ჩინეთი კომპიუტერული ჩიპების მასალების ექსპორტს ზღუდავს
ჩინეთის მთავრობა ორი ძირითადი მასალის ექსპორტზე, რომლებიც კომპიუტერული ჩიპების დასამზადებლად გამოიყენება, კონტროლს აძლიერებს.
ჩინეთის მთავრობა ორი ძირითადი მასალის ექსპორტზე, რომლებიც კომპიუტერული ჩიპების დასამზადებლად გამოიყენება, კონტროლს აძლიერებს.
მომავალი თვიდან გალიუმისა და გერმანიუმის ექსპორტისთვის ჩინეთიდან, რომელიც მსოფლიოში ლითონების უდიდესი მწარმოებელია, სპეციალური ლიცენზიები იქნება საჭირო.
ეს ხდება ვაშინგტონის მცდელობის შემდეგ, შეზღუდოს ჩინეთის წვდომა ზოგიერთ მოწინავე მიკროპროცესორზე.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეზღუდვები «ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად» არის საჭირო.
ვერცხლისფერი ლითონები ნახევარგამტარებში, კომუნიკაციებსა და სამხედრო აღჭურვილობაში გამოიყენება. ისინი ასევე ძირითადი მასალებია ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა, მაგალითად, მზის პანელები.
ნახევარგამტარები, რომლებიც ყველაფერის მუშაობას უწყობენ ხელს — მობილური ტელეფონებიდან სამხედრო ტექნიკით დამთავრებული — მსოფლიოს ორ უდიდეს ქვეყანას შორის მწვავე კამათის საგანია.
შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რათა ჩინეთს იმ ტექნოლოგიაზე წვდომა შეუზღუდოს, რომელიც შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.
ოქტომბერში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ლიცენზიებს მოითხოვდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში ჩიპების ექსპორტს ანხორციელებენ — მიუხედავად იმისა, თუ სად მზადდება ისინი.
ამ ნაბიჯს სხვა ქვეყნებიც შეურთდნენ, მათ შორის ნიდერლანდები და იაპონია.
გასულ კვირას ნიდერლანდებმა გამოაცხადა, რომ გარკვეული ნახევარგამტარული წარმოების აღჭურვილობის ექსპორტს შეზღუდავს.
ამავდროულად, იაპონია გეგმავს კომპიუტერული ჩიპების ექსპორტი შეზღუდოს.
ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებები გამართა — აღადგინა მაღალი დონის კომუნიკაციები მეტოქე ზესახელმწიფოებს შორის.