ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
5 თებერვალი 2024, 09:00
2024-02-05
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევები პროფესიულ საზოგადოებაში, მოვიპოვოთ აუდიტორიის ნდობა, ავაწყოთ ნეთვორქინგი და ეს ყველაფერი შემოსავლად გარდავქმნათ? — გიყვებით და გიზიარებთ წამყვანი ექსპერტების რჩევებს ამ ყველაფრის შესახებ.
მოთხოვნადი ცოდნისა და უნარების ათვისება — მნიშვნელოვანია. მაგრამ კარიერულ კიბეზე ეს ყოველთვის საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, თავდაჯერებული პროგრამისტი ან Data Scientist სამსახურის გარეშე არ დარჩება, მაგრამ თუ კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვება, საინტერესო პროექტების მიღება და ბაზრისთვის მაღალი ხელფასი მიღება გსურთ, პერსონალურ ბრენდზე უნდა იზრუნოთ.
თუ არ იცით, როგორ მიუდგეთ ამ ამოცანას, არა უშავს. ამ სტატიაში ჩვენ გავაანალიზეთ Coursera-ს ბლოგზე არსებული უახლესი მასალების ძირითადი პუნქტები, ასევე შევაგროვეთ მოსაზრებები Reddit-დან და საუკეთესო კურსებიდან, სადაც გასწავლიან, როგორ განავითაროთ საკუთარი თავი.
პერსონალური ბრენდი — ეს პირადულია
მარკუს კოლინზი, Coursera-ს პედაგოგი და Michigan Ross-ის ბიზნესკოლის რედაქტორი, ამტკიცებს: «პერსონალური ბრენდი, ერთი მხრივ, გავლენას ახდენს იმაზე, როგორ აღგიქვამენ სხვა ადამიანები, მეორე მხრივ — გეხმარებათ, უკეთესად გაერკვეთ საკუთარ თავში. იმისათვის, რომ პერსონალური ბრენდი დამაჯერებელი იყოს, ის თქვენს გულწრფელ მისწრაფებებს, ღირებულებებსა და მიზნებს უნდა ეფუძნებოდეს».
მაშინაც კი, თუ მხოლოდ სამუშაო თემებზე აპირებთ წერასა და საუბარს, თქვენი პირადი დამოკიდებულები განცხადებებში ხილული უნდა იყოს. თუ საერთოდ არ გაამჟღავნებთ თქვენს აზრს, აუდიტორიას შეიძლება ეჭვი შეეპაროს თქვენს გულწრფელობაში. ასევე, აბსოლუტურად ნეიტრალური ისტორიები სამუშაოს შესახებ წასაკითხად და მოსასმენად უბრალოდ მოსაწყენი იქნება.
კოლინზი აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ისტორიის მოთხრობა და რამდენად მნიშვნელოვანია, შეხედოთ ნებისმიერ კომუნიკაციას ან ტექსტს ამ თვალსაზრისით: რეზიუმე, მაგალითად, ასევე უნდა იყოს ისტორია და არა უბრალოდ სამუშაო ადგილების ჩამონათვალი. კოლინზის აზრით, საჭიროა «Start with the soul and end with the sale» — დაიწყე გულით და დაასრულე გაყიდვებით. მაშინაც კი, თუ თქვენი საბოლოო მიზანი შემოთავაზებაა, მნიშვნელოვანია, რომ შეძლოთ ამის დავიწყება და პირადი კონტაქტის დამყარება — აუდიტორიასთან, დამსაქმებელთან ან დამქირავებელ მენეჯერთან.
ეს მარკუს კოლინზის სასწავლო პროგრამაა, რომელიც U-M’s-ის ბიზნესსკოლის პროფესორთან, შერი ალექსანდერთან ერთად შემუშავდა. ალექსანდერი 30 წლის განმავლობაში General Motors-ში მუშაობდა, ახლა კი ლიდერობასა და ბიზნეს-მენეჯმენტს ასწავლის.
