ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

თორნიკე მჟავანაძე რუსულ კანონზე: ცხადია, დადებითი გავლენა არ ექნება

აგრო-ტექნოლოგიური სტარტაპის, DG Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე მჟავანაძემ dev.ge-სთან იმ საფრთხეებზე ილაპარაკა, რომლებიც რუსული კანონის დამიტკიცებას მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ამით სტარტაპ ეკოსისტემამ შესაძლოა ინვესტიციები დაკარგოს.

კომენტარის დატოვება

თორნიკე ამბობს, რომ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა დონაციურ რესურსზეა დამოკიდებული, რომლის წყაროც, ძირითადად, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

«თუ ამ ორგანიზაციებმა რაიმე სახის საფრთხე იგრძნეს, ეს ავტომატურად აისახება ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაზე. ისედაც მწირი ხელმისავდომობის პირობებში, დიდია ალბათობა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას საფრთხე შეექმნება». 

თორნიკესვე თქმით, მისთვის საინტერესო რუსული კანონის სტარტაპ ეკოსისტემაზე შესაძლო ზეგავლენაა. 

«არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა ვისმჯელო, რა შედეგებამდე მიგვიყვანს რუსული კანონის მიღება. თუმცა, ცხადია, რომ მას პოლიტიკურ ველზე დადებითი გავლენა არ ექნება». — განაცხადა თორნიკე მჟავანაძემ.

რა ხდება?

«ქართულმა ოცნება» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. მის განხილვას მსვლელობა პარლამენტში 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე მიეცემა. 

ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა —  «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს. 

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. 

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.

კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა. 

კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება. 

რუსული კანონი ყველას შეეხება. 

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.

ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
თემის მიხედვით
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას
თემის მიხედვით
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
შსს-მ სარეკლამო კომპანია «ლიმონის» მფლობელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. შსს მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. 
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით. 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.