Reddit 6000-ზე მეტმა ქომიუნითიმ დატოვა
12 ივნისი Reddit-სთვის რთული დღე აღმოჩნდა. ათასობით ქომიუნითიმ პროტესტის ნიშნად პლატფორმა დატოვა — მათთვის API-ში კომპანიის მიერ განხორციელებულ ცვლილებებია მიუღებელი.
12 ივნისი Reddit-სთვის რთული დღე აღმოჩნდა. ათასობით ქომიუნითიმ პროტესტის ნიშნად პლატფორმა დატოვა — მათთვის API-ში კომპანიის მიერ განხორციელებულ ცვლილებებია მიუღებელი.
API-ში განხორციელებული ახალი ცვლილებები მესამე მხარის აპლიკაციებზე გავლენას ახდენს — ის ფასიანი გახდება. გარდა ამისა, reddit გაითიშა დესკტოპსა და მობილურ ვებსაიტებზე, ისევე როგორც მობილურ აპლიკაციებში.
«ჩვენ ვიცით კონტენტის ჩატვირთვის პრობლემების შესახებ და ვმუშაობთ პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრაზე». — ნათქვამია Reddit-ის გვერდზე დილის 10:58 საათისთვის, თუმცა 11:30 საათისთვის საიტი ისევ იტვირთებოდა. — «Ჩვენ საიტზე მიმდინარე პროცესს ვაკვირდებით და ველოდებით, რომ პრობლემა მომხმარებლების უმეტესობისთვის გამოსწორდება. გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს». — ნათქვამია 11:47 საათზე გამოქვეყნებულ განახლებაში.
«სუბრედიტების (ფორუმი, რომელიც ეძღვნება კონკრეტულ თემას ვებსაიტ Reddit-ზე) მნიშვნელოვანმა რაოდენობამ მოსალოდნელი სტაბილურობის პრობლემები გამოიწვია და ჩვენ მათ გადაჭრაზე ვმუშაობდით». — განაცხადა Reddit-მა. 3:26 საათზე კომპანიამ განაცხადა, რომ ყველაფერი მოგვარდა და ნორმაში დაბრუნდა.
Reddit-მა აპრილში განაცხადა, რომ თავის API-ზე წვდომისთვის მომხმარებლებს თანხის გადახდა მოუწევთ — API მესამე მხარის დეველოპერებმა პლატფორმაზე მიბმულ ათასობით აპლიკაციაში გამოიყენეს.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების ძირითადი მიზანი შეიძლება ის კომპანიები ყოფილიყო, რომლებიც Reddit-ს დიდი ენობრივი მოდელების გაწრთვისთვისა და გენერაციული AI სისტემებისთვის იყენებენ, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი დარტყმა იყო მათთვის, ვინც მესამე მხარის კლიენტებს ქმნიდა — ბევრი ადამიანი კომპანიის საკუთარ ვაბსაიტსა თუ აპლიკაციას კონტენტის Reddit-ზე შექმნას ამჯობინებს.
მესამე მხარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლიენტი, Apollo, ამ თვის ბოლოს API ცვლილებების გამო გაითიშება. აპლიკაციის შემქმნელი, კრისტიან სელიგი ამტკიცებს, რომ მას ყოველწლიურად 20 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, თუ სურს, რომ Apollo-მ ფუნქციონირება გააგრძელოს, რასაც, ცხადია, არ აპირებს. კიდევ ერთი ფართოდ გამოყენებული მესამე მხარის Reddit აპლიკაცია, RIF 30 ივნისს დაიხურება.
Reddit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჰაფმანმა API ცვლილებები დაიცვა და თქვა, რომ ახალი პოლიტიკა Reddit-ის ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
«Reddit თვითმართვადი ბიზნესი უნდა იყოს და ამიტომ ჩვენ კომერციული სუბიექტებისთვის, რომლებიც მონაცემთა ფართომასშტაბიან გამოყენებას საჭიროებენ, სუბსიდირება აღარ შეგვიძლია». — დაწერა მან. «ზოგიერთმა აპლიკაციამ, როგორიცაა Apollo, Reddit is Fun და Sync-მა გადაწყვიტა, რომ ეს თანხა, რომელსაც Reddit ითხოვს გადამეტებულია და ძალაში შესვლამდე დაიხურებიან.