ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Cryptoqueen-ის დაკარგული ბოსის მრჩეველი, ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა

FBI-ის მიერ ძებნილი ყოფილი ჯაშუში და ცნობილი კრიპტო კომპანიის, Cryptoqueen-ის ბოსის სანდო მრჩეველი, ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა.

კომენტარის დატოვება
Cryptoqueen-ის დაკარგული ბოსის მრჩეველი, ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა

FBI-ის მიერ ძებნილი ყოფილი ჯაშუში და ცნობილი კრიპტო კომპანიის, Cryptoqueen-ის ბოსის სანდო მრჩეველი, ფრენკ შნაიდერი გაუჩინარდა.

53 წლის კაცი საფრანგეთში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და აშშ-ში ექსტრადიციას ელოდა.

მაგრამ, როგორც მისი ყოფილი ბოსი, რუჯა იგნატოვა, შნაიდერიც იქამდე გაუჩინარდა, სანამ აშშ-ის მართლმსაჯულებას შეხვდებოდა.

მას თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ცნობილია, რომ შნაიდერი 4 მილიარდი აშშ დოლარის გათეთრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ BBC-ის დაუდასტურა, რომ შნაიდერმა, რომელსაც ტერფზე ელექტრონული სამაჯური ეკეთა, მეთვალყურეობას თავი აარიდა.

ნენსის სააპელაციო სასამართლომ მისი დაპატიმრების ახალი ორდერი 16 მაისს გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ადგილსამყოფელი სამ კვირაზე მეტია უცნობია.

FBI-მ ინფორმაციისთვის, რომელიც შნაიდერის დაკავებას გამოიწვევს, 250,000 აშშ დოლარის ჯილდო დააწესა.

BBC-სთან საუბრისას, 2022 წლის აგვისტოში, შინაპატიმრობაში მყოფმა შნაიდერმა თქვა, რომ ეჭვი ეპარება აშშ-ში სამართლიანი განაჩენი გამოუტანონ.

«მეშინია, რომ არ მაქვს წვდომა იურიდიულ სისტემაზე, რომელშიც ჩემი თავის სათანადოდ დაცვა შემიძლია». — განუცხადა მან The Missing Cryptoqueen პოდკასტს.

«აშშ-ში ბრალდებულისთვის სასამართლო პროცესი ძალიან ძვირია. ეს მილიონები დაჯდება — ჩემს შემთხვევაში ხუთიდან რვა მილიონამდე. ეს ის თანხებია, რომელიც მე არ მაქვს.

შნაიდერი საფრანგეთის პოლიციამ პირველად 2021 წლის აპრილში დააკავა. მან ციხეში შვიდი თვე გაატარა.

მისი მუშაობა «Cryptoqueen"-ში ლონდონში დაფუძნებული იურისტებისა და პიარ მრჩევლების კოორდინაციას მოიცავდა, რომლებიც იგნატოვას თაღლითობის გახანგრძლივებაში დაეხმარნენ.

ამერიკელი პროკურორები ამტკიცებენ, რომ შნაიდერი იგნატოვას კონფიდენციალურ ინფორმაციებსაც აწვდიდა, რასაც ფრენკი კატეგორიულად უარყოფს. 

ბოლო თვეებში, ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტების მოხსენების შემდეგ, გახშირდა ვარაუდი, რომ იგნატოვა შეიძლება მოეკლათ. მათ დატვიტეს, რომ მათი ამბის წყარო ინტერპოლის მიერ ძებნილი კრასიმირ კამენოვი იყო.

კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა
კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა
თემის მიხედვით
კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-მა გაკოტრების შესახებ განცხადება შეიტანა
კრიპტო ბირჟის Bitzlato-ს თანადამფუძნებელი აშშ-ში ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს
კრიპტო ბირჟის, Bitzlato-ს თანადამფუძნებელი აშშ-ში ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს
თემის მიხედვით
კრიპტო ბირჟის, Bitzlato-ს თანადამფუძნებელი აშშ-ში ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს


ასევე წაიკითხეთ
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Cryptoqueen: OneCoin-ის ფინანსური თაღლითობის თანამზრახველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
მსოფლიოში ბიტკოინის მილიარდიან პორტფელს 6 ადამიანი ფლობს
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
ნიკოლოზ მურესიძე ეკო აქტივისტი და კრიპტო ენთუზიასტია, უფრო ზუსტად — ბიტკოინ მაქსიმალისტი. მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა პრობლემურია, ბიტკოინი კი მას ცვლის და აუმჯობესებს. ნიკოლოზმა dev.ge-სთან ვრცლად ისაუბრა ფულზე, მის ციფრულ მომავალზე, არსებულ პრობლემებსა და ხედვებზე. 
ცნობილი meme ძაღლი, რომელიც dogecoin-ის ინსპირაციაც გახდა, 12 წლის ასაკში მოკვდა
ცნობილი meme ძაღლი, რომელიც dogecoin-ის ინსპირაციაც გახდა, 12 წლის ასაკში მოკვდა
ცნობილი meme ძაღლი, რომელიც dogecoin-ის ინსპირაციაც გახდა, 12 წლის ასაკში მოკვდა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.