ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 

ევროკავშირში ძალაში შედის ახალი კანონმდებლობა, რომელიც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების შეჩერებისკენ არის მიმართული. 

კონკურენციის საკითხებში ევროკომისრის, მარგრეტ ვესტაგერის მიერ ინიცირებული ციფრული ბაზრების აქტის (DMA) თანახმად, ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა, მაგალითად, Google და Apple, შესაძლოა, იძულებულნი გახდნენ, საკუთარი სერვისები და პლატფორმები ხელმისაწვდომი გახადონ სხვა კომპანიებისა და დეველოპერებისთვის.

კომენტარის დატოვება

  • ფოტოზე: მარგრეტ ვესტაგერი

რა იგულისხმება სერვისების სხვებისთვის განაწილებასა და გაზიარებაში?

მაგალითად, აპლიკაციებს, რომლებსაც ვიყენებთ შეტყობინებების გაგზავნისთვის, შეიძლება «მოუწიოთ» მცირე, კონკურენტ აპლიკაციებთან მუშაობა და თანამშრომლობა.

ამასთან, ჟერარ დე გრაფმა, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოიყვანა «აიფონის» მომხმარებლების მაგალითი და აღნიშნა, რომ მათ შეეძლებათ აპლიკაციების ჩამოტვირთვა არა მხოლოდ App Store-დან, არამედ სხვა «მაღაზიებიდან» და ინტერნეტიდან. 

ასევე, ახალი წესებით, მომხმარებლებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, გამოიყენონ ნებისმიერი საძიებო სისტემა და არა მხოლოდ ის, რომელსაც კომპანია სთავაზობს, ისევე, როგორც ვებ ბრაუზერი და ხმოვანი ასისტენტი. 

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, დიდი კომპანიები ვერ შეძლებენ მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებას მათთვის ტარგეტირებული რეკლამის შეთავაზების მიზნით, მათი აშკარა თანხმობის გარეშე. 

ასევე, ევროკომისია აცხადებს, რომ მსხვილი კომპანიები ვერ აიძულებენ მომხმარებლებს, გამოიყენონ მათი პლატფორმები მათი სერვისები და პროდუქტები.

DMA-ის მიხედვით, მცირე შეტყობინებების აპლიკაციებს შეეძლებათ სთხოვონ Gatekeeper-ებს, მათ მომხმარებლებს ნება დართონ, გაგზავნონ და მიიღონ შეტყობინებები უფრო დიდი ფირმის პლატფორმის საშუალებით.

თავის მხრივ, მსხვილ ფირმებს არ მოეთხოვებათ ყველა ამ ფუნქციის მყისიერად დამატება და თავსებადობა. მათ დრო მიეცემათ. გეგმის თანახმად, აუდიო და ვიდეო ზარები ორ მომხმარებელს შორის პლატფორმებს შორის ოთხი წლის განმავლობაში არ განხორციელდება. 

ევროკომისია აცხადებს, რომ ზოგიერთმა მსხვილმა კომპანიამ დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რის გამოც «ჩვენ შესახებ ძალიან ბევრი იციან, ისინი ქმნიან ციფრული მარკეტინგის მუშაობის წესებს, ამ ძალაუფლებით კი მათ არასამართლიანად მოქმედების საშუალება აქვთ». 

ევროკომისია ამბობს, რომ სწორედ ამიტომ ქვიათ ასეთ დიდ კომპანიებს Gatekeeper-ები — კარის მცველები.

ევროკავშირში ამ ნაბიჯის გადადგმა მნიშვნელოვნად შეცვლის წესებს გავლენის მქონე, ანუ Gatekeeper კომპანიებისთვის.  

დაგეგმილ ცვლილებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. BUEC-მა, ევროპელ მომხმარებელთა ორგანიზაციამ, აქტს «ევროკავშირის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ეტაპი» უწოდა. 

«ეს კანონმდებლობა განაახლებს ციფრულ ბაზრებს, გაზრდის მომხმარებელთა არჩევანს და დაასრულებს უამრავ ცუდ პრაქტიკას, რომლითაც დიდი ტექნოლოგიები წლების განმავლობაში მუშაობდნენ». — ნათქვამია განცხადებაში.

ზოგიერთმა დიდმა ბიზნესმა უკვე გამოთქვა შეშფოთება იმ ფაქტზე, რომ DMA-ს პოტენციურად ექნება საკმაოდ დიდი გავლენა უსაფრთხოებასა და ინოვაციებზე. 

თუმცა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პასუხად Google-მა თქვა: «მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ DMA-ის ბევრ ამბიციას მომხმარებლის არჩევანისა და თავსებადობის შესახებ, ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა ამ წესმა შეიძლება შეამციროს ინოვაცია და ევროპელებისთვის ხელმისაწვდომი არჩევანი». 

DMA ახლა გადის განხორციელების ექვსთვიან ფაზას. მისი ამოქმედება 2023 წლის 2 მაისიდან იგეგმება. 

კანონპროექტით კონკრეტულად დასახელებული არ არის გიგანტი კომპანიები, რომლებიც 2023 წლის სექტემბრიდან აღნიშნულ ცვლილებებს დაექვემდებარებიან. თუმცა, მაისამდე ევროკომისია საკითხის გადაწყვეტას გეგმავს. 

კომპანიები, რომლებიც DMA-ს არ შეასრულებენ, შეიძლება მათი წლიური მსოფლიო ბრუნვის 10%-მდე თანხის ოდენობით დაჯარიმდნენ პირველი დარღვევისთვის, 20%-მდე წესების განმეორებითი დარღვევისთვის.

ასევე წაიკითხეთ
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
DMA-ის წესების შესაძლო დარღვევის გამო EU Apple-ზე, Meta-სა და Google-ზე გამოძიებას დაიწყებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.