ქართულმა CityPay.io-მ Tether.to-სგან $10 მილიონის Series A ინვესტიცია მიიღო
CityPay.io-მ Tether.to-სგან 10 მილიონი დოლარის Series A ინვესტიცია მიიღო. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ოდენობის ინვესტიცია ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის უპრეცედენტოა.
CityPay.io-მ Tether.to-სგან 10 მილიონი დოლარის Series A ინვესტიცია მიიღო. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ოდენობის ინვესტიცია ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის უპრეცედენტოა.
CityPay არის ციფრული გადახდების მიღების საშუალება ბიზნესებისთვის. ის ბიზნესებს სთავაზობს გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით.
Tether Operations Limited, რომელიც უმსხვილესი კომპანიაა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში, მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტებს სთავაზობს, მათ შორის ყველაზე ცნობილი სტაბილური კრიპტოვალუტა USDt-ია.
CityPay.io აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მოწინავე კომპანიაა, რომელიც კრიპტო ეკოსისტემაში აერთიანებს 2000-ზე მეტ ბიზნესს, მათ შორის, სილქ ჰოსფითალითის ქსელს, თბოლისის ტოიოტა ცენტრს და სხვა.
ეს ინვესტირების მეორე ეტაპია. პირველი ინვესტიცია Tether-მა CityPay.io-ში 2023 წელს განახორციელა. მაშინ Tether-მა ქართულ კომპანიაში ინვესტირება აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე შესვლასთან ერთად დააანონსა.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში, Tether-სგან მიღებული ფინანსებით, CityPay.io გეგმავს განავითაროს ელექტრონული საფულისა და საბარათე უნიკალური პროდუქტები, რომლითაც მიზნად ისახავს 400,000-ზე მეტი მომხმარებლის მომსახურებასა და 500 000-ზე მეტი ფიზიკური ლოკაციის ათვისებას აღმოსავლეთ ევროპაში.