ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს

FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელი — გერი ვონგი და ქეროლაინ ელისონი დამნაშავედ ცნეს. ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობენ. 

კომენტარის დატოვება
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს

FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელი — გერი ვონგი და ქეროლაინ ელისონი დამნაშავედ ცნეს. ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობენ. 

აშშ-ის პროკურორმა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში, დემიენ უილიამსმა განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობაში მონაწილეობა, რამაც ხელი შეუწყო FTX-ის ჩამოშლას.  

ელისონს და ვონგს ადანაშაულებენ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის და აშშ-ის  Commodity Future Trading Commission-ის FTX ინვესტორების მოტყუებასა და თაღლითობის მრავალწლიანი სქემის შემუშავებაში.

ქეროლაინ ელისონი FTX-ის შვილობილი კომპანიის, ალამედა რისერჩის აღმასრულებელი დირექტორი და ბანკმენ ფრაიდის ყოფილი გელფრენდია. 

მან ბრალი წარდგენილ 7 პუნქტში აღიარა და 110-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ვონგი კი თავს დამნაშავედ 4 ნაწილში ცნობს და შესაძლოა, ციხეში 50 წელი გაატაროს. 

რაც შეეხება თავად სემ ბანკმან ფრაიდს — კრიპტოვალუტის ბირჟის, FTX-ის ყოფილი უფროსი 22 დეკემბერს ბაჰამის კუნძულებიდან ნიუ-იორკში ჩაიყვანეს. მას ბრალს სწორედ აქ წარუდგენენ. ფრაიდი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობის ჩადენაშია ბრალდებული — სასამართლოს თანახმად, FTX-ის ფინანსური ვალდებულება 50 უმსხვილესი კრედიტორის თითქმის $3.1 მილიარდს შეადგენს, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ.

მანჰეტენის ფედერალური პროკურატურის თანახმად, სემ ბანკმენ-ფრიდმა FTX-ის კლიენტებს მილიონობით დოლარი მოპარა, რათა Alameda Research-ის ზარალის დაეფარა.

FTX დამფუძნებელს სემ ბენკმენ-ფრიდს ბრალს ამერიკაში წაუყენებენ
FTX დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს ბრალს ამერიკაში წაუყენებენ
თემის მიხედვით
FTX დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს ბრალს ამერიკაში წაუყენებენ


ასევე წაიკითხეთ
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
FTX: სინგაპურის სახელმწიფო ფონდი Temasek წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ ანაზღაურებას ამცირებს
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.