ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს Twitter-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა ხელში ჩაიგდეს Twitter-ის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა, რომ კომპანიის შესახებ გამოძიებას დაიწყებს. 

კომენტარის დატოვება

ჰაკერი, სახელად «რიუში» მონაცემების გადასაცემად და წასაშლელად $200 000-ს ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში ცნობილი ადამიანების გვარებსაც ამოვიკითხავთ, ისევე, როგორც მათი ტელეფონის ნომრებს და ელექტრონული ფოსტის მისამართებს. 

ჰაკერმა მის ხელთ არსებული მონაცემების პატარა ნიმუში უკვე გამოაქვეყნა. მასში ჩანს, რომ ხელთ აქვს ამერიკელი კონგრესმენის, ალექსანდრია ოკასიო-კორტესის მონაცემები. ასევე გასაჯაროვდა ჟურნალისტ პირს მორგანის მონაცემებიც, რომელსაც ცოტა ხნის წინ Twitter-ის ანგარიში გაუტეხეს.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია (DPC) აცხადებს, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, Twitter-ის პოლიტიკასა და დამოკიდებულებას სრულად გამოიკვლევს.

თავად კომპანიას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კიბერდანაშუალის დაზვერვის კომპანიის Hudson Rock-ის მთავარმა ტექნოლოგიების ოფიცერმა, ალონ გალმა განაცხადა, რომ ეს მონაცემები არ იყო აღებული წინა ჯერზე გავრცელებული მონაცემებიდან, როცა გაჟონა 5.4 მილიონი ადამიანის მონაცემებმა. 

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს შემთხვევა განსახვავებული და გაცილებით მასშტაბურია. ჰაკერი მიზნად მონაცემების გაყიდვას ისახავს». — განაცხადა გალმა.

«რიუშიმ» განაცხადა, რომ სისტემაში სუსტი წერტილი იპოვა, რომელიც  კომპიუტერულ პროგრამებს Twitter-ის მონაცემებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს.

Twitter-მა სისტემის სისუსტე 2022 წელს დააფიქსირა. მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ეს ხარვეზი იმ დროსაც არსებობდა, როცა 5 მილიონზე მეტი ადამიანის პირადი მონაცემები გაავრცელეს

ჰაკერმა კარგად იცის, როგორი საზიანოა მონაცემების დაკარგვა პლატფორმებისთვის. ამიტომ, მათ ინფორმაციის «ექსკლუზიურად» დაბრუნებას სთავაზობს, რათა დიდი ჯარიმა თავიდან აიცილონ.

ნოემბერში მეტას DPC-მ 265 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა. 

რუსმა ჰაკერებმა 9.7 მლნ ავსტრალიელის სამედიცინო ისტორია მოიპარეს — თითოსთვის 1$-ს ითხოვენ
რუსმა ჰაკერებმა 9.7 მლნ ავსტრალიელის სამედიცინო ისტორია მოიპარეს — თითოსთვის 1$-ს ითხოვენ
თემის მიხედვით
რუსმა ჰაკერებმა 9.7 მლნ ავსტრალიელის სამედიცინო ისტორია მოიპარეს — თითოსთვის 1$-ს ითხოვენ

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.