ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FTX ამბობს, რომ ჰაკერებმა პლატფორმიდან 415 მილიონი დოლარის კრიპტო მოიპარეს

დაშლილი კრიპტოვალუტის ბირჟა FTX აცხადებს, რომ ჰაკერებმა პლატფორმიდან დაახლოებით 415 მილიონო დოლარის კრიპტო დაჰაკეს და მოიპარეს.

კომენტარის დატოვება

FTX-ის აღმასრულებელი დირექტორის მტკიცებით, დაახლოებით 323 მილიონი აშშ დოლარი საერთაშორისო ბირჟიდან, ხოლო 90 მილიონი დოლარი ამერიკული პლატფორმებიდან მოპარეს.

შეგახსენებთ, FTX-ის თანადამფუძნებელს, სემ ბანკმენ-ფრიდს FTX-ის მომხმარებლებისგან მილიარდობით დოლარის მოპარვაში ადანაშაულებენ.

გასულ კვირას კომპანიამ მოსამართლეს განუცხადა, რომ 5 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივები აღადგინა.

2022 წლის 17 დეკემბერს FTX-მა დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ 1,7  მილიარდი დოლარის ნაღდი ფული, 3,5 მილიარდი დოლარის  ე.წ. თხევადი კრიპტოვალუტა და 300 მილიონი დოლარის ლიკვიდური ფასიანი ქაღალდები აღადგინა.

ფინანსებში ტერმინი «თხევადი» ნიშნავს, რომ აქტივი შეიძლება ნაღდ ფულად მის ღირებულებაზე გავლენის გარეშე გარდაიქმნას.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო და აშშ-ს ბაზარზე მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩინა.

FTX-მა, რომელიც ერთი წლის წინ 32 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული, განცხადება გაკოტრებისგან დაცვის შესახებ 11 ნოემბერს შეიტანა.

ბენკმენ-ფრიდი კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გახმაურებულ ფიგურა იყო, რომელიც ცნობილი თავისი პოლიტიკური კავშირებითა და სხვა რთულ მდგომარეობაში მყოფი კომპანიების გადარჩენით არის.

ის დეკემბერში ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს. ადგილი, სადაც FTX დააარსდა.

ბანკმენ-ფრიდს პროკურორებმა სისხლის სამართლის 8 ბრალდება წარუდგინეს, მათ შორის თაღლითობა და ფულის გათეთრება. ბანკმენ-ფრიდს ფინანსურმა მარეგულირებლებმაც წაუყენეს ბრალდება, თუმცა FTX-ის თანადამფუძნებელმა ის უარყო.

დაკავებამდე BBC News-თან ინტერვიუში მან თქვა: «მე თაღლითობა შეგნებულად არ ჩამიდენია. საერთოდაც, არ ვფიქრობ, რომ თაღლითობა ჩავიდინე. არ მინდოდა, რომ ეს მომხდარიყო. არ აღმოვჩნდი ისეთი კომპეტენტური, როგორიც მეგონა.»

FTX - დაშლილი კრიპტო გიგანტი 5 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს აღადგენს
FTX — დაშლილი კრიპტო გიგანტი 5 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს აღადგენს
თემის მიხედვით
FTX — დაშლილი კრიპტო გიგანტი 5 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს აღადგენს
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
თემის მიხედვით
FTX-ის საქმეზე კომპანიის 2 თანადამფუძნებელიც დამნაშავედ ცნეს
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
თემის მიხედვით
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება

ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.