ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
17 აპრილი 2023, 17:00
2023-04-17
Amazon-მა AWS-ზე გენერაციული AI-ით მხარდაჭერილი ახალი ინსტრუმენტები დააანონსა
რევოლუცია მანქანათმცოდნეობაში (ML) უკვე დიდი ხნის დაწყებულია. მასშტაბური გამოთვლითი სიმძლავრე, მონაცემთა დიდი რაოდენობა და ML-ის ელვისებური განვითარება ინდუსტრიებსა და ბიზნესს რადიკალურად ცვლის. ისეთმა გენერაციულმა AI აპლიკაციამ, როგორიცაა ChatGPT, ადამიანების ყურადღება მიიპყრო და ყოველდღიურად გაცილებით პოპულარული ხდება, რაც მანქანათმცოდნეობის სიდიადეზე მეტყველებს.
Amazon ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ინდუსტრიაში უკვე 20 წელზე მეტია ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ კომპანიად ითვლება. ის ამ შესაძლებლობებს სხვადასხვა სერვისში აერთიანებს, მათ შორის, რობოტული არჩევის მარშრუტები, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, Prime Air, Amazon Go და Alexa. AWS-მა (Amazon Web Service) ML-ის დემოკრატიზაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა — საკუთარი სერვისები 100 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა.
გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მომხმარებლისთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის, შეუძლია, ახალი კონტენტი, იდეები, დიალოგები, ისტორიები, სურათები, ვიდეოები და მუსიკა დამოუკიდებლად შექმნას.
Amazon-მა რამდენიმე ახალი ინოვაცია დააანონსა, რომლებიც მომხმარებლებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის თავიანთ ბიზნესში გამოყენებას გაუადვილებს. წარმოგიდგენთ Amazon Bedrock-ს, ახალ სერვისს, რომელიც მომხმარებლებს გენერაციულ AI-ზე დაფუძნებული აპლიკაციების შექმნას გაუმარტივებს. Bedrock-ს წვდომა ექნება უამრავ მძლავრ FM-ზე, მათ შორის, Amazon-ის Titan FM-ზე, რომელიც ორი ახალი დიდი ენის მოდელისგან (LLM) შედგება. FM მონაცემთა დიდ კორპუსებზეა გაწვრთნილი, რომლებსაც ამოცანების განზოგადება ყოველგვარი დავალების დაზუსტების გარეშე შეუძლიათ.
Bedrock-ის გამოყენებით, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი საჭიროებებისთვის შესაფერისი მოდელი მარტივად იპოვონ, მუშაობა სწრაფად დაიწყონ, FM-ები საკუთარი მონაცემებით განალაგონ და ისინი აპლიკაციებში განათავსონ.
გარდა ამისა, Bedrock-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი ყველაზე თანამედროვე FM-ებიდან გააკეთონ, მათ შორისაა Jurassic-2 — მრავალენოვანი LLM-ების ოჯახი AI21 Labs-დან, Claude from Anthropic და Stability AI-ის text-to-image მოდელი. Bedrock მონაცემთა უსაფრთხოებაზეც წარმატებით ზრუნავს.
Bedrock ახლა შეზღუდული გადახედვის რეჟიმშია. მომხმარებლები, რომლებმაც პროდუქტი გამოცადეს, მისი სიმარტივითა და სისწრაფით აღფრთოვანებულნი არიან. Amazon-ის ახალი Titan FM ხელმისაწვდომი უახლოეს თვეებში იქნება. თავდაპირველად მათ ორ მოდელს შესთავაზებენ — ერთი ამოცანებისთვის, როგორიცაა შეჯამება, ტექსტის გენერაცია, კლასიფიკაცია, ღია კითხვა-პასუხი და ინფორმაციის მოპოვება, ხოლო მეორე ჩაშენებული LLM აპლიკაციებისთვის, როგორიცაა პერსონალიზაცია და ძებნა.
Amazon Bedrock მიზნად ისახავს, რომ FM-ები ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, ორგანიზაციებში მანქანათმცოდნეობის ფართო გამოყენების პროცესი დააჩქაროს და დეველოპერებს საკუთარი გენერაციული AI აპლიკაციების შექმნის საშუალება მისცეს.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT