ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
23 აპრილი 2024, 09:00
2024-04-23
ციფრული მარკეტინგის 5 უფასო კურსი 2024 წლისთვის
ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტინგული პროფესიები ყოველწლიურად 6%-ით იზრდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდისთვის საშუალოზე სწრაფია.
ციფრულმა მარკეტინგმა მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმატება დააჩქარა. ციფრული მარკეტინგი სავსეა პოტენციალით და, რა თქმა უნდა, მოთხოვნადი უნარია, რომელში ინვესტირებაც ღირს.
აქ არის ციფრული მარკეტინგის ხუთი უფასო კურსი, რომელიც ციფრულ მარკეტინგში წარმატებული კარიერის დაწყებაში დაგეხმარებათ.
LinkedIn Learning-ს სასწავლო გეგმა აქვს, სახელწოდებით «Master Digital Marketing», რომელიც შეიცავს კურსებს, რომლებსაც LinkedIn-ის მიერ არჩეული ინდუსტრიის ექსპერტები ასწავლიან და უძღვებიან. კურსის ფარგლებში SEO-ს დაეუფლებით და LinkedIn-სა და სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე მარკეტინგს შეისწავლით.
Google Digital Garage ახლა Google Skillshop-ში გადავიდა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ჩათვლით, უამრავ კურსს გთავაზობთ, რომლებიც თქვენთვის სრულიად უფასოა. კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ, სერთიფიკატი მიიღოთ, რომელსაც LinkedIn პროფილზე განათავსებთ და დამსაქმებლების ყურადღებას მიიპყრობთ.
ეს ვებსაიტი უამრავ ინფორმაციულ კონტენტს მასპინძლობს, თანაც სრულიად უფასოდ. ეს მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა PCC (pay-per-click advertizing) და Facebook-ის რეკლამებს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი ციფრული მარკეტინგის ყველა ასპექტს არ მოიცავს, მაინც სასარგებლო რესურსია, თუ თქვენ PPC-ზე კონცენტრირებას ცდილობთ.
ციფრული მარკეტინგის კურსის კიდევ ერთი უფასო პროვაიდერია HubSpot, რომელიც ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში ლიდერია. მათი სასწავლო ჯგუფი, HubSpot Academy, რამდენიმე კურსს გთავაზობთ, თანაც ყველა დონისთვის. კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს.
Meta უამრავ კურსს და სერთიფიკატს სთავაზობს მათ, ვისაც სურს ციფრული მარკეტინგის უნარები განივითაროს. ერთ-ერთი უფასო კურსია Meta Certified Digital Marketing Associate, რომელიც დამწყებებისთვის, ალბათ, საუკეთესო არჩევანია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო კურსი უფასოა, სერტიფიკატის მისაღებად შესაძლოა თანხის გადახდა მოგიწიოთ.
გამარჯობა, დაინტერესებული ვარ უფასო კურსით სად შეიძლება ვნახო დამატებითი ინფორმაცია