კურსი ახალია — გამოქვეყნდა 2023 წლის დეკემბერში, ამიტომაც სტუდენტები ყველაზე აქტუალურ ინფორმაციას იღებენ — არსებული რეალობისა და შრომითი ბაზრის გათვალისწინებით. ვიდეოლექციების დროს ექსპერტები ყვებიან, როგორ გამოავლინოთ ის, რაც თქვენში ღირებულია და დამაჯერებლად მოყვეთ ამბები, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
პროგრამა გამოსადეგი იქნება IT-ში ყველა პროფესიის წარმომადგენლისთვის.
პროგრამა:
ბრენდინგის საფუძვლები: ისტორიული მიმოხილვა, ძირითადი კონცეფციები და ინსტრუმენტები ანალიზსა და ბრენდის ფორმირებისთვის;
პერსონალური ბრენდის სპეციფიკა, RED (Respect, Equity, Diversity) ფრეიმვორკის გამოყენება;
კვლევა პერსონალური ბრენდის ფორმირებისთვის — საკუთარი ღირებულებების გამოვლენა;
თქვენი ისტორია და ვიზუალური პრეზენტაცია: სტუდენტები მოიფიქრებენ მესიჯს აუდიტორიისთვისა და საკუთარ ლოგოტიპს.
ფორმატი და ხანგრძლივობა
მთელი კურსი დაახლოებით 10-საათიანია. შეგიძლიათ, თქვენთვის მოსახერხებელ დროს იმეცადინოთ.
ფასი
$49-ად წვდომა გექნებათ ყველა მასალაზე, მათ შორის ტესტებზე. პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის მიიღებთ სერტიფიკატს — დაამატებთ მას საკუთარ პორტფოლიოსა და Linkedin-ის პროფილზე. თუ უბრალოდ ლექციების მოსმენა გინდათ, სერტიფიკატის გარეშე, ამის გაკეთება უფასოდ შეგიძლიათ.
Coursera-ს გამოკითხვის თანახმად, სტუდენტების 77%-ზე მეტს მიაჩნია, რომ კურსები მათ წინსვლაში დაეხმარა. თუ დიდი ხანია, ახალი ც ათვისება უნარების გსურთ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.
ყველაფერი ნდობას ემყარება
მარკუს კოლინზისა და შერი ალექსანდერის კურსი ტრანსფორმაციული ლიდერობის თემას ეხება — მართვის სტილს, რომელიც მიმდევრების ჯგუფს ქმნის და სოციალურ ჯგუფებში ცვლილებები შემოაქვს. მაშინაც კი, თუ კომპანიაში მმართველობით როლზე პრეტენზიები არ გაქვთ, თვითონ პერსონალური ბრენდის შექმნა რაღაც გაგებით ლიდერად გაყალიბებთ: ყველა გხედავთ, თქვენს მოსაზრებებს განიხილავენ, ჩნდებიან მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ალექსანდერი ნდობას ტრანსფორმაციული ლიდერობის «ვალუტას» უწოდებს — გულწრფელობის გარეშე შეუძლებელია ბრენდის შენება, რადგან აუდიტორია გრძნობს ტყუილს.
Reddit-ის ბევრი მომხმარებელი პერსონალური ბრენდის განხილვის დროს ერთსა და იმავე პრობლემას უჩივის: გაურკვეველია, რაზე უნდა ისაუბრო და საკუთარი ისტორია საკმარისად დამაჯერებლად არ ჟღერს. ერთ-ერთი მიმომხილველი წუხს, რომ ის არის თვითნასწავლი ღარიბი ოჯახიდან, და მისი მაქსიმალური შემოსავალი თვეში მაქსიმუმ $30 000-ია მაშინ, როდესაც ცნობილი სპიკერები მილიონების გამომუშავებას გპირდებიან.
