ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეთიბისი
6 ნოემბერი 2023, 12:30
2023-11-06
თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდის გამოცდილება საერთაშორისო ტურნირზე
SANS CEE კიბერუსაფრთხოების შესახებ ტურნირზე, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ, საქართველოს სახელით თიბისის კიბერუსაფრთხოების ტექ გუნდი გამოვიდა.
2-ეტაპიანი ტურნირის პირველ ეტაპზე დაახლოებით 800 ადამიანი მონაწილეობდა, მეორე, ფინალურ ეტაპზე მათგან 250 გადავიდა. თიბისის გუნდმა საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, უშუალოდ შეჯიბრზე კი — მე-15.
SANS CEE კიბერუსაფრთხოების შესახებ ტურნირზე, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ, საქართველოს სახელით თიბისის კიბერუსაფრთხოების ტექ გუნდი გამოვიდა.
2-ეტაპიანი ტურნირის პირველ ეტაპზე დაახლოებით 800 ადამიანი მონაწილეობდა, მეორე, ფინალურ ეტაპზე მათგან 250 გადავიდა. თიბისის გუნდმა საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, უშუალოდ შეჯიბრზე კი — მე-15.
თიბისი შეჯიბრზე გუჯა მარკოზაშვილმა, გიორგი ბარბაქაძემ და ალექს ქისტაურმა წარადგინეს.
სწორედ ალექს ქისტაური ელაპარაკა dev.ge-ს SANS CEE Cyber Tournament-ის მნიშვნელობაზე, მიღწეულ შედეგზე, მიღებულ გამოცდილებასა და ემოციებზე.
ალექსის თქმით, ფინალურ შეჯიბრზე გუნდებმა რთული ამოცანები მიიღეს, რათა კიბერუსაფრთხოების უნარები და გამოცდილება რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში შეფასებულიყო. როგორც ამბობს, გუნდს თიბისიში მიღებული გამოცდილება რამდენიმე ამოცანის ამოხსნაში ძალიან დაეხმარა.
ალექს ქისტაური
«კონკურსის ფორმატი რთული ამოცანების სერიას მოიცავდა — სიმულაციაში კიბერუსაფრთხოების რეალური სცენარები იყო განხილული. ეს ამოცანები მოიცავდა შეღწევადობის ტესტირების სხვადასხვა ასპექტს — Exploit development, Reverse engineering, web app penetration testing და სხვა».
ალექსი მიიჩნევს, რომ გუნდის მთავარი სიძლიერე შეღწევადობის ტესტირებაში კოლექტიური გამოცდილება იყო. მისი თქმით, გუნდის წევრები თიბისიში ერთად მუშაობენ და ლოგიკურია, რომ კომპანიაში ერთად მუშაობის გამოცდილება მათზე დადებითად აისახა.
ასევე, როგორც ალექსი ამბობს, შეჯიბრის პროცესში მათთვის უკვე ნაცნობ ამოცანებს ხვდებოდნენ, რაც სწორედ თიბისის გამოცდილების დამსახურებაა.
ცხადია, გუნდი შეჯიბრის განმავლობაში, დაბრკოლებებსაც შეხვდა. როგორც ალექსი გვიყვება, თიბისის გუნდისთვის მთავარი პრობლემა შეზღუდული დრო აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ მიღებულ შედეგზე ამ ფაქტორს დიდი გავლენა არ მოუხდენია.
«შეჯიბრის დროს გარკვეული წინაღობებიც შეგვხვდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დროის მენეჯმენტი იყო, რადგან ჩვენ დავალებების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეზღუდული დროის ფარგლებში უნდა შეგვესრულებინა. ჩვენ მიერ შესრულებული დავალებები ცოდნისა და უნარების რეალურ დროში გამოყენებას მოითხოვდა. უნდა გვეფიქრა კრიტიკულად, და გადაგვეჭრა რთული პრობლემები». — ამბობს ალექს ქისტაური.
მისივე თქმით, ასე შეჯიბრებში მონაწილეობა ახალი გამოცდილების მისაღებად იდეალურია. თუმცა, პასუხისმგებლობაც დიდია, «ვინაიდან კომპანია იმედებს შენზე ამყარებს».
გუნდს უნდა, მომავალში წელს მიღებული შედეგი გააუმჯობესოს და დარწმუნებულიცაა, რომ ასე მოხდება.
თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. მრავალ უპირატესობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს.
თიბისის მხარდაჭერით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია, GITI გაიმართება
11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. რიგით მე-13 GITI კონფერენცია ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს.
თიბისიში საკრედიტო პროდუქტების განაცხადების დამუშავებისა და სესხების გაცემის პროცესების ავტომატიზაციის სისტემის დეველოპმენტისთვის მსოფლიოში მოწინავე Low-Code პლატფორმას, OutSystems-ს იყენებენ.
OutSystems, რომელიც 2001 წელს ლისაბონში დაფუძნდა, წელიწადში 3 მასშტაბურ კონფერენციას ატარებს 3 სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში — აშშ-ში, პორტუგალიასა და ინდოეთში. თიბისის OutSystems დეველოპერები და ასოცირებული პარტნიორები: მიხეილ ოსიპოვი, ლევან ტეტემაძე, ირინა კაზარიანი და ჯაბა აგულაშვილი ღონისძიებას ლისაბონში, 12-13 სექტემბერს დაესწრნენ.
მიხეილ ოსიპოვმა dev.ge-სთან კონფერენციის დეტალებზე, მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.