ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეHow To
28 ნოემბერი 2022, 15:58
2022-11-28
5 ძირითადი ცნება, რომელიც ჯუნიორ დეველოპერმა უნდა იცოდეს
კოდირების სწავლა დაუზარელ შრომასა და დიდ დროს, მოითხოვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს ყველაფრის ერთდროულად სწავლას, რასაც, საბოლოოდ, გადაღლამდე მივყავართ. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ ხუთ ძირითად ცნებას, რომლის საფუძველზეც დაიწყებთ კოდირებას დაბრკოლებების გარეშე.
პირველი ნაბიჯი ვებ-დეველოპერებისთვის ყოველთვის HTML, CSS, JavaScript-ის ძირითადი წესების შესწავლაა. ეს სამი ენა ვების ხერხემლად ითვლება. ვებსაიტი არის ვებგვერდების ერთობლიობა, რომელიც აღწერს გვერდზე განლაგებას, ფორმატსა და შინაარსს.
HTML და CSS ტექნიკურად პროგრამირების ენებიც არ არის — ისინი ვებგვერდის სტრუქტურასა და სტილს ქმნიან. სანამ JavaScript-სა და სხვა ენებზე გადახვალთ, აუცილებელია, იცოდეთ HTML და CSS-ის საფუძვლები, რადგან ისინი ყველა ვებ გვერდისა და აპლიკაციის frontend-ის ასაწყობად უმნიშვნელოვანესია.
JavaScript-ს ბრაუზერის ენას უწოდებენ. ის შექმნილია ვებ გვერდზე მანიპულაციების ჩატარებისთვის. მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველაფრის ასაწყობად, იქნება ეს frontend თუ backend. ტექნოლოგიაში მრავალი ენა გამოიყენება, მაგრამ რთული და მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად სხვადასხვა აპლიკაციებისა თუ ვებ გვერდების ასაწყობად.
Git & GitHub
Git არის ფანტასტიკური ინსტრუმენტი სწავლისთვის. ეს არის უფასო და ხელმისაწვდომი კონტროლის სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეს ყველაფერს პატარიდან ძალიან დიდი პროექტების ჩათვლით.
Git და GitHub-ს ერთი და იგივე მნიშვნელობა არ აქვთ. GitHub ქმნის ინსტრუმენტებს, რომლებიც Git-თან ინტეგრირდებიან. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ GitHub ჩვენი კოდების გამოქვეყნებისთვის, განახლებისთვის, შენარჩუნებისთვის და მართვისთვის. ამას მხოლოდ GitHub არ აკეთებს. არსებობს მრავალი ალტერნატივა, როგორებიცაა GitLab (განიხილება GitHub-ის ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად), bitbucket, SourceForge, GitKraken და AWS CodeCommit. არსებობს ძალიან ბევრი მაგარი და საინტერესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ GitHub-ის დახმარებით.
მონაცემთა ბაზები
დღევანდელი მსოფლიო მონაცემებით მუშაობს. ეს უკანასკნელი, გარკვეული გაგებით, ვირტუალური ოქროა. მონაცემთა ბაზა არის «ყუთი», რომელიც მონაცემებს აერთიანებს. ეს აადვილებს მონაცემთა მართვას. ჩვენი ტელეფონი, კომპიუტერი და სასურსათო ჩამონათვალიც კი მონაცემთა ბაზაა.
როდესაც ვსაუბრობთ მონაცემთა ბაზაზე, უპირველეს ყოვლისა, MySQL, Oracle და Microsoft SQL Server გვახსენდება. ეს არის მონაცემთა ბაზის უძველესი ტიპი, რომელიც შედგება 3 მაღალი დონის კომპონენტისგან: ცხრილები, ე.წ. relationships, რომელიც გულისხმობს ორ ცხრილს შორის ლოგიკურ კავშირს, და გასაღებები.
მონაცემთა ბაზის ძირითადი ოთხი ტიპი მოიცავს იერარქიულ, ქსელურ, კავშირულ და ორიენტირებულ მონაცემთა ბაზას. მონაცემთა ბაზები სტრუქტურის, ზომისა და ფუნქციების თვალსაზრისით განსხვავდებიან, აქედან გამომდინარე, უნდა დაიწყოთ იმის გაგებით, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის კონკრეტული მონაცემთა ბაზა.
API
როგორც ვებ დეველოპერს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის API, როგორ ფუნქციონირებს ისინი და რატომ გამოიყენება. API აადვილებს კავშირსა და კომუნიკაციას აპლიკაციებს შორის.
მოდით განვიხილოთ რეალური სამყაროს მაგალითი ჩვენ გვინდა შევქმნათ ამინდის აპლიკაცია. მისი მთავარი დანიშნულება, ცხადია, ამინდის ჩვენებაა: მაგრამ როგორ მივიღოთ ამინდის მონაცემები კონკრეტული მდებარეობის მიხედვით და როგორ გავაფართოვოთ აპლიკაცია რეალურ დროში მონაცემების შესაგროვებლად, თუ ის მუდმივად იცვლება? სწორედ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს API.
API მოგვაწვდის რეალურ დროში მონაცემებს, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს აპლიკაციაში. API საგრძნობლად ამარტივებს დეველოპერის ცხოვრებას. მაგალითად, Google Maps API ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის, რათა აიღონ და ჩასვან რუკები პირდაპირ მათ საიტებზე, ბორბლის ხელახლა გამოგონების გარეშე.
Network Basics
ეს არის უნარი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს დეველოპერს განსაკუთრებით მაშინ, თუ backend-ზე მუშაობს. ქსელი არის საშუალება, რომელშიც ერთი ან მეტი მოწყობილობაა გაერთიანებული. თქვენ უნდა გესმოდეთ ჰოსტის სახელი, IP მისამართები, TCP/UDP, DNS, NAT, მარშრუტიზატორები, პროტოკოლი, Firewall და განსხვავება HTTP-სა და HTTPS-ს შორის.
რა არის ინტერნეტის მექანიზმი და როგორ მუშაობს იგი? რა ხდება, როდესაც თქვენ შეგყავთ დომენის სახელი თქვენი ბრაუზერის საძიებო ზოლში? კონკრეტულად რა არის პორტები? არაუშავს თუ ეს სახელები და ინიციალები დისკომფორტს გიქმნით — შეეჩვევით. კოდირების სწავლა თავიდან შეიძლება ცოტა რთული იყოს, ამიტომ არ დანებდეთ.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.