ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბილ გეითსის აზრით, AI სისტემების წვრთნის შეჩერება პრობლემებს ვერ მოაგვარებს

Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეითსმა პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ღია წერილმა, რომელშიც ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ, აჟიოტაჟი გამოიწვია. გეიტსის აზრით, AI სისტემების სწავლების შეჩერება პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

კომენტარის დატოვება

მეცნიერმა, რომელიც ქველმოქმედი გახდა, თქვა, რომ უკეთესი იქნება იმაზე ვიფიქროთ, AI-ის განვითარება ჩვენს სასარგებლოდ როგორ გამოვიყენოთ, რადგან ძნელია იმის ზუსტად გაგება, თუ როგორ იმუშავებს პაუზა გლობალურად.

ღია წერილს ხელი ილონ მასკთან ერთად, 1000-ზე მეტმა ექსპერტმა მოაწერა, რომლებიც GPT-4-ის მსგავსი სისტემების სასწრაფოდ შეჩერებას მოითხოვენ. OpenAI-ის მიერ გამოშვებულ პროდუქტს ადამიანის მსგავსი საუბრის გამართვა, სიმღერების შექმნა და გრძელი დოკუმენტების შეჯამება შეუძლია.

ექსპერტებმა, მათ შორის Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა, წერილში განაცხადეს, რომ საზოგადოებისთვის პოტენციური რისკები და სარგებელი სწორად უნდა შეფასდეს.

«არ მგონია, რომ ერთი კონკრეტული ჯგუფის თხოვნით პრობლემები მოგვარდეს. აშკარაა, რომ ხელოვნურ ინტელექტს უზარმაზარი სარგებელი მოაქვს… ჩვენი მთავარი მოვალეობა ახლა მცირე ხარვეზების აღმოფხვრაა». — თქვა გეითსმა.

Microsoft ხელოვნური ინტელექტის პირველობისთვის ბრძოლაში ChatGPT-ის მფლობელ OpenAI-ში მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ დაწინაურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბილ და მელინდა გეითსები ონიენტირებულნი ქველმოქმედებაზე არიან, გეითსი ხელოვნური ინტელექტის ძლიერი მხარდამჭერი იყო და მის განვითარებას რევოლუციურს უწოდებდა.

ბლოგში, სახელწოდებით «ხელოვნური ინტელექტის ერა დაიწყო», რომელიც 21 მარტს, ღია წერილამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა, გეითსმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში უთანასწორობის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ.

მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ღია წერილის ავტორების მოთხოვნის დაკმაყოფილება რთული იქნება.

«მე არ მესმის ეს კონკრეტულად ვინ ან რატომ უნდა შეაჩეროს, ნუთუ დათანხმდება მსოფლიოს ყველა ქვეყანა წვრთნები 6 თვით შეჩერდეს… მაგრამ ამ სფეროში ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს». — განაცხადა ბილ გეითსმა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
თემის მიხედვით
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
თემის მიხედვით
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.