ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

5 ლინკი ერთის ნაცვლად Instagram-ის Bio-ში

Instagram-ის მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ თავიანთი პროფილის ბიოში ხუთამდე ბმული დაამატონ. ამ დრომდე პლატფორმა მხოლოდ ერთი ლინკის მიბმის საშუალებას იძლეოდა.

კომენტარის დატოვება
5 ლინკი ერთის ნაცვლად Instagram-ის Bio-ში

Instagram-ის მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ თავიანთი პროფილის ბიოში ხუთამდე ბმული დაამატონ. ამ დრომდე პლატფორმა მხოლოდ ერთი ლინკის მიბმის საშუალებას იძლეოდა.

პლატოფრმის ახალი ფუნქცია პირველად Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა გაამხილა. მისი თქმით, ეს კრეატორებს საზოგადოებასთან გაუმჯობესებული კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ბიოში მრავალი ბმულის დამატების შესაძლებლობა, მომხმარებლების მხრიდან, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცვლილება იყო.

მანამდე მომხმარებლები ინსტაგრამის bio-ს ხშირად Linktree-ს ბმულს ამაგრებდნენ, რომელიც ბევრი სხვადასხვა ლინკის გამოქვეყნების საშუალებას იძლევა. Linktree სწორედ bio-ს ბმულის ინსტრუმენტად შეიქმნა. მის მომხმარებლებს შორის მსოფლიოში ცნობილი მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და ინფლუენსერები იყვნენ, ასვეე — უმსხვილესი კომპანიები. 

ახლა ინსტაგრამის პროფილზე მრავალი ბმულის დამატების შესაძლებლობა ყველა ანგარიშს აქვს, მათ შორის ბიზნესისა და კრეატორების ანგარიშებსაც. ფუნქციის გამოსაყენებლად მომხმარებლებმა პროფილი უნდა დაარედაქტირონ და ბმულები სასურველი თანმიმდევრობით დაალაგონ.

Instagram-ის განცხადებით, ეს ფუნქცია მიმდევრებს სხვადასხვა კონტენტის აღმოჩენას გაუმარტივებს, რადგან კომპანიამ ბიოში Tik-Tok-ის, YouTube-სა და ცხადია, Facebook-ის ლინკების დამატებაც შესაძლებელი გახადა.

ბმულები არა ბრაუზერის ცალკეულ ფანჯარაში, არამედ თავად აპლიკაციაში იხსნება. მომხმარებლებს, რომლებსაც ჩაშენებულ ბრაუზერზე გადასვლა სურთ, როგორიცაა Safari ან Chrome, გვერდის ზედა ნაწილში არსებულ «სამწერტილიან» მენიუს უნდა დააკლიკონ და სისტემის ბრაუზერში გახსნა აირჩიონ.

ბმულებზე გაფართოებული წვდომის დაშვებით, Instagram-ს პოტენციურად შეუძლია, კრეატორები პლატფორმაზე დააბრუნოს. მაგალითად, Tik-Tok ამჟამად ბიოში ბმულებს  მხოლოდ ბიზნეს ანგარიშებისთვის უშვებს, რაც რეგულარული მომხმარებლებისა და კრეატორების საქმეს ართულებს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ Instagram-ის გადაწყვეტილება Tik-Tok-ის მკაცრი შეზღუდვების გამოძახილია.

ახალი ფუნქცია რეკლამის განმთავსებლებსა და ბრენდებს თავიანთ ვებსაიტებზე, ელექტრონული კომერციის მაღაზიებსა და სხვა ონლაინ პლატფორმებზე მომხმარებლების რაოდენობის გაზრდის საშუალებას აძლევს. მრავალი ბმულის დამატების შესაძლებლობით, ბიზნესებს შეუძლიათ უფრო საკუთარი ბრენდი უფრო მარტივად გააპიარონ და ჩართულობა საგრძნობლად გაზარდონ.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
თემის მიხედვით
Instagram ასაკის ვერიფიკაციას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ამატებს
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა
თემის მიხედვით
Instagram-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა


ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.