ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
18 სექტემბერი 2023, 11:00
2023-09-18
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირმა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ჯერჯერობით ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც TikTok-ს რეგულატორებმა დაუწესეს. მიზეზი არასრულწლოვანებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესების (GDPR) დარღვევაა.
ევროკავშირმა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ჯერჯერობით ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც TikTok-ს რეგულატორებმა დაუწესეს. მიზეზი არასრულწლოვანებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებისას ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესების (GDPR) დარღვევაა.
ევროკავშირის რეგულატორის, ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2020 წლის მეორე ნახევარში TikTok-ის პარამეტრებით საკმარისი არ გაკეთდა 13-დან 17-წლამდე ბავშვების ანგარიშების დასაცავად. ანუ, ბავშვების ახლად შექმნილი პროფილები ნაგულისხმევად (default) საჯარო იყო და მათი ნახვა პლატფორმის ყველა მომხმარებელს შეეძლო.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ TikTok-მა ბავშვებს საკმარისი ინფორმაცია არ მიაწოდა კონფიდენციალურობის რისკების შესახებ, და ასევე გამოიყენა ე.წ «ბნელი შაბლონები», რითიც მომხმარებლებს მეტი პერსონალური ინფორმაციის დათმობისკენ უბიძგა.
გარდა ამისა, TikTok-ის ფუნქცია — Family Pairing, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ მშობელმა პლატფორმაზე შვილის აქტივობები აკონტროლოს, ზრდასრულისგან არ მოითხოვდა, დაედასტურებინა, რომ ნამდვილად ბავშვის მშობელი ან მეურვეა. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად, ნებისმიერ ზრდასრულს შეუძლია, გავლენა იქონიოს ბავშვის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
ევროკავშირის რეგულატორმა TikTok-ს 3 თვე მისცა იმისთვის, რომ მონაცემთა დამუშვება ევროკავშირის კანონმდებლობის — GDPR-ის წესებს სრულად შეუსაბამოს.
TikTok ბრალდებებს და ჯარიმას არ ეთანხმება.
«გადაწყვეტილების კრიტიკის უმეტესობა აღარ არის რელევანტური იმ ღონისძიებების შედეგად, რომლებიც ჩვენ 2021 წლის დასაწყისში გავატარეთ». — ამბობს TikTok-ის კონფიდენციალურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევროპაში, ელეინ ფოქსი.
მისი თქმით, 2021-ში პლატფორმამ განახორციელა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, 13-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების არსებული და ახალი ანგარიშები ნაგულისხმევად კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება პარამეტრების შეცვლით ხდება. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს კი ანალოგიური ცვლილება 16-დან 17 წლამდე ბავშვების ანგარიშებსაც შეეხება.
2023 წლის აპრილში TikTok ბავშვთა მონაცემების ხელყოფისთვის დიდმა ბრიტანეთმა $16 მილიონით დააჯარიმა.
ყველაფერი მსხვილი ტექ კომპანიების შესახებ EU-ის კანონზე, რომელიც მალე ამოქმედდება
2024 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში ძალაში შევა DSA — ციფრული სერვისების აქტი, რომელიც ევროპარლამენტმა 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა და რომელიც მიზნად ისახავს «მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების დომინირების შეჩერებას». თუმცა, კანონის ზოგიერთი ნაწილი 2023 წლის 25 აგვისტოდანვე ამოქმედდება.