ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რას პასუხობენ მაგთი და სილქნეტი კომკომს ბრალდებაზე, რომ ქვეყანაში ცუდი და ძვირი ინტერნეტია

კომუნიკაციების კომისია ბოლო რამდენიმე კვირაა, პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა განცხადებას და კვლევას, რომლის მიხედვითაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტის ხარისხი დაბალი, ხოლო ფასი მაღალია. კომკომის განცხადებების ადრესატმა კომპანიებმა, მაგთიმ და სილქნეტმა უპასუხეს. 

კომენტარის დატოვება

კომკომის დაკვეთით ჩატარებული ანალიზის თანახმად, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.

ეს შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა.

«ვიდრე საქართველოში შენარჩუნდება მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტის მაღალი ფასები, მომხმარებლები კვლავ იძულებული იქნებიან, აირჩიონ დაბალსიჩქარიანი და დაბალი მოცულობის მომსახურებები ან გადაიხადონ მნიშვნელოვნად მაღალი, პრემიუმ ფასები და ასე მიიღონ მაღალი სიჩქარე/მოცულობა». — წერია დასკვნაში.

კომუნიკაციების კომისიამ თავად აღნიშნა, რომ განცხადება მაგთისა და სილქნეტს ეხებოდათ.

ამასთან, განაცხადა, რომ «ფასების შედარებით ანალიზში გამოკვეთილი შედეგების გასაუმჯობესებლად უწყება სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს». 

უწყებას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს გადაწყვეტილებებში. 

ადრესატმა კომპანიებმა მარეგულირებელს უპასუხეს.

სილქნეტმა 23 იანვარს განაცხადა, რომ კომისია რეგულირებისთვის საფუძველს ამზადებს. 

«საქართველოში მოქმედი ტარიფების ნეგატიური ფორმით წარმოჩენა სავარაუდოდ ემსახურება კომისიის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების წინასწარი (ex-ante) რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს საინვესტიციო გარემოს გაუარესებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია და ოპერატორები შევძლებთ თანამშრომლობის სწორი ფორმის გამონახვას, რითაც ხელს შევუწყობთ საქართველოში ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას». — ნათქვამია სილქნეტის განცხადებაში.

კომპანია ასევე ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ განცხადების სათაურში შერჩეული მობილური პაკეტი — 10 გბ ინტერნეტი და 1795 წთ სალაპარაკო დრო, ბაზრის შეფასებისთვის არარელევანტურია, რადგან მსგავსი პაკეტით აბონენტთა მხოლოდ 0,1% სარგებლობს. მათი თქმით, ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაში, კომისიის მიერ ასევე შერჩეულია პაკეტი, რომელიც ძვირია ევროპულ ფასებთან შედარებით, მაგრამ მსგავს პაკეტს აბონენტთა მხოლოდ 2% იყენებს.

«საქართველოში ყველა მობილური ინტერნეტ-პაკეტი 13%-დან 56%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ პაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა (რომლითაც აბონენტების 98% სარგებლობს) 5%-დან 17%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი». — ვკითხულობთ სილქნეტის განცხადებაში.

კომკომის მიერ გამოქვენებულ კვლევის შედეგებს მაგთიმ 18 იანვარს უპასუხა და მას fake news უწოდა. 

«კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევიდან, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას — თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს.

აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას». — წერს «მაგთი» Facebook გვერდზე.

კომპანიამ აღნიშნა, რომ მაგთიკომის მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ სიიაფით მოწინავე პოზიციებზეა.

ამასთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად იაფია.

კომპანია აცხადებს, რომ «მაგთიკომის» ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად «ულიმიტო მობილური ინტერნეტი» — ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში.

კვლევა: მობილური ინტერნეტი 35%-ით ფიქსირებული — 136%-ით ძვირია ევროპის ქვეყნებზე
კვლევა: მობილური ინტერნეტი 35%-ით, ფიქსირებული — 136%-ით ძვირია ევროპის ქვეყნებზე
თემის მიხედვით
კვლევა: მობილური ინტერნეტი 35%-ით, ფიქსირებული — 136%-ით ძვირია ევროპის ქვეყნებზე
OECD: საქართველოში ინტერნეტის ფასი მაღალია მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა — პრობლემა
OECD: საქართველოში ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა — პრობლემა
თემის მიხედვით
OECD: საქართველოში ინტერნეტის ფასი მაღალია, მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა — პრობლემა
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი გაუარესდა ციფრული ცხოვრების ხარისხი — გაუმჯობესდა
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი გაუარესდა, ციფრული ცხოვრების ხარისხი — გაუმჯობესდა
თემის მიხედვით
საქართველოში ინტერნეტის ხარისხი გაუარესდა, ციფრული ცხოვრების ხარისხი — გაუმჯობესდა

ასევე წაიკითხეთ
2023-ში 561 000 ფიზიკური აბონენტი 30 მბ/წმ-იან ინტერნეტ პაკეტს მოიხმარდა, 245 ათასი — 25 მბ/წმ-იანს
2023-ში 561 000 ფიზიკური აბონენტი 30 მბ/წმ-იან ინტერნეტ პაკეტს მოიხმარდა, 245 ათასი — 25 მბ/წმ-იანს
2023-ში 561 000 ფიზიკური აბონენტი 30 მბ/წმ-იან ინტერნეტ პაკეტს მოიხმარდა, 245 ათასი — 25 მბ/წმ-იანს
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
2023-ში მაგთის შემოსავალი 42 მლნ ლარით გაიზარდა, სილქნეტის — 35 მლნ-ით, სელფის — 14 მლნ-ით
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.