ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

5 დაუჯერებელი ტექნოლოგია, რომელიც რეალურად არსებობს

ჩვენ მომავალში ვცხოვრობთ, რასაც ის საოცარი ტექნოლოგიები ადასტურებენ, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ეჭვგარეშეა, რომ ტექნოლოგიამ ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა და ალბათ უამრავი ადამიანი თავისი სმარტფონის გარეშე ვერ გაძლებს — მაგრამ არსებობს სხვა უცნაური და საინტერესო ტექნოლოგიური წინსვლა, რომლისთვისაც მსოფლიო შესაძლოა ჯერ მზად არ იყოს.

კომენტარის დატოვება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2023 წელს ვცხოვრობთ, ადამიანები, რომლებმაც ეს გიჟური ტექნოლოგიები გამოიგონეს, აშკარად მომავლიდან არიან. გთავაზობთ  ბოლოდროინდელ ყველაზე დაუჯერებელ გამოგონებებსა და ტექნოლოგიურ შემოქმედებას.

Nvidia-ს ingame ხელოვნური ინტელექტი

გერაციული AI ტექნოლოგიები კომპიუტერული თამაშების სფეროშიც რევოულიცას ახდენენ. Nvidia-მ ახალი ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელიც თამაშში ინტეგრირდება და ყველა პერსონაჟის ინდივიდუალურად დაპროგრამების საშუალებას იძლევა. მაგალითად, თქვენ ახლა შეგიძლიათ, რეალური პოლიტიკური თამაში შექმნათ, სადაც გმირები რეალური პოლიტიკოსები იქნებიან — ისინი რეალურთან მიახლოებული პერსონაჟებივით იმოქმედებენ. გენერაციულ AI-ის შეუძლია NPC-ები მათი საუბრის უნარების გაუმჯობესებით უფრო ინტელექტუალურები გახადოს — მუდმივი პიროვნებების შექმნით, რომლებიც დროთა განმავლობაში ვითარდებიან.

თარჯიმანი ყურსასმენები

Google-ის Pixel Buds Pixel სმარტფონთან კავშირდება და ენების რეალურ დროში თარგმნისთვის Google Translate-ს იყენებს. ამ გამოგონებას შეუძლია, რომ ენობრივი ბარიერების მოხსნა და სხვა კულტურებთან ბიზნესის კეთება ბევრად უფრო მარტივ პროცესად აქციოს. კონკრეტულად, ვიღაც შეიძლება თქვენს წინ იდგეს და ფრანგულად საუბრობდეს, ყურსასმენები ინგლისურ თარგმანს მოგაწვდით. შემდეგ შეგიძლიათ მარჯვენა ყურსასმენს დააჭიროთ და ინგლისურად ისაუბროთ, ხოლო თქვენი ტელეფონი Pixel-ის დინამიკიდან ფრანგულ თარგმანს შესთავაზებს ადამიანს, რომელსაც ესაუბრებით. ყურსასმენებს შეუძლიათ 40 სხვადასხვა ენაზე თარგმნონ.

საწოლი, რომელიც ყველაზე ტკბილ სიზმრებს გვპირდება

ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, ამიტომ ლეიბში ინვესტირება საინტერესო და აზრიანი გადაწყვეტილებაა. ეს ტექნოლოგია კარგ ღამის ძილს ახალ დონეზე აყვანას. ჭკვიანი საწოლი, Sleep Number 360 თქვენი მოძრაობების შესაგრძნობად და დასარეგულირებლად «საპასუხო ჰაერის ტექნოლოგიას» იყენებს. თქვენ შეგიძლიათ, ძილის დროს მაქსიმალური კომფორტით დატკბეთ, რაც, ცალსახად, თქვენს სიზმრებზეც აისახება.

უსაფრთხო სატვირთო მანქანა

უსაფრთხო სატვირთო მანქანა, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელებში უკვე ნანახი გექნებათ. 2015 წელს კორეელმა ინჟინრებმა საინტერესო ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას ემსახურება. მათ უსაფრთხო სატვირთო გამოიგონეს, რომლის მისაბმელზეც დიდი ეკრანია დამონტაჟებული. მონიტორზე რეალური დროის რეჟიმში ჩანს ის, რაც სატვირთოს წინ ხდება. ამგვარად მის უკან მყოფი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია «სატვირთოს მიღმა» ხედვა, რაც მას ბრმად  გადასწრებისგან დაიცავს.

კვანტური ტელეპორტაცია

კვანტური ტელეპორტაცია კვანტური მდგომარეობის ერთი ადგილიდან მეორეზე  პირდაპირ გადაცემას გულისხმობს, რაც არაჩვეულებრივ ფენომენს, სახელწოდებით «ჩახლართვას» (entanglement) რეალურს ხდის. ეს ფენომენი კავშირია, რომელიც გარკვეულ ნაწილაკებს შორის მაშინაც კი არსებობს, როცა ისინი ერთმანეთისგან სივრცით არიან განცალკევებულნი. კვანტური ტელეპორტაცია კომუნიკაციის სიჩქარეში მალე რევოლუციას მოახდენს.

ნობელის პრემიის მფლობელი ორი ტექნოლოგიის შერწყმა: მიკროჩიპის ახალი ტექნოლოგია
ნობელის პრემიის მფლობელი ორი ტექნოლოგიის შერწყმა: მიკროჩიპის ახალი ტექნოლოგია
თემის მიხედვით
ნობელის პრემიის მფლობელი ორი ტექნოლოგიის შერწყმა: მიკროჩიპის ახალი ტექნოლოგია

ასევე წაიკითხეთ
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება
InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება
InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.