ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბაიდენი ჩინეთისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს

ფონდის მენეჯერები შიშობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯი, რომელიც ჩინეთში გამავალი ინვესტიციების შეზღუდვას გულისხმობს, ვაშინგტონში პეკინის საწინააღმდეგო განწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს და მეტ შეზღუდვას გამოიწვევს.

კომენტარის დატოვება

აღმასრულებელი ბრძანება აშშ-დან ჩინეთში მგრძნობიარე ტექნოლოგიების გატანას არეგულირებს. ინვესტორებმა, მრჩეველებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრძანება ეროვნულ უსაფრთხოებაზეა მორგებული და ინდუსტრიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თვეების კონსულტაციების შედეგია.

ბრძანება ვაშინგტონში რიტორიკას აძლიერებს. ზოგიერთი კანონმდებელი მეტი შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.

ამერიკელი ინვესტორებისთვის, რომლებიც გეოპოლიტიკაში ნავიგაციას ცდილობენ, ვაშინგტონში ხმაური იმის დადგენას ართულებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ჩინეთში. აღმასრულებელი ბრძანება, კანონმდებლებისა და სააგენტოების ანტიჩინურ ნაბიჯებთან ერთად, ნიშნავს, რომ საერთო პოლიტიკა გაურკვეველია. ჩინეთი ბიზნესსაც ართულებს. გაურკვევლობა, სავარაუდოდ, კიდევ საინვესტიციო ნაკადებს კიდევ უფრო დააზარალებს და საგანგებო დაგეგმვის აქტუალურობას გაზრდის.

«აღმასრულებელი ბრძანება შემდგომი მოქმედებისთვის ჩარჩოს აყალიბებს». — თქვა, იურიდიული კომპანიის, Blank Rome-ის საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ენტონი რაპამ. — «ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის მონიტორინგი, თუ როგორ მიიღება ეს აღმასრულებელი ბრძანება კონგრესში». 

შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების შეშფოთების ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ 9 აგვისტოს ახალი შემოთავაზებული რეჟიმი წარადგინა, რაც ჩინეთში აშშ-ის ზოგიერთი ინვესტიციის შემოწმებასა და აკრძალვას გულისხმობს. მთავრობას ისეთ ტექნოლოგიების შეზღუდვა სურს, რომელიც შეიძლება პეკინს სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში დაეხმაროს.

ჯო ბაიდენი ჩინურ ტექნოლოგიებში აშშ-ის ინვესტიციებს ზღუდავს
ჯო ბაიდენი ჩინურ ტექნოლოგიებში აშშ-ის ინვესტიციებს ზღუდავს
თემის მიხედვით
ჯო ბაიდენი ჩინურ ტექნოლოგიებში აშშ-ის ინვესტიციებს ზღუდავს
ტექნოლოგიური ომი: ბაიდენი ცდილობს ამერიკული პროდუქტების Huawei-სთვის მიყიდვა აკრძალოს
ტექნოლოგიური ომი: ბაიდენი ცდილობს, ამერიკული პროდუქტების Huawei-სთვის მიყიდვა აკრძალოს
თემის მიხედვით
ტექნოლოგიური ომი: ბაიდენი ცდილობს, ამერიკული პროდუქტების Huawei-სთვის მიყიდვა აკრძალოს
ჩინეთი კომპიუტერული ჩიპების მასალების ექსპორტს ზღუდავს
ჩინეთი კომპიუტერული ჩიპების მასალების ექსპორტს ზღუდავს
თემის მიხედვით
ჩინეთი კომპიუტერული ჩიპების მასალების ექსპორტს ზღუდავს

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.