ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

„მაგთი" კიდევ ერთხელ პასუხობს კომკომს განცხადებაზე, რომ მობილური ინტერნეტი ძვირია

«მაგთი» კიდევ ერთხელ პასუხობს კომუნიკაციების კომისიას განცხადებაზე, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტი ძვირია. 

კომენტარის დატოვება
„მაგთი" კიდევ ერთხელ პასუხობს კომკომს განცხადებაზე, რომ მობილური ინტერნეტი ძვირია

«მაგთი» კიდევ ერთხელ პასუხობს კომუნიკაციების კომისიას განცხადებაზე, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტი ძვირია. 

კომპანიას არგუმენტად თავადკომუნიკაციების კომისიის კვლევა მოჰყავს და აცხადებს, რომ სწორედ ამ კვლევის თანახმად, საქართველოში მობილური ინტერნეტის ფასები 13%-დან 53%-მდე იაფია ევროპის ქვეყნებთან შედარებით (კვლევა გვ.14);

«კომუნიკაციების კომისია კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ, საკუთარ განცხადებებში ჯიუტად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურების ფასები საგანგაშოდ მაღალია.

გვსურს კომისიის მიერვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან წარმოგიდგინოთ ამონარიდი ფიზიკური პირების მობილური ინტერნეტის მოცულობითი პაკეტების ტარიფებთან დაკავშირებით:

საქართველოში მობილური ინტერნეტის ყველა მოცულობითი პაკეტის ფასი 13%-დან 53%-მდე დაბალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით». — აცხადებს «მაგთი» და ცხრილს წარმოადგენს.

ასევე, კომპანიის თანახმად, მაგთის„ულიმიტო» მობილური ინტერნეტის ტარიფები მეორე ადგილზეა სიიაფით კვლევაში წარმოდგენილი ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით (კვლევა გვ.41).

საქართველოს კომუნიკაციების კომისია ბოლო რამდენიმე კვირაა, ინტენსიურად აქვეყნებს სხვადასხვა განცხადებას და კვლევას, რომლის მიხედვითაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტის ხარისხი დაბალი, ხოლო ფასი მაღალია. 

კომკომმა 17 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. 

იყო მოყვანილი სხვა მაჩვენებლებიც. თუმცა, კომკომმა აქცენტი სწორედ  100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტსა და 10 გბ. მობილური ინტერნეტზე გააკეთა. ამასთან, მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ განცხადება მაგთისა და სილქნეტს ეხებოდათ. 

კომკომმა განაცხადა, რომ «ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად უწყება სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა ქართველ მომხმარებლებს, ევროპელი მომხმარებლების მსგავსად, ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ მომსახურებებით სარგებლობა». 

კომუნიკაციების კომისიას მეორე დღესვე უპასუხა «მაგთიმ» და ის დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. «სილქნეტმა» კი განაცხადა, რომ კომისია რეგულირებისთვის ამზადებს საფუძველს. 

კვლევა: მობილური ინტერნეტი 35%-ით ფიქსირებული — 136%-ით ძვირია ევროპის ქვეყნებზე
კვლევა: მობილური ინტერნეტი 35%-ით, ფიქსირებული — 136%-ით ძვირია ევროპის ქვეყნებზე
თემის მიხედვით
კვლევა: მობილური ინტერნეტი 35%-ით, ფიქსირებული — 136%-ით ძვირია ევროპის ქვეყნებზე
რას პასუხობენ მაგთი და სილქნეტი კომკომს ბრალდებაზე რომ ქვეყანაში ცუდი და ძვირი ინტერნეტია
რას პასუხობენ მაგთი და სილქნეტი კომკომს ბრალდებაზე, რომ ქვეყანაში ცუდი და ძვირი ინტერნეტია
თემის მიხედვით
რას პასუხობენ მაგთი და სილქნეტი კომკომს ბრალდებაზე, რომ ქვეყანაში ცუდი და ძვირი ინტერნეტია


ასევე წაიკითხეთ
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
სილქნეტის განცხადებით, სავარაუდოდ, გაჟონა 2000-მდე მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ
სილქნეტის განცხადებით, სავარაუდოდ, გაჟონა 2000-მდე მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ
სილქნეტის განცხადებით, სავარაუდოდ, გაჟონა 2000-მდე მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ
კომპანია «სილქნეტი» აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაჟონა დაახლოებით 2000-მდე მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა. კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს რეაგირების ღონისძიებები. 
ჰუსიტებმა წითელი ზღვაში გლობალური ინტერნეტის სამი კაბელი დააზიანეს
ჰუსიტებმა წითელი ზღვაში გლობალური ინტერნეტის სამი კაბელი დააზიანეს
ჰუსიტებმა წითელი ზღვაში გლობალური ინტერნეტის სამი კაბელი დააზიანეს
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
ინტერნეტის მოხმარება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში —DataReportal-ის ახალი ანგარიში
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, სხვადასხვა საინტერესო მონაცემის მიხედვით შეაჯამა, თუ როგორია ციფრული ცხოვრება საქართველოში 2024 წლის დასაწყისში.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.