ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს

სინგაპურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდი, Temasek Holdings აცხადებს, რომ მან იმ პერსონალის ხელფასები შეამცირა, რომლებიც კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ში ინვესტიციებზე არიან პასუხისმგებელნი. შეგახსენებთ, რომ FTX გასულ წელს ჩამოიშალა და გაკოტრდა.

კომენტარის დატოვება

პროკურორებმა FTX-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სემ ბანკმან-ფრიდი ეპიკური თაღლითობის ორკესტრირებაში დაადანაშაულეს, რაც შესაძლოა ინვესტორებს მილიარდობით დოლარი დაუჯდეს. ბანკმენ-ფრიდი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

«საინვესტიციო გუნდსა და უფროსმა მენეჯმენტს, რომლებიც მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი, კოლექტიური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ და მათი კომპენსაცია შემცირდება». — განაცხადა Temasek-მა.

უცნობია, თუ რამდენი აშშ დოლარით შეამცირებს Temasek ხელფასებს.

საინვესტიციო ფორნდმა FTX-ში დაფინანსების ორ რაუნდში, 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის იანვრამდე, 210 მილიონი აშშ დოლარის და შემდეგ კიდევ 65 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

გასულ წელს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ფონდმა განაცხადა, რომ ამ ინვესტიციების განხორციელებამდე კრიპტოვალუტის ბირჟის შეფასებაზე რვა თვე დახარჯა. ეს პროცესი აუდიტირებული ფინანსური ანგარიშების განხილვას მოიცავდა, «რომელმაც აჩვენა, რომ ის მომგებიანია».

2022 წლის მარტის მდგომარეობით, Temasek-ის ღირებულება 298 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იყო — ასე რომ, ფული, რომელიც მან კრიპტოვალუტის პლატფორმაში ჩადო, მისი ინვესტიციების მცირე პროცენტს შეადგენდა.

თუმცა, სინგაპურის ვიცე-პრემიერმა, ლოურენს ვონგმა დეკემბერში განაცხადა, რომ Temasek-ის ზარალმა ფონდის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

«ფაქტი, რომ სხვა წამყვანმა გლობალურმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა, როგორიცაა BlackRock და Sequoia Capital, ასევე განახორციელეს ინვესტიცია FTX-ში, სიტუაციას არ ამსუბქებს». — დასძინა ვონგმა, რომელიც ასევე ქვეყნის ფინანსთა მინისტრიცაა.

სინგაპურის კრიპტო ამბიციები FTX-ის კოლაფსით შეირყა. FTX-მა, რომელიც ერთი წლის წინ 32 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ნოემბერში გაკოტრებისგან დაცვა მოითხოვა.  ცნობილია, რომ მომხმარებლის 8 მილიარდი აშშ დოლარის სახსრები აკლიათ.

ბანკმენ-ფრიდი კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურა იყო, რომელიც თავისი პოლიტიკური კავშირებით, ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობებითა და სკანდალებით გამოირჩეოდა. 

აშშ-ის ფედერალურმა პროკურორებმა ბანკმენ-ფრიდი FTX-ის მომხმარებლებისგან მილიარდობით დოლარის მოპარვაში დაადანაშალეს. როგორც ცნობილია, სემს თავის მეორე კომპანიაში, Alameda Research-ში ვალების გადახდა სურდა.

დეკემბერში, პროკურორებმა ბანკმენ-ფრიდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 8 ბრალდება გამოაცხადეს. მათ შორის თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებები. მარტში მას კიდევ ხუთი ბრალდება დაემატა.

FTX-ის თანადამფუძნებელ გარი ვანგსა და Alameda-ს ყოფილ ხელმძღვანელს კეროლაინ ელისონს, ბრალი კომპანიის კოლაფსში მათი სავარაუდო როლის გამო წაუყენეს.

ბენკმენ-ფრიდი დეკემბერში ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს, სადაც ის ცხოვრობდა.

FTX ამბობს რომ ჰაკერებმა პლატფორმიდან 415 მილიონი დოლარის კრიპტო მოიპარეს
FTX ამბობს, რომ ჰაკერებმა პლატფორმიდან 415 მილიონი დოლარის კრიპტო მოიპარეს
თემის მიხედვით
FTX ამბობს, რომ ჰაკერებმა პლატფორმიდან 415 მილიონი დოლარის კრიპტო მოიპარეს
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
თემის მიხედვით
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის ახალმა ხელმძღვანელმა ჯონ რეიმ შესაძლოა პლატფორმა დააბრუნოს
FTX-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ჯონ რეიმ შესაძლოა პლატფორმა დააბრუნოს
თემის მიხედვით
FTX-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ჯონ რეიმ შესაძლოა პლატფორმა დააბრუნოს

ასევე წაიკითხეთ
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
WSJ-მა გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO დაასახელა
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.