ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჩიპების ომი — ჩინეთმა Micron-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აკრძალა

ჩინეთი ამბობს, რომ მეხსიერების ჩიპების ამერიკული გიგანტის, Micron Technology-ის მიერ დამზადებული პროდუქტები ეროვნული უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს

კომენტარის დატოვება

ქვეყნის კიბერსივრცის მარეგულირებელმა 21 მაისს განაცხადა, რომ ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აიკრძალება.

ეს აშშ-ის წინააღმდეგ ჩინეთის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია — დაძაბულობა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ყოველდღიურად იზრდება

ხანგრძლივი დავის შემდეგ, ვაშინგტონმა ჩინური ჩიპების ინდუსტრიის წინააღმდეგ მთელი რიგი ზომები მიიღო ამერიკული სექტორის გასაძლიერებლად მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

განცხადებაში, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ (CAC) თქვა: «გამოკვლევამ დაადგინა, რომ Micron-ის პროდუქტებს ქსელს უსაფრთხოების სერიოზული რისკები ახლავს, რაც ჩინეთის კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის მიწოდების ჯაჭვს  უსაფრთხოების მნიშვნელოვან რისკებს უქმნის — ეს გავლენას ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ახდენს».

CAC-მა დეტალებზე არ ისაუბრა. უცნობია, Micron-ის კონკრეტულად რომელ პროდუქტებზეა საუბარი.

Micron-ის სპიკერმა BBC-ის დაუდასტურა, რომ კომპანია გადაწყვეტილებას პატივისცემით იღებს, თუმცა არ ეთანხმება.

«ჩვენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩინეთის ხელისუფლებასთან დისკუსიების გაგრძელებას მოუთმენლად ველით». — დასძინა მან.

საპასუხოდ, აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ მოკავშირეებთან აქტიურად იმუშავებს, რათა ჩინეთის ქმედებებით დამახინჯებული ბაზარი გამოასწოროს.

«ჩვენ ვეწინააღმდეგებით შეზღუდვებს, რომლებსაც ფაქტობრივად არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ». — თქვა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

CAC-ის განცხადება ერთი დღის შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიაში G7-ის ლიდერებმა ჩინეთი გააკრიტიკეს.

კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ G7 ქვეყნები რისკებისგან თავის დაღწევასა და ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობების დივერსიფიკაციას ცდილობენ.

Micron-ის აღმასრულებელი დირექტორი, სანჯაი მეჰროტრა ჰიროშიმაში სამიტს დაესწრო, როგორც ბიზნეს ლიდერების ჯგუფის ნაწილი.

გასულ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ იაპონიაში ტექნოლოგიების განვითარებისთვის 500 მილიარდი იენის (3,6 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს.

ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — იაპონია ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს
Samsung Electronics მეხსიერების ჩიპების წარმოებას შეამცირებს
Samsung Electronics მეხსიერების ჩიპების წარმოებას შეამცირებს
თემის მიხედვით
Samsung Electronics მეხსიერების ჩიპების წარმოებას შეამცირებს

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.