ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საუკეთესო ჩარჩოები full-stack დეველოპერებისთვის 2023 წელს

საუკეთესო გზა იმისთვის, რომ full-stack ოსტატი გახდეთ, სხვადასხვა ჩარჩოების გაცნობაა, რომელთაგან თქვენი შესაფერისი უნდა აარჩიოთ. ტექნოლოგიური სამყარო ამ პროცესში ნავიგაციისთვის უამრავ ჩარჩოს გვთავაზობს, რომლებიც უნიკალური ფუნქციებისა და უპირატესობების ნაკრებით გამოირჩევა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული საჭიროებებისა და პრეფერენციების დასაკმაყოფილებლად არის შექმნილი.

კომენტარის დატოვება
საუკეთესო ჩარჩოები full-stack დეველოპერებისთვის 2023 წელს

საუკეთესო გზა იმისთვის, რომ full-stack ოსტატი გახდეთ, სხვადასხვა ჩარჩოების გაცნობაა, რომელთაგან თქვენი შესაფერისი უნდა აარჩიოთ. ტექნოლოგიური სამყარო ამ პროცესში ნავიგაციისთვის უამრავ ჩარჩოს გვთავაზობს, რომლებიც უნიკალური ფუნქციებისა და უპირატესობების ნაკრებით გამოირჩევა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული საჭიროებებისა და პრეფერენციების დასაკმაყოფილებლად არის შექმნილი.

გთავაზობთ საუკეთესო ჩარჩოებს 2023 წელს:’

Node.js

Node.js server-side JavaScript გაშვების გარემოა, რომელიც backend-ის განვითარებისთვის JavaScript-ის გამოყენებაში გვეხმარება. Express.js პოპულარული backend-ის ფრეიმორია, რომლის გამოყენებაც Node.js-თან ერთად MEAN სტეკის დასადგენად შეიძლება. ის ვებ აპლიკაციების შესაქმნელად შესანიშნავია.

უპირატესობები: მას დეველოპერების უზარმაზარი საზოგადოება, ფუნქციების მდიდარი ნაკრები, ბიბლიოთეკები და ზრდის პოტენციალი გააჩნია. Node.js შეიძლება React.js-თან ერთად ზრდაზე ორიენტირებული, გამძლე და ეფექტური ვებ აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენოთ, რადგან ის ძალიან მასშტაბირებადია. ეს ჩარჩო კომპაქტური, მსუბუქი და ეფექტურია. მას ჩაშენებული პაკეტის მენეჯერი აქვს, რომელიც არასაჭირო კოდის ხაზებს ამცირებს.

როდის ავირჩიოთ ის: თუ ეძებთ ჩარჩოს, რომელიც პოტენციალს მომხმარებლის კეთილგანწყობასთან აერთიანებს, მაშინ Node.js თქვენთვისაა. იგი იმ ვებ აპლიკაციებისთვის გამოიყენება, რომლებიც ბუნებით მომთხოვნი არიან, როგორიცაა ვიდეო ნაკადის ვებსაიტები და real-time აპლიკაციები. ამ ჩარჩოს გამოსაყენებლად JavaScript-ის ცოდნა აუცილებელია.

React 

იცოდით, რომ ახლახან React-ის შესახებ ხანგრძლივი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს? გირჩევთ, უყუროთ რაც შეიძლება მალე, თუ გსურთ მისი წარმოშობის შესახებ ბევრი გაიგოთ.

React frontend JavaScript ბიბლიოთეკაა, რომელიც მომხმარებლის ინტერფეისების შესაქმნელად გამოიყენება. ის full-stack დეველოპერების პოპულარული არჩევანია, რადგან მისი გამოყენება, როგორც წინა, ასევე უკანა ვებ აპლიკაციებში შეიძლება. 

უპირატესობები: მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ვირტუალური DOM-ის გამოყენებაა. სხვა უპირატესობებთან ერთად, React სწრაფია. ის ასევე მრავალჯერადი გამოყენების UI სტრუქტურების შესაქმნელად გამოიყენება, რაც უზარმაზარი უპირატესობაა, რადგან ისინი ნულიდან კოდირებისთვის საჭირო დროს ამცირებენ. ეს მნიშვნელოვან ძალისხმევასა და რესურსს გადაზოგინებთ.

