ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

5 მნიშვნელოვანი საკითხი ილონ მასკის ბოლო ინტერვიუდან

მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი, Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი თითქმის ერთი საათის განმავლობაში BBC-ის ტექნოლოგიების კორესპონდენტის, ჯეიმს კლეიტონის კითხვებს, სან-ფრანცისკოში, Twitter-ის შტაბ-ბინაში პასუხობდა.

კომენტარის დატოვება

გთავაზობთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც ბიზნესმენმა დეტალურად ისაუბრა:

1. ილონ მასკი Twitter-ზე სიძულვილის ენის გავრცელებას უარყოფს

ამ წლის დასაწყისში BBC-სთან საუბრისას, Twitter-ის ზოგიერთი ინსაიდერი ამტკიცებდა, რომ ილონ მასკის სათავეში მისვლის შემდეგ კომპანიას მომხმარებლების ტროლებისგან, დეზინფორმაციისგან და სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვა აღარ შეუძლია.

მარტში Twitter-მა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ თვეში 400 000 ანგარიში წაშალა, რათა პლატფორმა გაცილებით უსაფრთხო გამხდარიყო.

მასკის მოსაზრების სწორად შესაფასებლად ორი რამ დაგვჭირდება, რაც სამწუხაროდ ამჟამად არ გვაქვს — წვდომა Twitter-ის მონაცემებზე ილონ მასკამდე და მის შემდეგ. და რაც მთავარია, მკაფიო გაგება იმისა, რა არის მასკისთვის დეზინფორმაცია და სიძულვილის ენა. ამერიკული კანონმდებლობით სიძულვილის ენის აბსოლუტური განმარტება არ არსებობს.

2. მან ხმა ჯო ბაიდენს მისცა

ილონ მასკის თქმით, აშშ-ს ბოლო არჩევნებში ქვეყნის თითქმის ნახევარმა ხმა ტრამპს მისცა, მაგრამ დასძინა: «მე მათ შორის არ ვყოფილვარ. ხმა ბაიდენს მივეცი».

ინტერვიუს სხვა ნაწილში ტრამპისთვის Twitter-ის ანგარიშის აღდგენის გადაწყვეტილება დაიცვა. პლატფორმა აშშ-ის ექსპრეზიდენტს ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებდა.

3. მასკი ამტკიცებს, რომ ბოტებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, ამარცხებს

ილონ მასკის მტკიცებით, Twitter-ის სათავეში მოსვლის შემდეგ ბოტების განადგურების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც, მისივე თქმით, პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელება შეამცირა.

«ჩემი გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ პლატფორმაზე გაცილებით ნაკლები დეზინფორმაცია არსებობს». — განუცხადა მან BBC-ის ჟურნალისტს.

ზოგიერთი ექსპერტი მასკის აზრს არ იზიარებს. Newsguard-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ონლაინ დეზინფორმაციას ადევნებს თვალყურს, აღმოაჩინა, რომ ბოტების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება ილონ მასკის მართველობის პერიოდში გაიზარდა

BBC-მ დამოუკიდებლად გააანალიზა 1000-ზე მეტი დაბლოკილი ანგარიში, რომლებიც მასკის მმართველობის პერიოდში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ აღდგენის შემდეგ დიდმა ნაწილმა პლატფორმაზე შეურაცხყოფა ან დეზინფორმაცია გაავრცელა.

4. ის TikTok-ის აკრძალვის წინააღმდეგია

ილონ მასკის თქმით, Tik-Tok-ს საერთოდ არ იყენებს, თუმცა მისი აკრძალვის წინააღმდეგია.

აშშ TikTok-ის აკრძალვას უსაფრთხოების შეშფოთების გამო განიხილავს. ზოგიერთმა ქვეყანამ პლატფორმა სამთავრობო ტელეფონებზე უკვე აკრძალა.

«მე ზოგადად რაღაცების აკრძალვის წინააღმდეგი ვარ». — თქვა მასკმა, თუმცა დაამატა, რომ აკრძალვა Twitter-ისთვის სასარგებლო იქნება, რადგან ხალხი მის პლატფორმაზე გაცილებით მეტ დროს გაატარებს.

5. ილონ მასკი Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად არ გაყიდიდა

ილონ მასკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ვინმე Twitter-ის ყიდვას ახლავე შესთავაზებდა, თანაც იმ ფასად, რაც მან გადაიხადა, აუცილებლად უარს იტყოდა.

მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც სიმართლეს აფასებს, ვიდრე ის, თუ რამდენს გადაუხდიან. «მე ფული არ მაინტერესებს».

მაგრამ არის ეს სიმართლე? ბიზნესმენი გარიგების ჩაშლას თავიდანვე ცდილობდა.

Twitter-ის ხარჯები მის მიერ გამომუშავებულ შემოსავალს აჭარბებდა. ბოლო სრული წლის შედეგებში, რომელიც მასკის მართველობამდე გამოქვეყნდა, მთლიანმა გაყიდვებმა 2021 წელს 5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ხარჯებმა — 5,5 მილიარდ დოლარს. ფაქტობრივად, პლატფორმას  2012 წლიდან მხოლოდ ორი მომგებიანი წელი ჰქონდა.

ის თვლის, რომ Twitter ახლა გატეხვასთან ახლოსაა. გასაკვირი არ არის — 6500 თანამშრომლის გათავისუფლება ხარჯებს ამსუბუქებს.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
თემის მიხედვით
ილონ მასკი და სხვები ხელოვნური ინტელექტის წვრთნის 6 თვით შეჩერებას მოითხოვენ
რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში
რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში
თემის მიხედვით
რა არის და როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში

ასევე წაიკითხეთ
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.