სწორედ გულწრფელი და არაიდეალური ისტორიები უფრო საინტერესო აუდიტორიისთვის — რადგან ადამიანები რაღაც ახლობელსა და გასაგებს პოულობენ. ხოლო მდიდარი ოჯახებიდან გამოსული ადამიანების წარმატება, მსოფლიოს წამყვანი დიპლომებით, გასაკვირი არაა. ამასთან, ცოტა ვინმე თუ დაიჯერებს, რომ მაშინვე მილიონობით დოლარის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
მომხმარებლები საქმიან რჩევებს იძლევიან:
ფოკუსირდით თქვენი ისტორიის უნიკალურობაზე;
განავითარეთ ერთი პატარა, მაგრამ აქტუალური თემა — მაგალითად, თოპიკსტარტერისთვის საინტერესოა საკუთარ ფინანსებზე საუბარი;
გააანალიზეთ სამიზნე აუდიტორია და გაიგეთ, რაზე და როგორ ესაუბროთ ამ ადამიანებს;
უპირატესობა მიანიჭეთ კონტენტის ხარისხს და არა რაოდენობას — ეს დაგეხმარებათ რეპუტაციის შემუშავებაში.
პერსონალურ ბრენდზე მუშაობა მრავალ დავალებას მოითხოვს: უნდა შეისწავლო საკუთარი აუდიტორია, თვალი ადევნო კონკურენტებს, კარგად წერო ტექსტები, დამაჯერებლად გამოდიოდე პუბლიკის წინაშე, დაკავდე ნეთვორქინგით, ერკვეოდე სოქცქსელების ალგორითმში, სავარაუდოდ, ითანამშრომლო სხვა ბლოგერებთან.
ყველაფერი მოითხოვს «მოქნილ» უნარებს. ბევრ ტექნოლოგიურ სპეციალისტს, რომელიც თავისი ვიწრო სპეციალობით მუშაობს, შეიძლება არ ჰქონდეს კომუნიკაციის, დაგეგმვის, ამოცანებს შორის გადართვის და კრეატიული იდეებ ის გენერირების უნარი. კურსი ყველაფერ ამაში დაგეხმარებათ.
ისწავლით:
როგორ ჩამოაყალიბოთ კითხვები სწორად;
სად ეძებოთ ინფორმაცია ახალი დავალებების შესასრულებლად;
როგორ გამოიყენოთ კრეატიული და კრიტიკული მსჯელობა;
როგორ დაკავდეთ ეფექტურად ნეთვორქინგით;
როგორ მართოთ დრო, რათა ყველაფერი მოასწროთ.
ხანგრძლივობა და კურსის ფორმატი
კურსის გავლა ერთ თვეში შეიძლება, თუ კვირაში 10 საათს იმეცადინებთ.
ფასი
ერთი თვის ფასი $49-ია. არის 7-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი.
ბრენდინგის პრინციპები ერთნაირი ადამიანებისა და კომპანიებისთვის
პერსონალური ბრენდინგი შენდება ისევე, როგორც პროდუქტების ბრენდები — აქ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გულწრფელი რწმენისა და ღირებულებების გადმოცემა, მეორე მხრივ — საკუთარი აუდიტორიისა და კონკურენტების კარგად გაგება. კომპანიის ბრენდინგში ბევრი რამ ანალიტიკასა და კვლევებს ეფუძნება — მარკეტოლოგები და ბრენდ-სტრატეგები მომხმარებლების პორტრეტებს ქმნიან, სეგმენტირებენ სამიზნე აუდიოტორიას, მუდმივად ამონიტორინგებენ კონკურენტებს. აქედან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილებებიც.
