზეა დამოკიდებული. ის ტექსტს სხვადასხვანაირად აფასებს. მაგალითად, «ძალიან ნაკლებად სავარაუდო» (შესაძლებელია 10%-ზე ნაკლები), «ნაკლებად სავარაუდო» (10%-დან 45%-მდე შანსი), «გაურკვეველია, არის თუ არა ხელოვნური ინტელექტის გენერირებული» (შესაძლებელია 45%-დან 90%-მდე) და ა.შ.

OpenAI-ის თქმით, კლასიფიკატორი ადამიანის დაწერილ ტექსტს, ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილად შეცდომით 9% შემთხვევაში აღიქვამს. ის სასარგებლო ნაწერის მოკლე ნაწილების შესაფასებლად არ არის. გამოდის, რომ კლასიფიკატორი, ფაქტობრივად, უსარგებლოა, რადგან თაღლითობების უმეტესობას ვერ შეაჩერებს.

სავარაუდოდ, ეს კატა-თაგვობანას თამაშს დაემსგავსება. ChatGPT-სა და სხვა ჩატბოტები განვითარებასთან ერთად, დეტექტორებიც განვითარდება და კიდევ უფრო დაიხვეწება. უახლოეს მომავალში კი ხარისხიან კლასიფიკატორებს არ უნდა ველოდოთ.

OpenAI-მ ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოუშვა
თემის მიხედვით
OpenAI-მ ChatGPT-ის ფასიანი ვერსია გამოუშვა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს რომელსაც Google უნდა მოეკლა
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
თემის მიხედვით
დეზინფორმაცია და სექსიზმი: რა სჭირს ChatGPT-ს, რომელსაც Google უნდა «მოეკლა»
ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი

ასევე წაიკითხეთ
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს. დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია. 
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.