როდის ავირჩიოთ ის: JavaScript-ისა და CSS-ის ცოდნა ამ ჩარჩოსთან მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — შესასწავლად ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროგრამირების ენაა. თუ თქვენ ეძებთ ჩარჩოს, რომელიც ძალასა და მომხმარებლებისადმი კეთილგანწყობას აერთიანებს, მაშინ React თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარიანტია.

Laravel

Laravel ღია PHP ვებ აპლიკაციის ჩარჩოა, რომელიც მასშტაბირებადი და უსაფრთხო ვებ აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება. ეს ჩარჩო ყოველდღიურ დავალებებს ამარტივებს, რომლებიც ვებ პროექტების უმრავლესობაში (ავთენტიფიკაცია, მარშრუტიზაცია, სესიები და ქეშირება), აპლიკაციის ფუნქციების შეწირვის გარეშე გამოიყენება.

უპირატესობები: ვებ აპლიკაციის შექმნისას, Laravel მას უფრო გაფართოებულსა და ადაპტირებულს გახდის. თქვენ ასევე დიდ დროს დაზოგავთ, რადგან Laravel სხვა ჩარჩოების კომპონენტებს იყენებს — ეს რესურსების ორგანიზებასა და მართვაში დაგეხმარებათ. მას ასევე ფუნქციების ყოვლისმომცველი სპექტრი გააჩნია, რომელსაც შეუძლია ვებ განვითარების სიჩქარე გაზარდოს. თქვენი ვებგვერდი უსაფრთხო იქნება, რადგან Laravel-ს მექანიზმები აქვს, რომლებიც ვებ შეტევების მნიშვნელოვან რაოდენობას ხელს უშლიან და აჩერებენ.

როდის ავირჩიოთ ის: თუ თქვენ ვებსაიტს ნულიდან აშენებთ და თავს კომფორტულად გრძნობთ Core PHP-სა და Advanced PHP-ში, მაშინ ეს ჩარჩო თქვენს დავალებას აუცილებლად გაამრტივებს.

AngularJS

Angular JavaScript-ის წინა მხარის ჩარჩოა. ეს ღია წყაროს ჩარჩოა, რომელიც Google-ის მიერ შეიქმნა, რათა პროგრამისტებს ერთგვერდიანი ვებ აპლიკაციების შექმნაში დაეხმაროს.

უპირატესობები: ის უამრავ მახასიათებელს გთავაზობთ, რაც აპს ეხმარება, რომ უფრო სწრაფად და მარტივად პროგრესირებდეს. Angular-ს backend სერვერებთან ერთად full-stack აპლიკაციის შექმნაზე მუშაობა შეუძლია. Angular-ით, წინა და უკანა ნაწილის განვითარება ერთდროულად შეიძლება. 

როდის ავირჩიოთ ის: პასუხი მარტივია, როდესაც ერთგვერდიან აპლიკაციებში პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ. Angular დიდი, რთული პროექტებისთვის შესანიშნავი არჩევანია, რადგან ის ფუნქციებით მდიდარია.

Angular-ის 7 კურსი - საბაზისოდან მოწინავემდე
Angular-ის 7 კურსი — საბაზისოდან მოწინავემდე
თემის მიხედვით
Angular-ის 7 კურსი — საბაზისოდან მოწინავემდე

Django

Django Python-ის ვებ ჩარჩოა, რომელიც ვებ აპლიკაციების სწრაფად და ეფექტურად შესაქმნელად გამოიყენება. იგი ფუნქციების სერიას მოიცავს, რომლებიც ახლა ვებ განვითარების ტრენინგისთვის ფუნდამენტურია.

