ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
12 ნოემბერი 2022, 11:52
2022-11-12
SQL-ის 10 კურსი დიდ მონაცემებთან მუშაობის უკეთ გასაგებად
SQL — Structured Query Language — სტრუქტურირებული გამოკითხვის ენა — სტანდარტიზებული პროგრამირების ენაა, რომელიც მონაცემთა ბაზის რელაციური მართვის სისტემაში შენახული მონაცემების სამართავად და მათზე სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად გამოიყენება.
ჩვენ შევაგროვეთ 10 ფასიანი და უფასო ონლაინკურსი SQL-ის შესასწავლად.
SQL — Structured Query Language — სტრუქტურირებული გამოკითხვის ენა — სტანდარტიზებული პროგრამირების ენაა, რომელიც მონაცემთა ბაზის რელაციური მართვის სისტემაში შენახული მონაცემების სამართავად და მათზე სხვადასხვა ოპერაციის შესასრულებლად გამოიყენება.
ჩვენ შევაგროვეთ 10 ფასიანი და უფასო ონლაინკურსი SQL-ის შესასწავლად.
Excel to MySQL: Analytic Techniques for Business (Coursera)
კურსი მათთვისაა, ვისაც მონაცემებთან მუშაობა უყვარს და სურს, ისწავლოს კომპეტენტური ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღება ინსაითებზე დაყრდნობით, რომელიც მონაცემთა დიდი ნაკრებიდანაა მიღებული. აქ გასწავლიან ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორებიცაა Excel, Tableau და MySQL, გასწავლიან მონაცემების ანალიზს, პროგნოზების გენერირებას, მოდელების შექმნასა და ვირტუალიზაციას. ცოდნის განმტკიცება კი შემაჯამებელ პრაქტიკულ პროექტზე იქნება შესაძლებელი.
ხანგრძლივობა: 7 თვე, 4 საათი კვირაში
რეიტინგი: 4.6 (5-დან)
გამოხმაურება: «კურსი ძალიან საინტერესო იყო და საკმაოდ შეკრული ჩანდა. მაგალითები ძალიან კარგი და სასარგებლო იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს კურსი დამეხმარება!»
საბაზისო კურსი მონაცემთა ბაზის, PostgreSQL და PgAdmin, მოთხოვნების დაწერის, მონაცემთა ანალიზისას SQL-ის გამოყენების, GROUP BY-ს ოპერატორისა და ბევრი სხვა რამის შესახებ. მიღებული ინფორმაცია გამოყენებადი იქნება Amazon Redshift, Microsoft SQL Server, Oracle და მონაცემთა ბაზის მართვის სხვა სისტემებზე. მსმენელების მიმართ მოთხოვნებიდან — მხოლოდ კომპიუტერის ქონა.
ხანგრძლივობა: 9 საათი
რეიტინგი: 4,7 (5-დან)
გამოხმაურება: «ეს კურსი YouTube-ზე ვიდეოს რეკომენდაციის შემდეგ გავიარე და არ ვნანობ. დღეისთვის ეს არის SQL-ის ყველაზე ათვისებადი კურსი, რომელიც გამივლია». ინსტრუქტორი გასაგებად საუბრობს, იდეალურ ტემპში. ვგრძნობ, რომ ზედმეტად ცოტა გადავიხადე ამ კურსში და იმაში, რაც ვისწავლე. სიამოვნებით ვუწევ რეკომენდაციას».
დეივისში კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტები გთავაზობენ, გაიაროთ SQL-ის საფუძვლებისა და მონაცემთა ანალიზის შესავალი, ისწავლოთ სწორი კითხვების დასმა და კომპანიისთვის ღირებული პასუხების პოვნა. კურსის დაწყება ნულიდან შეიძლება. ავტორებთან ერთად მსმენელები გადიან საფუძვლებს, სწავლობენ მარტივი და რთული SQL-მოთხოვნების წერას, სხვადასხვა ტიპის მონაცემებთან და ბრძანებებთან მუშაობას, მონაცემთა სორტირებასა და დაჯგუფებას, კრებსითი ცხრილების შექმნას.
ხანგრძლივობა: 14 საათი
რეიტინგი: 4,5 (5-დან)
გამოხმაურება: «ეს შესანიშნავი კურსი იყო. ერთ თვეში SQL-ზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე ერთი სემესტრის განმავლობაში აშშ-ში ტოპ-20-ში შემავალ უნივერსიტეტში». ~
The Ultimate MySQL Bootcamp: Go from SQL Beginner to Expert (Udemy)
ვრცელი კურსი MySQL-ის ყველა კომპონენტზე მათთვის, ვინც არ იცნობს სისტემას და ჯერ არ იცის მონაცემებიდან სასარგებლო ინსაიტების ამოღება. გასწავლიან მონაცემთა ბაზის შედგენასა და ურთიერთქმედებას, NodeJS-ისა და MySQL-ის გამოყენებით ვებ-აპლიკაციების გაკეთებას, მონაცემების დახმარებით ეფექტურობისა და კომპანიის გაყიდვების საკითხების გადაჭრას, რამდენიმე ცხრილის მიმართ მოთხოვნების დაწერას, ანგარიშების გენერირებას.
ხანგრძლივობა: 2-3 კვირა, 20 საათი
რეიტინგი: 4,6 (5-დან)
გამოხმაურება: «ეს ნამდვილად შესანიშნავი კურსი იყო. ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად ხარისხიანი იყო, სანამ არ დავიწყე სხვა კურსების გავლა. ყველა მათგანი გაცილებით ცუდად შემუშავებული იყო».
