ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
15 იანვარი 2024, 11:30
2024-01-15
OECD: საქართველოში ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა — პრობლემა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, SME Policy Index-ის თანახმად, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდირებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2,35%-ს შეადგენს.
ამასთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა — საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს.
OECD-ის თანახმად, მსხვილი კომპანიების თითქმის 80%-ს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მბ.წმ-ზე მეტი) აქვს წვდომა, საშუალო კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი — 54%-ია, მცირე კომპანიებისთვის კი — 38%.
კვლევაში წერია, რომ ეს არაპროპორციული გადანაწილება და არათანაბარი გარემო ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგია ის, რომ ქვეყანაში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-სა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც, რომლებიც საქართველოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით უკვე აქვს.
კერძოდ:
2015-2020 წლებში გაორმაგებულია ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი, ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის 99%-ის 4G ინტერნეტის დაფარვისთვის.
დასკვნის სახით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწია, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების, ასევე, ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება, შედარებით დაბალ ფასად შეძლონ.
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, შეაჯამა, თუ როგორ იყენებენ ადამიანები საქართველოში ციფრულ მოწყობილობებსა და სერვისებს 2023 წელს.
როგორ ეხმარება charte.ge სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, ჰქონდეთ ინტერნეტი და ისწავლონ
დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. საქველმოქმედო პლატფორმა charte.ge ცდილობს, ეს პრობლემა აღმოფხვრას და ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.
ამასთან, ეს მოქალაქეების დახმარებით, ჩართულობით კეთდება. სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადის დაფინანსება ან კომპიუტერის ჩუქება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.