ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს

DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, შეაჯამა, თუ როგორ იყენებენ ადამიანები საქართველოში ციფრულ მოწყობილობებსა და სერვისებს 2023 წელს. 

კომენტარის დატოვება

DataReportal-ის მიმოხილვაში განხილულია, თუ როგორი იყო ინტერნეტის მასშტაბი და სიჩქარე საქართველოში 2023 წელს. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკას.

DataReportal-ზე დაყრდნობით, 2023 წლის დასაწყისში საქართველოში ინტერნეტის 2,86 მილიონი მომხმარებელი იყო, ხოლო ინტერნეტის შეღწევადობა 76,4 პროცენტს შეადგენდა.

ციფრების კიდევ უფრო ღრმად გასააზრებლად და დამატებითი კონტექსტის შემოსატანად, DataReportal-მა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზეც ისაუბრა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობა 2023 წლის იანვარში 3,74 მილიონი იყო. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა 2022-2023 წლებში 18 ათასით (-0,5 პროცენტით) შემცირდა. ხოლო ქვეყნის მაცხოვრებლების საშუალო ასაკი 36,6 წელს შეადგენდა.

DataReportal-ის იდენტური პლატფორმის, Kepios-ის ანალიზი აჩვენებს, რომ 2022-2023 წლებში საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 14 ათასით (-0,5 პროცენტით) შემცირდა.

თვალსაჩინოებისთვის, ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ 2023 წლის დასაწყისში საქართველოში ინტერნეტს 880.0 ათასი ადამიანი არ იყენებდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წლის დასაწყისში მოსახლეობის 23.6 პროცენტი ხაზგარეშე დარჩა.

DataReportal-მა ინტერნეტის სიჩქარეზეც ისაუბრა — Ookla-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე ფიჭური ქსელების საშუალებით 33.67 Mbps-ს შეადგენდა, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 25,97 Mbps იყო.

Ookla-ს მონაცემებით ირკვევა, რომ მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე საქართველოში 2023 წლის დასაწყისისთვის 4,45 Mbps-ით (+15,2 პროცენტი) გაიზარდა.

ამავდროულად, Ookla-ს მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, იმავე პერიოდში, 5,71 Mbps-ით (+28,2 პროცენტი) გაიზარდა.

„მაგთი კიდევ ერთხელ პასუხობს კომკომს განცხადებაზე რომ მობილური ინტერნეტი ძვირია
«მაგთი» კიდევ ერთხელ პასუხობს კომკომს განცხადებაზე, რომ მობილური ინტერნეტი ძვირია
თემის მიხედვით
«მაგთი» კიდევ ერთხელ პასუხობს კომკომს განცხადებაზე, რომ მობილური ინტერნეტი ძვირია
რას პასუხობენ მაგთი და სილქნეტი კომკომს ბრალდებაზე რომ ქვეყანაში ცუდი და ძვირი ინტერნეტია
რას პასუხობენ მაგთი და სილქნეტი კომკომს ბრალდებაზე, რომ ქვეყანაში ცუდი და ძვირი ინტერნეტია
თემის მიხედვით
რას პასუხობენ მაგთი და სილქნეტი კომკომს ბრალდებაზე, რომ ქვეყანაში ცუდი და ძვირი ინტერნეტია
OECD: საქართველოში ინტერნეტის ფასი მაღალია მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა — პრობლემა
OECD: საქართველოში ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა — პრობლემა
თემის მიხედვით
OECD: საქართველოში ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა — პრობლემა
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
თემის მიხედვით
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება
აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.