TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
მალე თქვენ პროდუქტების შეძენას პირდაპირ TikTok-დან შეძლებთ.
მალე თქვენ პროდუქტების შეძენას პირდაპირ TikTok-დან შეძლებთ.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური მედიის კომპანია გეგმავს ელექტრონული კომერციის ბიზნესის წამოწყებას, რომელიც ჩინეთში დამზადებულ პროდუქციას აშშ-ის მომხმარებლებზე გაყიდის. E Commerce-ის სახელი TikTok Shop Shopping Center იქნება.
Wall street Journal-ის თანახმად, ელექტრონული კომერციის ბიზნესი გააფართოვებს უკვე არსებულ TikTok Shop პროგრამას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ პირდაპირ Live-დან, ვიდეოებიდან და შემქმნელის ან ბრენდის პროფილებიდან.
Wall Street Journal იტყობინება, რომ TikTok-ის ელექტრონული კომერციის ბიზნესი შეიძლება აგვისტოდან ამოქმედდეს.
TikTok-ის მიერ ელექტრონული კომერციის სამყაროში შესვლა, როგორც ჩანს, არის მცდელობა კონკურენცია გაუწიოს ჩინურ კომპანიებს Shein-სა და Temu-ს, რომლებმაც აშშ-ში დიდ წარმატებას მიაღწია.