ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
19 ივნისი 2023, 13:52
2023-06-19
5 მთავარი ამბავი, რაც გასულ კვირას მსოფლიოში ტექნოლოგიების სფეროში მოხდა
ტექნოლოგიები მოძრავი, სიახლეებით დატვირთული სფეროა — გუშინ შექმნილი ტექნოლოგია თუ სერვისი შეიძლება დღეს აქტუალური და მნიშვნელოვანი აღარ იყოს. თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარული ახალი ამბები საუკეთესო ტექნოლოგიებს არ ეხება — ეს შეიძლება აჟიოტაჟი ან დაპირისპირება იყოს, ამბავი, სადაც ფული დომინირებს. ბოლო პერიოდში სიას AI-სთან დაკავშირებული სიახლეებიც დაემატა.
გთავაზობთ 5 მთავარ ამბავს, რაც გასულ კვირას მსოფლიოში ტექნოლოგიების სფეროში მოხდა:
AMD-იმ Nvidia-ს დომინაციის შესაჩერებლად ახალ AI ჩიპი გამოუშვა
AMD-მ, რომელიც კომპიუტერული პროცესორებისა და გრაფიკული ტექნოლოგიების გამოშვებითა და განვითარებით არის ცნობილი, Nvidia-ს დომინაციის შესაჩერებლად ახალი AI ჩიპი, MI300X-ს გამოუშვა.
AMD-მ ახალი ჩიპის ფასი არ გაამჟღავნა — ამ ნაბიჯმა შეიძლება Nvidia-ს GPU-ების ფასებზე ზეწოლა მოახდინოს — H100, რომელიც შეიძლება $30,000 ან მეტი ღირდეს. GPU-ს დაბალმა ფასებმა შესაძლოა გენერაციული AI აპლიკაციების მომსახურების მაღალი ღირებულების შემცირებას შეუწყოს ხელი.
MI300X-ს შეუძლია 192 გბ-მდე მეხსიერება გამოიყენოს. მაგალითად, კონკურენტი Nvidia-ს H100 მხოლოდ 120 GB მეხსიერებას უჭერს მხარს.
AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლიზა სუმ ინვესტორებსა და ანალიტიკოსებს სან-ფრანცისკოში განუცხადა, რომ AI კომპანიის «ყველაზე დიდი და სტრატეგიული გრძელვადიანი ზრდის შესაძლებლობაა».
12 ივნისი Reddit-სთვის რთული დღე აღმოჩნდა. ათასობით ქომიუნითიმ პროტესტის ნიშნად პლატფორმა დატოვა — მათთვის API-ში კომპანიის მიერ განხორციელებულ ცვლილებებია მიუღებელი.
API-ში განხორციელებული ახალი ცვლილებები მესამე მხარის აპლიკაციებზე გავლენას ახდენს — ის ფასიანი გახდება. გარდა ამისა, reddit გაითიშა დესკტოპსა და მობილურ ვებსაიტებზე, ისევე როგორც მობილურ აპლიკაციებში.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების ძირითადი მიზანი შეიძლება ის კომპანიები ყოფილიყო, რომლებიც Reddit-ს დიდი ენობრივი მოდელების გაწრთვისთვისა და გენერაციული AI სისტემებისთვის იყენებენ, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი დარტყმა იყო მათთვის, ვინც მესამე მხარის კლიენტებს ქმნიდა — ბევრი ადამიანი კომპანიის საკუთარ ვაბსაიტსა თუ აპლიკაციას კონტენტის Reddit-ზე შექმნას ამჯობინებს.
Cryptoqueen-ის დაკარგული ბოსის მრჩეველი, ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა
FBI-ის მიერ ძებნილი ყოფილი ჯაშუში და ცნობილი კრიპტო კომპანიის, Cryptoqueen-ის ბოსის სანდო მრჩეველი, ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა.
53 წლის კაცი საფრანგეთში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და აშშ-ში ექსტრადიციას ელოდა.
მაგრამ, როგორც მისი ყოფილი ბოსი, რუჯა იგნატოვა, შნაიდერიც იქამდე გაუჩინარდა, სანამ აშშ-ის მართლმსაჯულებას შეხვდებოდა.
მას თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ცნობილია, რომ შნაიდერი 4 მილიარდი აშშ დოლარის გათეთრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
ამერიკელი პროკურორები ამტკიცებენ, რომ შნაიდერი იგნატოვას კონფიდენციალურ ინფორმაციებსაც აწვდიდა, რასაც ფრენკი კატეგორიულად უარყოფს.
ბოლო თვეებში, ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტების მოხსენების შემდეგ, გახშირდა ვარაუდი, რომ იგნატოვა შეიძლება მოეკლათ. მათ დატვიტეს, რომ მათი ამბის წყარო ინტერპოლის მიერ ძებნილი კრასიმირ კამენოვი იყო.
Microsoft-ის თანადამფუძნებელი, ბილ გეითსი პარასკევს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა, რადგან ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა გეითსს უთხრა, რომ ის იყო პირველი ამერიკელი მეგობარი, რომელსაც წელს პეკინში შეხვდა.
ეს უცხოელ ბიზნეს ფიგურასთან ბოლო წლების განმავლობაში სის პირველი შეხვედრა იყო. მან საზღვარგარეთ მოგზაურობა 2020 წელს შეწყვიტა, როდესაც ჩინეთმა პანდემიის დროს საზღვრები ჩაკეტა. ცნობილია, რომ სი და გეითსი ბოლოს 2015 წელს შეხვდნენ.
ამ შაბათ-კვირას ჩინეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ანტონი ბლინკენიც ეწვევა.
ჰაკერულმა დაჯგუფება Clop-მა მსხვერპლების სახელები dark web-ში გამოაქვეყნა
გლობალური და მასობრივი დაჰაკვის შემდეგ ჰაკერულმა დაჯგუფება Clop-მა მსხვერპლების სახელები და კომპანიის პროფილები dark web-ში გამოაქვეყნა — ისინი მოპარულ მონაცემებს გამოსასყიდის მიღების იმედით ინახავენ.
სიას 26 ორგანიზაცია, მათ შორის ბანკები და უნივერსიტეტები, დაემატა, რაც მსხვერპლებს გამოსასყიდის გადახდისკენ მეტად უბიძგებს.
უცნობია, რომელი სააგენტოები დაზარალდნენ ან რა მონაცემები მოიპარეს, მაგრამ კიბერუსაფრთხოების ავტორიტეტების თქმით, არ ელიან, რომ ამას რამეზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
Ransomware ბანდები, როგორიცაა Clop, თავიანთ გაჟონვის საიტებს მსხვერპლების დასაშანტაჟებლად იყენებენ. ეს აპრობირებული და ხშირად მომგებიანი პროცესია, რომელსაც ჰაკერული დაჯგუფებები ხშირად იყენებენ.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT