ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ყოველწლიური მოხსენებისას ხელოვნური ინტელექტის შესახებ ილაპარაკა. მან წარმოადგინა ინიციატივა, რომელიც «AI სტარტაპებს საშუალებას მისცემს, გაწვრთნან მოდელები». 

კომენტარის დატოვება

წაიკითხეთ ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადება ხელოვნური ინტელექტის შესახებ სრულად 👇

«ჩვენ ახლა საფუძველს ვუყრით ერთიანი მმართველობის სისტემას ევროპაში.

მაგრამ ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები ჩვენს პარტნიორებთან ერთად და  უზრუნველვყოთ Al-ის (ხელოვნური ინტელექტის) გავლენის მნიშვნელობის გაცნობიერებულობის გლობალური გაგება ჩვენს სოციუმში.

იფიქრეთ IPCC-ის (Intergovernmental Panel on Climate Change) ფასდაუდებელ/შეუცვლელ წვლილზე კლიმატისთვის, გლობალური პანელი, რომელიც უახლეს მეცნიერებას აწვდის პოლიტიკის შემქმნელებს.

მე მჯერა რომ ჩვენ გვჭირდება AI-ისთვის (ხელოვნური ინტელექტისთვის) სტრუქტურული ერთეულის შექმნა. რისკების მიუხედავად, ამან შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას.

მეცნიერების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, განვავითაროთ სწრაფი და გლობალურად კოორდინირებული პასუხი — ჰიროსიმას პროცესისა და სხვათა მიერ შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.

აუცილებელია  ინოვაციების პასუხისმგებლობით წარმართვა.

ბოლო წლებში ჩვენი ინვესტირების დამსახურებით, ევროპა ახლა ლიდერია სუპერკომპიუტერებში — მსოფლიოში ხუთი ყველაზე მძლავრი კომპიუტერიდან სამი ევროპაშია.

ჩვენ ამის კაპიტალიზება უნდა მოვახდინოთ.

სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს შემიძლია წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, რომელიც მისცემს AI სტარტაპებს, გაწვრთნან საკუთარი მოდელები. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია ჩვენი სამუშაოსი, რომელიც გზას გაუკვალავს ინოვაციებს.

ჩვენ გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს (ხელოვნურ ინტელექტს).

ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 7 უმსხვილესი ტექნოლოგიების კომპანია დაეთანხმა უსაფრთხოებისა და ნდობის ნებაყოფლობით/მოხალისეობრივ წესებს.

ეს ხდება აქ, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ AI კომპანიებთან, რომლებიც მოხალისეობრივად ვალდებულებას აიღებენ AI აქტის პრინციპების დაცვასა და ხელშეწყობაზე, სანამ ის ძალაში შევა.

ახლა უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ უზრუნველვყოთ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოდ და ეთიკურად გამოყენების მინიმალური გლობალური სტანდარტები». 

DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 
DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 
თემის მიხედვით
DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე რომელიც მალე ამოქმედდება
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
თემის მიხედვით
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
«Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას» — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
თემის მიხედვით
«Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას» — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა

ასევე წაიკითხეთ
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
Google-ის Duet AI ასისტენტი Gmail-სა და Docs-ში თვეში $30-ად არის ხელმისაწვდომი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.