ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძესტარტაპები
23 მარტი 2023, 20:00
2023-03-23
Echolize — ინფლუენსერ მარკეტინგი საქართველოში
ინფლუენსერი — მომხმარებელი, რომელმაც მოიპოვა სანდოობა კონკრეტულ ინდუსტრიაში, აქვს წვდომა შესაბამის აუდიტორიაზე და შეუძლია დაარწმუნოს სხვები, იმოქმედონ მათი რეკომენდაციების საფუძველზე.
Echolize კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს მათთვის შესაფერისი ინფლუენსერის პოვნაში ეხმარება. ინფლუენსერ მარკეტინგი ამ ეტაპზე მსოფლიოში კარგად ნაცნობი მარკეტინგული გათვლაა და პოპულარობა ქართულ ბაზარზეც მოიპოვა.
Echolize-ის შექმნის იდეა 2019 წელს გაჩნდა. მას შემდეგ კომპანია აქტიურად ვითარდება. Echolize-ს შესახებ მისი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თუშურაშვილი გვესაუბრება.
Echolize-ის მთავარი ამოცანაა ინფლუენსერ მარკეტინგის მაქსიმალური შედეგიანობა მომხმარებლებისა და ბრენდისთვის.
ინფლუენსერების შერჩევის პრინციპზე გავლენას მათი ასაკი, გამომწერების რაოდენობა, ლოკაცია, გამომწერების ასაკი, ჩართულობა და მათი კონკრეტულ ბრენდთან შესაბამისობა ახდენს.
მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: კონკრეტული ბრენდი, რომელსაც სურს კამპანიის წარმოება, უკავშირდება Echolize-ს, რომელიც მისთვის საუკეთესო ინფლუენსერს შეარჩევს.
საქართველოში Echolize-ს ნებისმიერ კომპანიასთან შეუძლია თანამშრომლობა. მისი კლიენტები ძირითადად, B2C კომპანიები არიან, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებლებთან.
მისივე თქმით, Echolize-ის შექმნის ეტაპზე მთავარ პრობლემას ბრენდების ინფლუენსერ მარკეტინგის საჭიროებაში დარწმუნება წარმოადგენდა.
კომპანიის განვითარების კუთხით, გიორგი თუშურაშვილი ამბობს, რომ სურთ ბრენდებს მომავალში სრული მარკეტინგული სერვისი შესთავაზონ.
ამ ეტაპისთვის Echolize მხოლოდ ქართულ ბაზარზეა ფოკუსირებული.
ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტინგული პროფესიები ყოველწლიურად 6%-ით იზრდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდისთვის საშუალოზე სწრაფია.
Affiliate marketing მარკეტინგული მოდელია, რომელშიც პარტნიორი (Affiliate) საკომისიო გადასახადს სხვა კომპანიის ან პიროვნების პროდუქციის მარკეტინგისთვის იღებს. პარტნიორი უბრალოდ ეძებს და იკვლევს იმ პროდუქტს, რომელიც მოსწონს, შემდეგ მას არეკლამებს და ყოველი გაყიდვიდან მოგების წილს იღებს. გაყიდვები პარტნიორული ლინკებით ერთი ვებ გვერდიდან მეორეზე ანგარიშდება.
IPN: კონკურენციის სააგენტომ შეიძლება ინფლუენსერების რეგულირება დაიწყოს
საიფორმაციო სააგენტო «ინტერპრესნიუსის» ცნობით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ვიდეოში წარწერის სახით მითითება, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა.
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევები პროფესიულ საზოგადოებაში, მოვიპოვოთ აუდიტორიის ნდობა, ავაწყოთ ნეთვორქინგი და ეს ყველაფერი შემოსავლად გარდავქმნათ? — გიყვებით და გიზიარებთ წამყვანი ექსპერტების რჩევებს ამ ყველაფრის შესახებ.