Foundations for Big Data Analysis with SQL (Сoursera)
ავტორები გიყვებიან დიდი მონაცემების დამუშავებისას SQL-ის გამოყენებაზე. კურსი იწყება მონაცემების მიმოხილვით, მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებით, SQL-ით, რის შემდეგაც გადადის დიდი მონაცემების მახასიათებლებზე და SQL-ინსტრუმენტებით დიდ მონაცემებზე მუშაობის პლატფორმებზე.
ხანგრძლივობა: 12 საათი
რეიტინგი: 4,8 (5-დან)
გამოხმაურება: «კურსების შესანიშნავი სერიაა. ბევრი რამ გავიგე SQL-ზე, მონაცემთა ბაზების მართვასა და მათ სტრუქტურაზე. ვუწევ რეკომენდაციას».
Introduction to Structured Query Language (Сoursera)
კურსის პროგრამა მოიცავს SQL-ის საბაზისო ცოდნას, ტექსტური რედაქტორების დაყენებას, MAMP-ისა და XAMPP-ის დაყენებას, MySQL-ში მონაცემთა ბაზის შექმნას. კურსი შედის Web Applications for Everybody-ის სპეციალიზაციაში.
ხანგრძლივობა: 16 საათი
რეიტინგი: 4,8 (5-დან)
გამოხმაურება: «ყველას ვურჩევ ამ კურსს, ვისაც SQL-ის შესწავლა ნულიდან სურს. პედაგოგი საგანს ძალიან გასაგებად ხსნის».
ეს სპეციალიზაცია იძლევა საკვანძო უნარებს, რომელიც აუცილებელია SQL-ის გამოყენებით დიდი მონაცემების დამუშავებისთვის და მონაცემთა ბაზის მიმართ მოთხოვნების შექმნისთვის. ასევე იძლევა ცოდნას იმის შესახებ, როგორ ინახება მონაცემები გადანაწილებულ კლასტერებსა და ქლაუდ საცავებში.
ხანგრძლივობა: 4 თვე, 3 საათი კვირაში
რეიტინგი: 4,8 (5-დან)
გამოხმაურება: «ეს კურსი შესანიშნავი იყო და იმდენი თავდაჯერებულობა მომცა. თუ გსურთ SQL-ში გარკვევა, ეს კურსი გამოგადგებათ».
SQL — MySQL for Data Analytics and Business Intelligence (Udemy)
კურსი გეხმარებათ SQL-ის უნარების შეძენაში და ასევე გაიგოთ, პროგრამირების ამ ენას რატომ უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი კომპანიებისთვის მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში. ამასთან, ისწავლით მონაცემთა ბაზასთან მუშაობას.
ხანგრძლივობა: 1-2 კვირა, 10 საათი
რეიტინგი: 4,6 (5-დან).
გამოხმაურება: «ეს აღმოჩნდა საუკეთესო კურსი, რომელიც Udemy-ზე გავიარე. თემების ლოგიკური და ხაზოვანი განვითარება და ყოველი ვიდეოს შემდეგ მათი შემდგომი გამყარება სავარჯიშოების საშუალებით».
კურსი შემუშავებულია კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორის მიერ. აქცენტი კეთდება ენის კონცეპტუალური საფუძვლებისა და სტანდარტული SQL ბრძანებების შესწავლაზე. კურსი ასევე მოიცავს DDL და DML ბრძანებების შესწავლას, რომლებიც საჭიროა მონაცემთა ბაზის ობიექტების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. კურსი განკუთვნილია მსმენელებისთვის, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება პროგრამირებაში, SQL-ში ან მონაცემთა ბაზებში.
ხანგრძლივობა: დაახლოებით 25 საათი
რეიტინგი: 4,7 (5-დან)
გამოხმაურება: თუ არაფერი იცით SQL-ის შესახებ და გსურთ მისი ათვისება — ეს კურსი თქვენთვისაა. კურსის განმავლობაში გავიარე გზა ადამიანიდან, რომელსაც უბრალოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა არის SQL და როგორ მუშაობს, ადამიანამდე, რომელსაც შეუძლია ახსნას, რა და როგორ გამოიყენება. ეს შესანიშნავი კურსია სტარტისთვის».
კურსი მონაცემთა ბაზების შექმნისა და მათში არსებული მონაცემების SQL-ის გამოყენებით განახლების, მოთხოვნების, ფუნქციების დაწერისა და ურთიერთობით მონაცემთა ბაზებთან მუშაობის შესახებ. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პროექტების განხორციელებას.
თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის სოციალური ქსელები ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია. ადამიანები უფრთხილდებიან ონლაინ პერსონას და ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ. ერთი შეხედვით იდეალურ რეალობას სოციალური ქსელების მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ბავშვები ექცევიან — მოზარდები, რომელთა ფიქრები, შეხედულებები და სტანდარტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. ექსპერტები, ფსიქოლოგები, მშობლები აქტიურად მსჯელობენ, რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის ქონა და როგორ შეიძლება დავიცვათ ისინი მავნე ტენდენციებისგან, რომელსაც ეს პლატფორმები ქმნის.
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები
თუ გსურს, IT-ში სრულყოფილი განათლება მიიღო, ერთი კურსი საკმარისი არაა. ასეთი შემთხვევებისთვის Coursera-ს აქვს გამოწერის Plus პაკეტი: ფიქსირებული ღირებულებით შეიძლება ისწავლო ყველაფერი, რაც შენთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესოა.