მსოფლიოს უდიდესმა ჩიპების მწარმოებელმა, Samsung Electronics-მა თქვა, რომ გაყიდვები ნელი გლობალური ეკონომიკისა და პანდემიის შემდეგ ნაკლები მოთხოვნის გამო, საგრძნობლად შემცირდა. ამიტომ, კომპანია მეხსიერების ჩიპების წარმოებას შეამცირებს.
მსოფლიოს უდიდესმა ჩიპების მწარმოებელმა, Samsung Electronics-მა თქვა, რომ გაყიდვები ნელი გლობალური ეკონომიკისა და პანდემიის შემდეგ ნაკლები მოთხოვნის გამო, საგრძნობლად შემცირდა. ამიტომ, კომპანია მეხსიერების ჩიპების წარმოებას შეამცირებს.
Samsung-ის თქმით, წინასწარი მონაცემებით, საოპერაციო მოგება 2023 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის 14 ტრილიონი ვონიდან, 600 მილიარდი ვონით (455 მილიონი აშშ დოლარი) შემცირდა.
«ჩვენ მეხსიერების ჩიპების წარმოებას მნიშვნელოვანად ვამცირებთ». — თქვა სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა.
მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნა Covid-ის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მომხმარებლებმა სახლისთვის ახალი ტექნიკა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინეს.
ინდუსტრია ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩიპების დეფიციტს ებრძოდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. მიუხედავად ამისა, ნახევარგამტარების მწარმოებლები მარაგსა და მიმდინარე მოთხოვნას შორის ბალანსს ვერ პოულობენ.
«როდესაც მთლიანი ეკონომიკა შენელდა, პროდუქტებზე მოთხოვნაც შენელდა. ასე რომ, ამ პროდუქტების მწარმოებლებმა ჩიპების შეკვეთა შეწყვიტეს და იმის გაყიდვაზე ფოკუსირდნენ, რაც უკვე ჰქონდათ. ამან ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის მიწოდების ჯაჭვში პრობლემები შექმნა. ჩიპებზე ძალიან მაღალი მოთხოვნა მოულოდნელად შემცირდა». — თქვა ანალიტიკოსმა, პიტერ ჰანბერიმ.
Samsung-მა, ტელევიზორების, პლანშეტებისა და სმარტფონების უმსხვილესმა მწარმოებლმა, კონკურენტებთან შედარებით უფრო მოქნილად და ჭკვიანურად იმოქმედა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ წარმოების შემცირების შესახებ განცხადება იშვიათია. გასულ თვეში, Samsung-მა სამხრეთ კორეაში უზარმაზარი ნახევარგამტარული ჰაბის შესაქმნელად 300 ტრილიონი ვონის ინვესტიციის გეგმაზე ისაუბრა.
ინვესტორები იმედოვნებენ, რომ Samsung-ის განცხადება ნახევარგამტარული ინდუსტრიის ბაზრის აღდგენის ნიშანია.
«ჩვენ ველით, მომდევნო 3-6 თვის განმავლობაში ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. საბოლოოდ, ბაზრები თავიანთი ინვენტარით იმუშავებენ და ნორმალურ შესყიდვებს დაუბრუნდებიან». — თქვა პიტერ ჰანბერიმ.
კომპანია დეტალური შემოსავლის გამოქვეყნებას ამ თვის ბოლოს აპირებს.