უპირატესობები: Django განსაკუთრებულად მოქნილი და გაფართოებადია. ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელ მისი მექანიზმებისა და სისტემების ხელახალი გამოყენებაა. ის ნაკლებ კოდურ წინადადებას იყენებს, რაც სწრაფი განვითარების საწინდარია. Django მსუბუქი ვებ სერვერისგან არის დამზადებული, რომელიც ცდებისა და პროგრესის მონიტორინგისთვის შესაფერისია

როდის ავირჩიოთ ის: ის მშვენივრად მუშაობს პროექტებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან მასშტაბურ შინაარსს ან მოწინავე ტექნოლოგიურ ფუნქციებს საჭიროებენ. მიუხედავად იმისა, რომ ის საოცრად კარგად მუშაობს რთული ამოცანებისთვის, მისი გამოყენება მარტივია და შეიძლება დიდი მუხტი აღმოჩნდეს მცირე პროექტებისთვის, რომლებიც უნდა გაიზარდოს.

Ruby on Rails

Ruby on Rails backend ჩარჩოა, რომელიც Ruby ენაზეა დაფუძნებული. ეს პოპულარული ვებ აპლიკაციის ჩარჩოა, რომელიც მათ სწრაფად და ეფექტურად შესაქმნელად გამოიყენება. 

უპირატესობები: Ruby on Rails ღია კოდის სრულ ბიბლიოთეკას გთავაზობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს და პროგრამისტებს შეუძლიათ კოდის ფრაგმენტები ადვილად იპოვონ.

როდის ავირჩიოთ ის: მიუხედავად იმისა, მუშაობთ მცირე თუ ფართომასშტაბიან პროექტზე, ეს ჩარჩო საშუალებას გაძლევთ, მცირე კონფიგურაციის მქონე ვებ აპლიკაციები სწრაფად შექმნათ. Ruby on Rails მასშტაბირებადი ვებსაიტებისა და აპლიკაციების შესაქმნელად შესანიშნავია.

Flask

Flask Python-ის ვებ ჩარჩოა, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ვებ აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება. ეს ჩარჩო დეველოპერებს საშუალებას აძლევს, კოდირების პროცესი უფრო მარტივი და დახვეწილი გახადონ.

უპირატესობები: Flask-ს ფუნქციონირებისთვის სპეციალური ხელსაწყოები ან ბიბლიოთეკები არ სჭირდება. 

როდის ავირჩიოთ ის: ამჯერადაც პასუხი მარტივია, თუ გაფართოებულ და მსუბუქ full-stack ჩარჩოს ეძებთ.

მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
თემის მიხედვით
მონაცემთა მეცნიერების 10+ საუკეთესო კურსი 2023 წელს
No-Code განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტები 2023 წლისთვის
No-Code განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტები 2023 წლისთვის
თემის მიხედვით
No-Code განვითარების საუკეთესო ინსტრუმენტები 2023 წლისთვის


ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
დეველოპერი: TKT ვებსაიტი 2015 წელს მე დავწერე, პრობლემის მოგვარების გზა UX-შია
დეველოპერი: TKT ვებსაიტი 2015 წელს მე დავწერე, პრობლემის მოგვარების გზა UX-შია
დეველოპერი: TKT ვებსაიტი 2015 წელს მე დავწერე, პრობლემის მოგვარების გზა UX-შია
საშა გრეიმ თავისი სახელის Last Epoch-ის აკრძალული მეტსახელების სიიდან ამოღება მოითხოვა
საშა გრეიმ თავისი სახელის Last Epoch-ის აკრძალული მეტსახელების სიიდან ამოღება მოითხოვა
საშა გრეიმ თავისი სახელის Last Epoch-ის აკრძალული მეტსახელების სიიდან ამოღება მოითხოვა
iOS დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის
iOS დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის
iOS დეველოპმენტის ტრენდები 2024 წლისთვის
ავტორი: ევგენია ბონდარი. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. ციფრული გადაწყვეტილებები მომხმარებლებისთვის უფრო ადვილი, სწრაფი და უსაფრთხო ხდება. ასეთი ცვლილებები დეველოპერებისგან გარკვეულ ინსტრუმენტებსა და ფრეიმვორკებს მოითხოვს. ამიტომ ამ სტატიაში iOS  დეველოპერობის ძირითად ტრენდებს გაცნობთ, რომლებიც უკვე შეინიშნება მსოფლიოში და მომავალი წლის განმავლობაში აქტუალური იქნება.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.