ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ჯო ბაიდენი ჩინურ ტექნოლოგიებში აშშ-ის ინვესტიციებს ზღუდავს

ამერიკელებს ჩინეთის ნახევარგამტარული და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელების საშუალება შეეზღუდებათ. თეთრმა სახლმა მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება დაასახელა, მაგრამ რეალურად, ეს შიდა მაღალტექნოლოგიური წარმოების აღორძინების ფონზე ხდება. 

კომენტარის დატოვება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რათა დაბლოკოს და დაარეგულიროს ამერიკული ინვესტიციები ჩინეთში მთავარ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში.

ბაიდენმა კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითა, რომ აცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას, რათა უპასუხოს ჩინეთის მიღწევებს «სენსიტიურ ტექნოლოგიებსა და პროდუქტებში, რომლებიც კრიტიკულია სამხედრო, დაზვერვის, თვალთვალის ან კიბერ-ჩართული შესაძლებლობებისთვის».

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებით, ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარეობს და არა ეკონომიკური ინტერესებიდან.

თუმცა, მოვლენები მსოფლიოს ორ უდიდეს ძალას შორის მზარდი ტექნიკური მეტოქეობის ფონზე ვითარდება. 

ჯო ბაიდენის ბრძანება ძალაში, სავარაუდოდ, 2024 წლიდან შევა.

ჩინეთი იმედგაცრუებულია შეზღუდვებით

სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ბაიდენის ბრძანება მოიწონა. «ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამერიკული ფული ჩინეთის არმიის აღზევებას ეხმარებოდა. დღეს შეერთებული შტატები დგამს პირველ სტრატეგიულ ნაბიჯს, რათა დარწმუნდეს, რომ ამერიკული ინვესტიციები ჩინეთის სამხედრო წინსვლის დაფინანსებას არ მოხმრდება».  — თქვა მან.

თუმცა, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა თქვა, რომ «ძალიან იმედგაცრუებულია» ამ ამბებით.

განცხადებაში, ლიუ პენგიუმ აღინიშნა, რომ შეზღუდვები «სერიოზულად ძირს უთხრის ჩინური და ამერიკული კომპანიების და ინვესტორების ინტერესებს». ~

«ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და მტკიცედ დაიცავს ჩვენს უფლებებსა და ინტერესებს». — დასძინა მან.

ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისთვის

ასევე წაიკითხეთ
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
ილონ მასკი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Twitter-ის მამხილებელი ბაიდენის ადმინისტრაციას უერთდება
Twitter-ის მამხილებელი ბაიდენის ადმინისტრაციას უერთდება
Twitter-ის მამხილებელი ბაიდენის ადმინისტრაციას უერთდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.