პერსონალურ ბრენდინგში მნიშვნელოვანია იმავე რაციონალურობის შენარჩუნება. მაგრამ უფრო რთულია, რადგან ემოციები ირთვება:
ამ პრობლემას Reddit-ზე კიდევ ერთი დიდი თემა მიუძღვნეს. თავის კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პერსონალური ბრენდის შექმნის საკითხზე ემოციურ სირთულეებს აწყდება. გამოცდილი მომხმარებლები ასეთ რჩევებს იძლევიან:
ნუ აიძულებთ თავს, ყველაფერი გამოაქვეყნოთ: თუ სტატიის დაწერის შემდეგ მიხვდით, რომ მისი დაპოსტვა უხერხულია, უბრალოდ გადადეთ ის და სხვა რამეზე წერეთ;
ჯერ მასალები მეგობრებს და სანდო კოლეგებს აჩვენეთ, ჰკითხეთ მოსაზრება;
გახსოვდეთ — პირველ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი პოსტები და ჩანაწერები დიდ აუდიტორიას მიწვდება — შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ბულინგს წააწყდეთ, ნულის ტოლია.
იმისათვის, რომ მშვიდად და თავდაჯერებულად ისაუბროთ აუდიტორიის წინაშე — ზეპირად თუ წერილობით — მნიშვნელოვანია გამოცდილება. მაგრამ არსებობს სავარჯიშოებიც, რომლებიც დაგეხმარებათ, უფრო სწრაფად დახელოვნდეთ.
პროგრამა მიმართულია ორატორული უნარების განვითარებაზე. ისინი პერსონალური ბრენდის მშენებლობისას გამოგადგებათ — კონფერენციებსა და პოდკასტებზე გამოსვლის დროს. ასევე, ცოდნის დიდი ნაწილი, რომელიც საჭიროა თავდაჯერებული ზეპირი მეტყველებისთვის, ასევე აქტუალურია წერილობითი მეტყველებისთვის. და გარდა პერსონალური ბრენდის განვითარებისა, კურსის შემდეგ შეძლებთ უკეთ წარადგინოთ პრეზენტაციები კოლეგებისა და კლიენტების წინაშე და უფრო წარმატებით გაიაროთ გასაუბრებები.
რას ისწავლით:
როგორ მუშაობს ხმა — მეტყველების შესახებ;
სუნთქვის როლი და მთელი სხეულის კონტროლი ხმის სწორად მუშაობისთვის;
როგორ გაუგოთ აუდიტორიას და როგორ იპოვოთ მასთან კავშირი;
ინსტრუმენტები სასურველი შთაბეჭდილების შესაქმნელად და აქცენტების დასასმელად.
ფორმატი და ხანგრძლივობა
კურსისთვის საჭიროა 9 საათი, მეცადინეობა მოსახერხებელი ტემპით შეიძლება.
ფასი
კურსის გავლა $49 ღირს — ამ ფასში შედის ტესტირება და სერტიფიკატის მიღება. თუ მხოლოდ ლექციების ნახვა გსურთ, ისინი უფასოდაა ხელმისაწვდომი.
პერსონალური ბრენდი მაშინვე არ ყალიბდება — ეს ხანგრძლივი სამუშაოა. დაიწყეთ იმ სფეროთი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ: შეგიძლიათ, საკუთარი აზრი გამოხატოთ ზეპირად ან წერილობით, სოციალურ ქსელებში ან პროფესიულ საიტებზე, კონცენტრირდეთ ვიწრო საკითხზე ან ზოგად ტენდენციებზე ისაუბროთ.
პატარა ნაბიჯები დაგეხმარებათ, კარგად მოსინჯოთ ნიადაგი და დროთა განმავლობაში მუშაობა ნაკლებად სტრესული და უფრო ეფექტური იქნება. ხოლო საკუთარი თავის მოტივაციისთვის — ჩასქროლეთ საყვარელი ბლოგერების სოციალური ქსელები და ნახავთ, რომ მათი რამდენიმე წლის წინანდელი პოსტები სულაც არ იყო იდეალური.
ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტინგული პროფესიები ყოველწლიურად 6%-ით იზრდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდისთვის საშუალოზე სწრაფია.