ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Fundraiser.ge — ქართული პლატფორმა, რომელიც ყველა იდეას აძლევს შანსს

ქართული საზოგადოებრივი დაფინანსების პლატფორმის, Fundraiser.ge-ის ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც მის დამფუძნებლებს ზუკა მახარაშვილს, ირო ცაგარეიშვილსა და გიორგი კირკიტაძეს უამრავი საინტერესო პროექტის იდეა ჰქონდათ, თუმცა, განხორციელებისთვის საჭირო თანხები — არა. 

კომენტარის დატოვება

სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ საჭირო იყო შექმნილიყო ისეთი ქართული Crowdfunding პლატფორმა, რომელიც თითოეულ იდეას მისცემდა ერთ შანსს. მართალია, ამ იდეის განხორციელებასაც დიდი დრო დასჭირდა და სწრაფად ვერ შეიქმნა, მაგრამ, გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია. დღეს Fundraiser.ge წარმატებულად მუშაობს. 

ზუკა მახარაშვილი, fundraiser.ge-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
«კონკრეტულად Fundraiser.ge-ზე მუშაობა 1 წლის წინ დავიწყეთ, ამ პერიოდში ვმუშაობდით პლატფორმაზე განსათავსებელ პროექტებზე, ვტესტავდით პროექტების სხვადასხვა მოდელებს, ვქმნიდით ამ პლატფორმას და საბოლოოდ, ამ ერთ წელში დაგროვილი გამოცდილებით, უკვე მზად ვართ, ვიყოთ მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებისა და მათთვის საჭირო ინვესტიციების მოძიების პლატფორმა». 

Crowdfunding-ის, ანუ საზოგადოებრივი დაფინანსების პლატფორმის მომხიბვლელობა იმაშია, რომ მხოლოდ მისი არსებობა მიზნის მიღწევისთვის არ არის საკმარისი. ამისთვის, ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა და მხარდაჭერაა საჭირო. Fundraiser.ge-ის მეშვეობით, ყველას ერთად შეუძლია შექმნას ისეთი სამყარო, რომელსაც გვინდა, რომ ვხედავდეთ. 

ზუკა მახარაშვილი
«ჩვენ ვქმნით თანამედროვე პლატფორმას, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი იდეა, კამპანია და ჩვენი ერთიანი მხარდაჭერით განახორციელოს უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი». 

რა თქმა უნდა, პლაფტორმის შექმნის იდეა საკმარისი არ ყოფილა, ამ იდეის განხორციელებას დიდი დრო და რესურსი სჭირდებოდა, შესაბამისად წინ მიმავალ გზაზე გუნდს სირთულეებიც ელოდა. 

ზუკა მახარაშვილი
«სირთულე უამრავი შეგხვდა, რადგან მაშინ ქრაუდფანდინგს რომ ვამბობდით, თითქმის ყველასთან გვიწევდა ახსნა თუ რა იყო, იდეის გაჩენიდან გვსურდა, ვყოფილიყავით kickstarter-ის მსგავსი, მაგრამ ქართულმა რეალობამ gofundme-ს დაგვამსგავსა. ვცდილობთ, ისევ კიკსტარტერისკენ ავიღოთ გეზი და ძირითადი პროექტები იყოს სტარტაპები. თუმცა, გარკვეული საკანონმდებლო და ეროვნული ბანკის რეგულაციების გამო ჯერჯერობით ეს პროცესი ძალიან რთულია. თუმცა, რამდენიმე სასიკეთო პროცესი მიმდინარეობს ამ ეტაპზე, რაც სფეროს განვითარებაისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს ამ წელს ბევრი რამე გაირკვევა». 

გახსნის დღიდან ფანდრაიზერის მომსახურებით 20-მდე იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა ისარგებლა. გაეშვა როგორც მცირე ბიზნესის, ისე სოციალური კამპანიები, ასევე, სხვადასხვა მუსიკალური ბენდის ალბომის გამოცემის კამპანიები, კონკრეტული სფეროების დასახმარებელი კამპანიები და მრავალი სხვა. საბოლოოდ კი სტარტაპის მეშვეობით ამ და სხვა კამპანიებისთვის 100 ათას ლარზე მეტი შეგროვდა.

როგორც ზუკა მახარაშვილი ამბობს, 2023 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება ქრაუდფანდინგ პალტფორმებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რადგან დაფუძნდა ქრაუდფანდინგ ასოციაცია და ისინი ერთობლივი გზებით ცდილობენ ამ სფეროსთვის სასიკეთო ქმედებების განხორციელებას.

«ამ ეტაპზე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ედუ სტარტაპ პროექტი „მეურნეობა“, რომელიც არის ჩვენი შექმნილი პროექტი და გულისხმობს „farm to school“ სწავლების მეთოდის დანერგვას ქართულ სკოლებში. გვჯერა რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართული სასკოლო განათლების სისტემის განვითარებაში, დარწმუნებულები ვართ ხალხიც ძალიან შეიყვარებს და პირველი მნიშვნელოვანი პრეცედენტიც დაიდება ქრაუდფანდინგით სტარტაპის დაფინანსების». — ამბობს ზუკა მახარაშვილი. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Wempler — პლატფორმა რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
თემის მიხედვით
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება

ასევე წაიკითხეთ
GITA: 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
GITA: 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
GITA: 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.  
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.