ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

IPN: კონკურენციის სააგენტომ შეიძლება ინფლუენსერების რეგულირება დაიწყოს

საიფორმაციო სააგენტო «ინტერპრესნიუსის» ცნობით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ვიდეოში წარწერის სახით მითითება, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა.

კომენტარის დატოვება

  • ფოტოზე: ირაკლი ლექვინაძე — კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი

ინფლუენსერ მარკეტინგის სფეროს რეგულირებისთვის მუშაობის დაწყებას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2024 წელს გეგმავს და 2025 წლისთვის მოამზადებს კიდეც. 

კიდევ რა პირობები დაწესდება ინფლუენსერების საქმიანობისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა, როგორც სააგენტოში «ინტერპრესნიუსს» უთხრეს, «მთავარია გამჭვირვალობა, რადგან მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა».

«დოკუმენტი განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს და პირობებს, რაც ინფლუენსერმა უნდა დაიცვას საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას.

აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერების საქმიანობის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობისას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აქტიურად გაიზიარებს ევროკავშირის დახმარების პროექტის (Twinning) საერთაშორისო ექსპერტების, ლიეტუველი და პოლონელი კოლეგების და მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ექსპერტების გამოცდილებას». — უთხრეს გამოცემას კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

Echolize — ინფლუენსერ მარკეტინგი საქართველოში
Echolize — ინფლუენსერ მარკეტინგი საქართველოში
თემის მიხედვით
Echolize — ინფლუენსერ მარკეტინგი საქართველოში

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.