ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

"Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას" — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა

Open AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ კომპანია ევროკავშირის დატოვებას არ განიხილავს. 

კომენტარის დატოვება
"Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას" — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა

Open AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ კომპანია ევროკავშირის დატოვებას არ განიხილავს. 

24 მაისს მან თქვა, რომ თუ ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს. 

თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს
თემის მიხედვით
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს

ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის აქტზე მუშაობს, რომელიც ვრცელდება ყველაზე, ვინც ქმნის ისეთ პროდუქტს და სერვისს, რომელიც AI-ს იყენებს. დოკუმენტი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ დააგენერირონ შინაარსი, პროგნოზები, რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს ევროპარლამენტი წლის ბოლოს განიხილავს. 

26 მაისს სემ ალტმენმა განაცხადა, რომ «მოხარულია ევროკავშირში ოპერირების გაგრძელებით და მის დატოვებას არ გეგმავს». 

სემ ალტმენმა გასული კვირა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა — ის ფრანგ, ესპანელ, პოლონელ, გერმანელ და ბრიტანელ პოლიტიკოსებს შეხვდა და მათთან ხელოვნური ინტელექტის და ChatGPT-ის პროგრესი განიხილა. 

მისი თქმით, ეს ძალიან პროდუქტიული კვირა იყო. 

ჩატბოტი chatGPT, რომელიც Open AI-ის მიერ არის შექმნილი, 2022 წლის ნოემბერში გამოვიდა. ის ყველაზე ჭკვიანი ჩატბოტია, რომელიც აქამდე ყოფილა. ChatGPT-ის შეუძლია როგორც ესეების, ისე კოდის წერა; ამბობს ხუმრობებს და სხვა.

მისი გამოსვლის შემდეგ განვითარდა ხელოვნური ინტელექტის სხვა ხელსაწყოები. დროსთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ათასობით სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს მსოფლიოში.  

16 მაისს თავად სემ ალტმენმა სენატში მოსმენისას კანონმდებლებს მოუწოდა, დააწესონ სალიცენზიო მოთხოვნები და სხვა რეგულაციები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქმნიან მოწინავე AI სისტემებს, როგორიც არის, მაგალითად, GPT-4 — მისი აზრით, ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიოს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. 

ბილ გეითსის აზრით AI სისტემების წვრთნის შეჩერება პრობლემებს ვერ მოაგვარებს
ბილ გეითსის აზრით, AI სისტემების წვრთნის შეჩერება პრობლემებს ვერ მოაგვარებს
თემის მიხედვით
ბილ გეითსის აზრით, AI სისტემების წვრთნის შეჩერება პრობლემებს ვერ მოაგვარებს
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?
თემის მიხედვით
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?


ასევე წაიკითხეთ
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
ჯორჯ მარტინი და სხვა მწერლები ChatGPT-ს უჩივიან
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.